ველედა მოქმედებს ბუნებასა და ადამიანთან ჰარმონიაში
გსურთ იგრძნოთ თავი ჯანმრთელად და მდგრადად კომფორტულად თქვენს კანში? ველედას შეუძლია დაგეხმაროთ. 1921 წლიდან ის ქმნის პროდუქტებს ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის და უკეთესი სამყაროსთვის.
კანის ბუნებრივი მოვლა
ჩვენს კანს სჭირდება დაცვა და მოვლა და ამის საუკეთესო საშუალება ბუნებრივი ინგრედიენტებია. ნედლეული, რომელსაც იყენებს ველედა ნატურალური კოსმეტიკისთვის, ბუნებრივი წარმოშობისაა. პროდუქცია თავისუფალია მიკროპლასტიკისგან, გენმოდიფიცირებული ინგრედიენტებისგან და მინერალურ ზეთებზე დამზადებული პროდუქტებისგან. ველედა გარანტიას იძლევა, რომ მისი კოსმეტიკური პროდუქტების 100 პროცენტი არის სერტიფიცირებული ბუნებრივი კოსმეტიკა Natrue ბეჭდის შესაბამისად. მისი მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ნედლეულის 80 პროცენტზე მეტი მიღებულია სერტიფიცირებული ორგანული მეურნეობიდან.
ჩვენი ჰოლისტიკური ჯანმრთელობისთვის
ადამიანთმცოდნეობის მიხედვით, ადამიანი მთლიანობაში განიხილება. იყო ჯანმრთელი ნიშნავს, რომ სხეული, სამშვინველი და სული წონასწორობაშია. ველედას წამლებს შეუძლიათ გააძლიერონ ჩვენი სხეულის ბუნებრივი თვითგანკურნების უნარი. ისინი შეიცავენ მცენარეებიდან ან მინერალებიდან მიღებულ ნივთიერებებს, რომლებსაც ველედა ააქტიურებს ფარმაცევტული პროცესების მეშვეობით, როგორიცაა რიტმული და სითბური დამუშავება.
მდგრადობისა და ბიომრავალფეროვნებისთვის
ველედა ზრუნავს დედამიწაზე - ჯანსაღი ნიადაგებისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების გზით. ველედას რვა ბაღი მთელ მსოფლიოში ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული წერტილია. 50-ზე მეტი კულტივირების პროექტით მთელს მსოფლიოში, ის ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობისა და ბუნების სასიცოცხლო პირობების გაუმჯობესებას. ამიტომ ველედას ნატურალური კოსმეტიკა მარგებელია არა მხოლოდ ჩქვენი კანისთვის. ველედა აქტიურად იბრძვის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის და აგრძელებს ემისიების შემცირებას, რათა გახდეს კლიმა-ნეიტრალური კომპანია.
ჯანმრთელობა და სილამაზე შეიძლება ამგვარად ვლინდებოდეს
ველედას წვლილი შეაქვს სამყაროში, რომელშიც ჯანმრთელობა და სილამაზე ვლინდება ბუნებასა და ადამიანთან ჰარმონიაში. აქ იქმნება პროდუქტები, რომლებიც მარგებელია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ბუნებისა და პარტნიორებისთვის, ვისთანაც თანამშრომლობს. ველედა აწარმოებს ბიზნესს სოციალური პასუხისმგებლობითა და ეკოლოგიურად გამართული გზით. მისი შვიდი პრინციპი გამოხატავს ველედას ფილოსოფიას.
ბიომრავალფეროვნება 1921 წლიდან
ლაბორატორია, სამკურნალო მცენარეების ბაღი და საავადმყოფო: ასე იწყება ველედას დაარსების ისტორია. 1921 წელს, ექიმმა იტა ვეგმანმა, ფილოსოფოსმა რუდოლფ შტაინერმა და ქიმიკოსმა ოსკარ შმიდელმა დააარსეს ველედა. თავიდანვე, იქ იქმნებოდა მდგრადი პროდუქტები ბუნებისგან მიღებული აქტიური ნივთიერებების გამოყენებით. ზოგიერთი მათგანი, დღესაც ველედას ასორტიმენტშია, თუმცა მას შემდეგ კიდევ ბევრი დაემატა. ახლაც, ისევე როგორც მაშინ, ველედა აგრძელებს თავისი ხედვის გატარებას, რათა გამოვავლინოთ ჯანმრთელობა და სილამაზე ბუნებასა და ადამიანთან ჰარმონიაში.