ველედას ისტორია იწყება ხედვით
როგორ შეიტანეს ველედას დამფუძნებლებმა სიახლე მედიცინასა და კანის მოვლის სფეროში და როგორ აგრძელებენ ისინი დღეს ჩვენს შთაგონებას ისე რომ, ჯანმრთელობა და სილამაზე გამოვლინდეს ბუნებასა და ადამიანთან ჰარმონიაში.
ველედას ხედვაა ჯანსაღი სამყარო
ველედას დაარსებამდე რუდოლფ შტაინერმა, 1920 წელს, ჩაატარა თავისი პირველი კურსი ექიმებისთვის. ლექციების ამ კურსის ორგანიზატორი იყო ქიმიკოსი ოსკარ შმიდელი. მომდევნო წელს შვეიცარიაში ოსკარ შმიდელის მიერ დაარსებული „ლაბორატორიუმი გოეთეანუმში“ გადაეცა ველედას. გერმანიაში კი, შვებიშ გმუნდში დაიწყო წამლებისა და კანის მოვლის საშუალებების კომერციული წარმოება. იმავე წელს, იტა ვეგმანმა დააარსა არლესჰაიმის კლინიკა შვეიცარიაში. ანთროპოსოფიით შთაგონებულ ახალ იდეებზე დაყრდნობით, ველედას დამფუძნებლებმა შეიმუშავეს თამამი ხედვა, რომელიც აახლოებს ადამიანებსა და ბუნებას ერთმანეთთან.
რა არის ანთროპოსოფია?
ანთროპოსოფია იკვლევს კავშირებს. ველედაში ადამიანებისა და მცენარეების ჰარმონიული კავშირის გაგება საშუალებას იძლევა შემუშავდეს უკეთესი ბუნებრივი პროდუქტები. ანთროპოსოფიული მედიცინა იზიარებს ჰოლისტურ ხედვას ადამიანის შესახებ და ხელს უწყობს ჯანსაღი წონასწორობის დამყარებას სხეულს, სამშვინველსა და სულს შორის.
სახელწოდება ველედა, გამოხატავს ღრმა კავშირს ადამიანსა და ბუნებას შორის. "ველედა"ს უწინ ბრძენ, მკურნალ ქალებს ეძახდნენ.
რამ შთააგონა დამფუძნებლები
ველედა დაარსდა იმ ადამიანების მიერ, რომლებიც უკეთეს მომავალზე ფიქრობდნენ და ახალ მიმართულებებს ქმნიდნენ. ექიმმა იტა ვეგმანმა და ფილოსოფოსმა და მეცნიერმა რუდოლფ შტაინერმა აღიარეს კავშირები ბუნებასა და ადამიანის სხეულს, სამშვინველსა და სულს შორის. მათ დაიწყეს წამლების და სხეულის მოსავლელი საშუალებების წარმოება ბუნებრივი ნედლეულით. ადამიანსა და ბუნებას შორის კავშირი იგრძნობა ჩვენი ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის დამზადებულ ველედას პროდუქტებში - და ასევე იმაში, თუ როგორ მართავს ბიზნესს.
პირველი სამედიცინო კურსიდან სამკურნალო მცენარეთა ბაღამდე
- 1920 წელს რუდოლფ შტაინერმა წაიკითხა ლექციების სერია ექიმებისა და სამედიცინო სტუდენტებისთვის, ცნობილი როგორც ექიმების პირველი კურსი. ამით აღინიშნა ანთროპოსოფიული მედიცინის დაბადება.
- 1920 წლის სექტემბერში ექიმმა იტა ვეგმანმა იყიდა "პატარა სახლი დიდი ვაშლის ხეებით" არლესჰაიმში, შვეიცარია. 1921 წელს ეს გახდა მსოფლიოში პირველი ანთროპოსოფიული კლინიკა, არლესჰაიმის კლინიკა (ასევე ცნობილი როგორც იტა ვეგმანის ანთროპოსოფიული კლინიკა).
- 1921 წელს ფარმაცევტული და კანის მოვლის საშუალებების კომერციული წარმოება დაიწყო შვებიშ გმუნდში, გერმანია.
- 1922 წელს გერმანიაში, ქალაქ შვაბიშ გმუნდში დაარსდა პირველი სამკურნალო მცენარეთა ბაღი. დღეს, ველედას სამკურნალო მცენარეები ხარობს ბიოდინამიური მეურნეობის პრინციპების მიხედვით გაშენებულ რვა ბაღში, მთელს მსოფლიოში.
ველედას პროდუქტები ხელმისაწვდომია მთელს მსოფლიოში
ექიმებმა, ფარმაცევტებმა და თანამოაზრეებმა გააერთიანეს ძალები და დააარსეს საკუთარი ველედას ფილიალები მთელს მსოფლიოში. დღეს თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ ველედას წამლები და ბუნებრივი კოსმეტიკა 50-ზე მეტ ქვეყანაში. მისი შვილობილი კომპანიები 20 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ველედა მარაგდება თავისი ნედლეულით მთელი მსოფლიოდან. როგორც ეთიკური ბიოვაჭრობის კავშირის (UEBT) თანაინიციატორი და წევრი, ველედა უზრუნველვყოფს მკაცრი ეთიკური კრიტერიუმების გამოყენებას ბუნებრივი ნედლეულის მიწოდების ჯაჭვის ყველა ეტაპზე. მას მოჰყავს სამკურნალო მცენარეები ბიოდინამიური მეურნეობის პრინციპების მიხედვით რვა ველედას ბაღში, მთელ მსოფლიოში.