როგორ ცვლის ველედა მსოფლიოს

ველედა ახლა უკვე სერტიფიცირებული B კორპორაციაა. ამ ინტერვიუში ველედას მდგრადობის განყოფილების ხელმძღვანელთან, დოქტორ სტეფან სიმერთან, ვსაუბრობთ სერტიფიცირების პროცესზე, B Lab. ორგანიზაციის მაღალ სტანდარტებზე და მიზეზებზე, რამაც მიიყვანა ველედა ამ ნაბიჯის გადადგმისკენ.

რას ნიშნავს B Corp?

შტეფან ზიმერი:B Corp ნიშნავს "Benefit Corporation" და სერთიფიკატი ადასტურებს, რომ კომპანიას აქვს მყარი ვალდებულებები და შედეგები სოციალური და ეკოლოგიური სტანდარტების თვალსაზრისით. ის გაიცემა არაკომერციული ორგანიზაცია B Lab-ის მიერ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სერტიფიცირებულია არა პროდუქტები, არამედ კომპანიის ქმედებები და საერთო მიდგომა. ყურადღება გამახვილებულია სოციალურ დამატებულ ღირებულებაზე და ეკოლოგიურ მდგრადობაზე და არა მოგების მაქსიმიზაციაზე ნებისმიერ ფასად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ეხება გარემოს, ბიომრავალფეროვნებას, სახეობების დაცვას, ადამიანის უფლებებს, კლიმატის დაცვას, თანამშრომლებსა და მომხმარებლებს. B Lab მას უწოდებს „ბიზნესს, როგორც სიკეთის ძალას“. გლობალური B Corp მოძრაობა წარმოიშვა აშშ-ში და მიზნად ისახავს ჩვენი პლანეტის უკეთესობისკენ შეცვლას.

ეს დაუჯერებლად ჟღერს. შეგიძლიათ დააკონკრეტოთ მათი მისია?

შტეფან ზიმერი: B Corp-ის საზოგადოებას აერთიანებს უკეთესობისკენ ცვლილების გამოწვევის სურვილი. ბიზნეს სამყაროში ეს დამოკიდებულება პარადიგმის ცვლილების ტოლფასია. უმეტეს შემთხვევაში, ბიზნესის მთავარი მიზანი მოგების მიღებაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ შეიცვლება უახლოეს მომავალში, ის არ უნდა მოხდეს ნებისმიერ ფასად ან ადამიანების, ცხოველების და გარემოს ხარჯზე. ეს ყოველთვის იყო ველედას ფუნდამენტური დამოკიდებულება. ასე რომ, მისთვის სრულიად აზრიანი იყო ამ სერთიფიკატის მისაღებად განაცხადის გაკეთება. ამისათვის ველედას დასჭირდა კომპანიის წესდებაში ერთი პუნქტის შეცვლა. ახლა ველედას კორპორატიული მიზნები მოიცავს საერთო სიკეთეზე ზრუნვას და გარემოს დაცვას.

ველედამ მიიღო B Corp-ის სერთიფიკატი

თუ ველედა ყოველთვის იცავდა ასეთ ღირებულებებს, ღირდა თუ არა სერთიფიკატის მოსაპოვებლად ძალისხმევის დახარჯვა?

შტეფან ზიმერი: დიახ, რა თქმა უნდა! სერტიფიცირების პროცესი მოიცავს მთელი კომპანიის საფუძვლიან შეფასებას. მაგალითად, B Lab-ს აინტერესებს რა დადებით გავლენას ახდენს ველედა საზოგადოებაზე, რადგან საბოლოო ჯამში საქმე მხოლოდ ფულის გამომუშავებას არ ეხება. მდგრადობა არის ველედას მოქმედების საფუძველი და ის ემყარება მის კორპორატიულ მიზანს. ბუნებასთან და ადამიანებთან ჰარმონიაში ყოფნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ველედა პასუხისმგებლიანი და მდგრადი კომპანიაა. B Lab აღიარა ველედას ერთგულება მდგრადი ცხოვრებისადმი, მაგალითად, თავის სერტიფიცირებულ ბუნებრივ კოსმეტიკით და სამართლიანი ურთიერთობებით, რომელსაც ავითარებს  კულტივირების პარტნიორებთან; თავისი MUNDI მდგრადი განვითარების ცენტრით Schwäbisch Gmünd-ში, სადაც სკოლის კლასებს, არაკომერციულ ორგანიზაციებს და კომპანიებს შეუძლიათ უშუალოდ მდგრადობის გამოცდილების მიღება; ასევე იმით, რომ ველედა აკეთებს  ინვესტიციებს მდგრადად მოაზროვნე ბანკების მეშვეობით. ჟურნალით Werde  ის ასევე შთააგონებს ეკოლოგიური ცხოვრების წესის დანერგვას.

არსებობს მსგავსი მიზნების მქონე სხვა სასერტიფიკაციო ორგანიზაციები. რატომ აირჩია ველედამ B Corp სერთიფიკატი?

შტეფან ზიმერი: ველედა მსოფლიოს 50 ქვეყანაშია  წარმოდგენილი და ეს ასევე ეხება B Corp. გარდა ამისა, მის უკან დგას არაჩვეულებრივი ერთობა, რომელიც შედგება ძალიან თავდადებული და შთამაგონებელი ადამიანებისგან; კონტაქტები ამდიდრებს და აფართოებს ველედას პერსპექტივებს. ველედამ განიხილა სხვადასხვა სერთიფიკატი, მაგრამ საბოლოოდ ეს სერთიფიკატი შეირჩა, განსაკუთრებით მისი მსოფლიოში ფართოდ გავრცელების გამო. გადაწყვეტილება მიღებული იქნა ველედას ხელმძღვანელი ჯგუფისა და  მდგრადობის დეპარტამენტის მიერ და სრული მხარდაჭერა აქვს მთელი მენეჯმენტის გუნდისა და დირექტორთა საბჭოს მიერ.

ყურადღება გამახვილებულია სოციალურ დამატებულ ღირებულებაზე და ეკოლოგიურ მდგრადობაზე და არა ნებისმიერ ფასად მოგების მაქსიმიზაციაზე .

რატომ სურდა ველედას ამ სერთიფიკატის აღება?

შტეფან ზიმერი:ველედა ყოველთვის აქტიურად უჭერდა მხარს ეკოლოგიურად და სოციალურად სამართლიან მომავალს. თუმცა, ის დღეს უფრო სტრატეგიულად და სისტემატურად უყურებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა მდგრადობა, ვიდრე ოდესმე. ავიღოთ კლიმატი, მაგალითად: ველედამ განახორციელა კლიმატის დაცვის ინდივიდუალური აქტივობები, მაგრამ საერთო სტრატეგიის გარეშე.  B Corp-ის შეფასებიდან მიღებული გამოხმაურება იყო მისთვის ერთ-ერთი იმპულსი, რომ  მისულიყო კლიმატის დაცვის ძალიან ამბიციურ მიზნებამდე. ამ წლის მონაცემებით, ველედა უკვე ხდება არითმეტიკულად კლიმატურად ნეიტრალური შენობების, წარმოების და  ავტოპარკის თვალსაზრისით. 2022 წლიდან მოყოლებული, მისი ყველა პროდუქტი გახდება არითმეტიკულად კლიმატურად ნეიტრალური - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მთელი კორპორატიული კლიმატის კვალი და ყველაფერი, რაც საჭიროა პროდუქტების მისაღებად, როგორიცაა ტრანსპორტი, მიწოდების ჯაჭვი, ნედლეულის სასოფლო-სამეურნეო წარმოება და შეფუთვა, წარმოების ჩათვლით. ასევე განკარგვა.  ველედა თავისი „1% პროგრამით“ განახორციელებს ინვესტიციებს: კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში, ნიადაგის ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და ბიომრავალფეროვნების დაცვაში.

რა უნდა გაეკეთებინა ველედას სერტიფიკატის მისაღებად?

შტეფან ზიმერი:ველედას უნდა გაეცა პასუხი უამრავ კითხვაზე და კომპანიის ყველა ასპექტზე არსებული დოკუმენტაცია მიეწოდებინა B Lab-სთვის. პროცესში ჩართული იყო 100-ზე მეტი თანამშრომელი, რათა შეგროვებულიყო და მომზადებულიყო ყველა საჭირო ინფორმაცია.  საწყისი გადაწყვეტილებიდან საბოლოო სერტიფიცირებამდე, ამას დაახლოებით წელიწადნახევარი დაჭირდა B Lab-ის მხარდაჭერით. საერთო კეთილდღეობისა და ეკოლოგიური კეთილდღეობისკენ სწრაფვა წერილობით უნდა ყოფილიყო დაფიქსირებული და ინტეგრირებული კომპანიის წესდებაში. ახლა ეს შესრულებულია – ამის შესახებ ველედას აქციონერებმა კრებაზე გადაწყვიტილება მიიღეს. ველედას კორპორატიული სტრატეგია ახლა ამაზეა აგებული: ის არა მხოლოდ ცდილობს თავიდან აიცილოს უარყოფითი ზემოქმედება, არამედ მიზანმიმართულად შეაქვს პოზიტიური წვლილი.

როგორ არის ჩართული ველედა ამ მოძრაობაში?

შტეფან ზიმერი:ველედას მიისწრაფვის რომ გახდეს მისაბაძი მოდელი და მაგალითი B Corp ერთობის, განსაკუთრებით შვეიცარიასა და გერმანიაში. ამჟამად ასობით კომპანიაა, რომლებსაც ასევე სურთ სერტიფიცირება. მათ მხარდასაჭერად, ველედა ღიად აზიარებს გამოცდილებას მთლიანად მოძრაობასთან ერთად. გარდა ამისა, ის ატარებს ლექციებს, მონაწილეობს სამუშაო ჯგუფებში და ლობირებას ახორციელებს პოლიტიკურ დონეზე, გადაწყვეტილების მიმღებებთან დიალოგის გზით. მე მჯერა, რომ არსებობს დიდი პოტენციალი, თუ ყველა იმუშავებს საერთო მიზნების მისაღწევად. ყველამ ვიცით მდგრადობის ძირითადი პრობლემები მსოფლიოში და მთავრობები უკვე შეთანხმდნენ შესაბამის მიზნებზე. თუ ველედა, როგორც მოძრაობა შეძლებს იმის ჩვენებას, რომ ამ მიზნების მიღწევა შესაძლებელია ფინანსური მდგრადობის შენარჩუნებით, ეს იქნება მისაბაძი მაგალითი სხვა კომპანიებისთვის.

მომხმარებლები სულ უფრო აცნობიერებენ, თუ მათი მოხმარება როგორ ზემოქმედებს პლანეტაზე და საზოგადოებაზე. ხალხი საკმაოდ სამართლიანად ითხოვს ბრენდებისა და კომპანიებისგან ამ საკითხზე ყურადღების გამახვილებას.

რა სარგებელი აქვს ველედას B Corp-ის სერტიფიკატს ბუნებრივი კოსმეტიკის მომხმარებლებისთვის?

შტეფან ზიმერი:მომხმარებლები სულ უფრო აცნობიერებენ, თუ როგორ მოქმედებს მათი მოხმარება პლანეტაზე და საზოგადოებაზე. ხალხი საკმაოდ სამართლიანად ითხოვს ბრენდებისა და კომპანიებისგან ამ საკითხზე ყურადღების გამახვილებას. ასე რომ, ეს საკითხი არის პროდუქტისა და ბრენდის დაპირების მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ ტენდენციამ შეიძლება სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს. როგორც სერტიფიცირებული ბუნებრივი კოსმეტიკისა და ანთროპოსოფიული წამლების ინდუსტრიის ლიდერი, ველედა სიხარულით იღებს ამ იმპულსებს თავისი ძალისხმევის გასააქტიურებლად. და რადგან ფარმაცევტული ინდუსტრია ჯერ კიდევ არ არის ისეთი განვითარებული ამ სფეროში, როგორც სილამაზის ინდუსტრია, ველედა ასევე მზადაა აქაც იყოს პიონერი მდგრადობაში. 

იქნება თუ არა ველედას პროდუქციის ეტიკეტზე B Corp-ის ბეჭედი?

შტეფან ზიმერი: მომხმარებლის თვალსაზრისიდან გამომდინარე, ამჟამად  სხვა გზავნილებია წინა პლანზე წამოწეული – როგორიცაა  ნედლეულის წარმოშობა და ხარისხი, სამართლიანობა და შეფუთვის ინფორმაცია. ველედასთვის B Corp სერთიფიკატი არ ნიშნავს მეტი გაყიდვების გენერირებას. სად და როგორ მოხდება მარკირება, დასადგენია.

იყო თუ არა კრიტიკული გამოხმაურება? როგორც ჩანს, ზოგიერთი B Corp სერტიფიცირებული კომპანია არ მუშაობს სრულად მდგრადად.

შტეფან ზიმერი:კომპანიებს, რომლებიც არაფერს აკეთებენ, არ აქვთ შანსი მიიღონ B Corp სერტიფიკატი. მაგრამ მაშინაც კი, როცა ტრადიციული კომპანიები ერთვებიან ამ პროცესში და ჯერ კიდევ არ არიან სრულყოფილი, ეს მაინც იმედის მომცემია! თუ ჩვენ ნამდვილად გვინდა სამყაროს გაუმჯობესება,  საჭიროა ცვლილების განხორციელება ყველგან, არა მხოლოდ პიონერებში. ჩვენ გვჭირდება მსხვილი კორპორაციების ჩართულობაც. B Corp-ის ბეჭედი სულაც არ არის მხოლოდ მოკაზმულობა. მოთხოვნები ძალიან გამჭვირვალე და გასაგებია. ნებისმიერ დაინტერესებულ კომპანიას შეუძლია გაეცნოს არა მხოლოდ კრიტერიუმებს, არამედ შეფასების ანგარიშებსაც. კომპანიებისთვის უფრო რთული ამოცანაა: შეძლებენ თუ არა სერტიფიკატის შენარჩუნებას? ამ საკითხს საკმარისად სერიოზულად თუ არ მიუდგებიან, მაქსიმუმ სამი წლის შემდეგ მას დაკარგავენ.

მსგავსი სტატიები