ველედა იკვლევს ცოდნით და ენთუზიაზმით

ველედა ექსპერტია ჰოლისტიკური ბუნებრივი კოსმეტიკისა და ანთროპოსოფიული წამლების სფეროში. ის მუდმივად იკვლევს და ავითარებს თავის პროდუქტებს.

ეფექტური და უსაფრთხო

ველედას პროდუქტები პირველ რიგში ეფექტური და უსაფრთხო უნდა იყოს. მაგრამ ისინი ასევე შეიძლება იყოს მიმზიდველი, მომვლელი, დამამშვიდებელი, განმაკურნებელი და გამამხნევებელი. ამ მიზნით, 100-ზე მეტი სპეციალისტი მუშაობს კვლევისა და განვითარების განყოფოლებაში.

ველედა ჰოლისტიკური ბუნებრივი კოსმეტიკის ექსპერტია

ველედას ბუნებრივი კოსმეტიკა შექმნილია ჩვენი სილამაზის, ჯანმრთელობისა და ზოგადად კეთილდღეობის შესანარჩუნებლად. ხელის კრემი თუ ტანის ლოსიონი, სხეულის ზეთი თუ კბილის ჟელე, ისინი ზრუნავენ არა მხოლოდ სხეულზე, არამედ სამშვინველსა და სულზე. მისი თითოეული პროდუქტი შექმნილია ადამიანმცოდნეობის, მრავალწლიანი სამეცნიერო და დერმატოლოგიური გამოცდილების საფუძველზე. კანის ინდივიდუალური საჭიროებების გასათვალისწინებლად, ველედას ექსპერტები ასევე იკვლევენ მათ გამომწვევ მიზეზებს. ბუნებისა და ადამიანების შესახებ ანთროპოსოფიის ხედვით შთაგონებული, ველედა პოულობს პრობლემის გადაჭრის გზებს და იყენებს ბუნებრივ სასარგებლო ნივთიერებებს ეფექტური რეცეპტურის შესაქმნელად. ველედას ყველა კოსმეტიკურ პროდუქტში შეგიძლიათ აღმოაჩინოთ განსაკუთრებული ხარისხი, რომელიც კანის მოთხოვნაზე ბევრად უფრო შორს მიდის.

სალუტოგენეზი - ჯანმრთელობა თვითგანკურნების გზით

 

რა უნარჩუნებს ადამიანს ჯანმრთელობას? სალუტოგენეზი ასახავს სხეულის თვითგანკურნების შესაძლებლობებს, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია გავააქტიუროთ სხეულისა და სამშვინველის ბალანსის აღსადგენად, მათ გასაძლიერებლად და დაავადებისგან დასაცავად.

აქტიური ინგრედიენტები და ეფექტურობა

ველედა ჰოლისტიკურად უდგება აქტიური ინგრედიენტების შემუშავებასა და შერჩევას. უახლეს ცოდნასა და  100 წლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, ის ქმნის რეცეპტურებს ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებით, რომლებიც ეფექტური, მაღალი ხარისხის და ინოვაციურია. სანამ პროდუქციის სერიის ახალ ექსტრაქტს აირჩევს, ველედა ატარებს სიღრმისეულ კვლევას როგორც თავად ექსტრაქტის, ასევე მცენარის თვისებებზე, საიდანაც ის მიიღება. მაგალითად, ერთ-ერთი დამატენიანებელის შექმნისთვის, შესწავლილ იქნა კაქტუსი ოპუნცია (დედინაცვლის ენა). რამდენად შეუძლია ამ მცენარის გასაოცარ თვისებებს კანის მხარდაჭერა? როგორ ინარჩუნებს ტენიანობას? როგორ შეუძლია მას გაუზიაროს ეს თვისებები კანს? ველედას ნატურალურ კოსმეტიკურ საშუალებებში გაერთიანებულია სპეციფიკური აქტიური ინგრედიენტები - როგორიცაა მცენარეული ექსტრაქტები, ეთერზეთები და თესლის ზეთები - კანის მოთხოვნილებების ოპტიმალურად დასაკმაყოფილებლად. გოეთეანუმის კვლევით ინსტიტუტთან ერთად, ის იკვლევს, თუ როგორაა  დაკავშირებული მცენარეების თვისებები ადამიანთან, მცენარეთა რომელ სახეობას შეუძლია დაეხმაროს უფრო მგრძნობიარე ადამიანის კანს? რატომ არის მცენარის ზოგიერთი ნაწილი განსაკუთრებით შესაფერისი მკვებავ კრემში გამოსაყენებლად, კანის არათანაბარი ტექსტურის გასაუმჯობესებლად?

მაღალი ხარისხის ბუნებრივი კოსმეტიკის შექმნას დიდი დრო და გამოცდილება ჭირდება.

დოქტორი ბერნარდ ირგანგი, R&D ბუნებრივი და ორგანული კოსმეტიკის ხელმძღვანელი

ველედას ბუნებრივი კოსმეტიკა ნატრუ-ს მიერაა სერთიფიცირებული

ვინაიდან არ არსებობდა ბუნებრივი და ორგანული კოსმეტიკური პროდუქტების ოფიციალური განმარტება, 2008 წელს ველედამ  პარტნიორებთან ერთად დანერგა ხარისხის ბეჭედი: NATRUE. ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გამჭვირვალე კრიტერიუმებს, რომელთა  გაგება ყველას შეუძლია. და ამიტომ მისი ყველა კოსმეტიკური პროდუქტი, კბილის გელიდან ფეხის ბალზამამდე, გამონაკლისის გარეშე, სერტიფიცირებულია დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ NATRUE-ს მკაცრი სტანდარტების შესაბამისად. ველედა ყოველთვის სცილდება მოთხოვნის ჩარჩოებს, როდესაც საქმე ხარისხს ეხება. ეს მას ამკვიდრებს ბუნებრივი კოსმეტიკის ერთ-ერთ ყველაზე უკომპრომისო მწარმოებლად.

ველედას სურნელის საკუთარი კომპეტენტური ცენტრი

სურნელი ველედას პროდუქციის ჰოლისტიკური ეფექტის მნიშვნელოვანი და არსებითი ნაწილია. ველედას სურნელის საკუთარი კომპეტენტური ცენტრის პარფიუმერები ერთმანეთში აზავებენ ბუნებრივ ეთერზეთებს, რათა შექმნან სურნელი, რომელიც მხარს დაუჭერს და შეავსებს მისი ბუნებრივი კოსმეტიკის ეფექტს.

არომათერაპიით შთაგონებული

ველედა დაარსებიდან  იყენებს ეთერზეთებს, როგორც აქტიურ ინგრედიენტებს თავის ბუნებრივ კოსმეტიკასა და წამლებში, მაგ. მასტიმულირებელ როზმარინს ან დამამშვიდებელ ლავანდულას. წლებია ველედა იყენებს არომათერაპიისგან მიღებულ ცოდნას საკუთარი სურნელის შესაქმნელად. სურნელოვანი კომპოზიციების შემუშავებისას ველედას პარფიუმერები შთაგონებას იღებენ ბუნებიდან და აყვავებული მცენარეების, წიწვოვანი და ფოთლოვანი ხეების მდიდარი არომატიდან. ეთერზეთები ოსტატურად ისეა შეზავებული , რომ მცენარეების სუფთა სურნელმა აღძრას გრძნობები.

ველედას წამლების ეფექტურობა

ეფექტურობა, უსაფრთხოება და ხარისხი - ეს არის ველედას ფარმაცევტული კვლევის ქვაკუთხედი. ის არის თანამედროვე ფარმაცევტული კომპანია ხანგრძლივი ისტორიით. მისმა ბევრმა წამალმა დაამტკიცა მათი ღირებულება მრავალი წლის განმავლობაში. წამლების ეფექტურობის შესახებ კიდევ უფრო მეტი ცოდნის მისაღებად, ველედა აგროვებს კლინიკურ მონაცემებს და მონაწილეობს უნივერსიტეტის კვლევით პროექტებში. ის ასევე ატარებს საკუთარ პრეკლინიკურ და კლინიკურ კვლევებს, რათა შემდგომ განავითაროს  არსებული წამლები და შეიმუშავოს ახლები სამომავლოდ.

როგორ მოქმედებენ ველედას წამლები?

ავად ყოფნა ნიშნავს, რომ ჩვენი ორგანიზმის წონასწორობა დარღვეულია. როგორც ჩვეულებრივი მედიცინის შემავსებელი, ანთროპოსოფიული მედიცინა არის ინტეგრაციული მიდგომა, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი სხეულის თვითრეგულირების მექანიზმების მხარდაჭერას დაავადების დასაძლევად, სადაც ეს შესაძლებელია და გონივრული. ანთროპოსოფიული საშუალებები შექმნილია ჩვენი ბუნებრივი თავდაცვისა და თვითგანკურნების უნარის სტიმულირებისთვის. მათ შეუძლიათ ამის გაკეთება, რადგან მათში შემავალი სპეციალური ტექნოლოგიით მომზადებული აქტიური ინგრედიენტები სპეციფიკურ გავლენას ახდენენ ორგანოთა დაქვეითებულ ფუნქციებზე.

როგორ ატარებს ველედა კვლევას?

1921 წლიდან, ველედა აწარმოებს სამკურნალო პროდუქტების ფართო სპექტრს. დღეს ის ძირითადად ორიენტირებულია სამეცნიერო კვლევების ჩატარებაზე არსებული პრეპარატების ეფექტურობის დადასტურებისა და ახალი პროდუქტების შექმნის მიზნით. ველედას კვლევა დაფუძნებულია ტრადიციული მცენარეული და ანთროპოსოფიული მედიცინის შესახებ  ცოდნისა და თანამედროვე სამეცნიერო კვლევის მეთოდების კომბინაციაზე.

რას იკვლევს ველედა?

ველედას კვლევა ფოკუსირებულია იმ ჩივილებზე, რომლებიც ამჟამად ბევრ ადამიანს აწუხებს. ესაა: თვალის დაავადებები, ძილის დარღვევა და სტრესთან დაკავშირებული სხვა ჩივილები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, საჭმლის მონელების დარღვევები, გაციება და კანის დაავადებები. ველედა ატარებს სიღრმისეულ საბაზისო კვლევას და იკვლევს იმ წამლების ეფექტებს, რომლებსაც აწარმოებს  სპეციალური ფარმაცევტული  პროცესების გამოყენებით. ველედას ერთ-ერთი მიმდინარე პროექტი არის ინოვაციური მცენარეული წამლის შემუშავება ძილის დარღვევების სამკურნალოდ.

ფარმაცევტული კვლევა ველედაში ნიშნავს ახალი მიღწევების გარღვევას, ინოვაციების გაბედვას და წამლების ეფექტურობის მეცნიერულ დადასტურებას.

დოქტორი ალდო ამენდოლა, კვლევასა და განვითარების ხელმძღვანელი.

ველედა იძლევა სამეცნიერო მტკიცებულებებს

300-მდე კლინიკური კვლევა გამოქვეყნდა ანთროპოსოფიულ წამლებზე. არსებობს ძალიან კარგი მტკიცებულება გარკვეული მედიკამენტების ეფექტურობის შესახებ, როგორიცაა გენციდოს სპრეი (Gencydo) ლიმონით და კომშით. ერთ-ერთი განსაკუთრებით დამაჯერებელი მაგალითია IIPCOS კვლევა (International Primary Care Outcomes Study), რომელიც ადარებს მწვავე რესპირატორული და ყურის ინფექციების ტრადიციულ და ანთროპოსოფიულ მკურნალობას მოზრდილებში და ბავშვებში. შედეგები აჩვენებს, რომ ანთროპოსოფიული მიდგომის მქონე ექიმები იშვიათად უნიშნავენ ანტიბიოტიკებს იმ ექიმებთან შედარებით, რომლებიც ჩვეულებრივ მკურნალობენ თავიანთ პაციენტებს. მიუხედავად ამისა, პაციენტები, რომლებიც იღებდნენ ანთროპოსოფიულ მკურნალობას, უფრო სწრაფად გათავისუფლდნენ ჩივილებისა და სიმპტომებისგან და, მთლიანობაში, უფრო კმაყოფილნი იყვნენ თერაპიით.