რა არის ანთროპოსოფიული მედიცინა

ველედას წამლები შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს სხეულს თვითგანკურნებაში. მათში შემავალი აქტიური ინგრედიენტები მცენარეული, მინერალური და მეტალური წარმოშობისაა, რომელთა გადასამუშავებლად ველედა ზოგჯერ განსაკუთრებულ მეთოდებს იყენებს.

რა არის ანთროპოსოფიული მედიცინა?

ანთროპოსოფიული მედიცინა არის ინტეგრირებული მედიცინა, რომელიც ფოკუსირებულია პაციენტის ჰოლისტიკურ საჭიროებებზე. იგი ემყარება მედიცინის ორ სკოლას: ერთის მხრივ, მეცნიერულ, ტრადიციულ მედიცინას თავისი მეთოდებითა და შედეგებით და მეორე მხრივ, ანთროპოსოფიის სულიერ მეცნიერულ ცოდნას. ეს ორი მიდგომა ერთმანეთს ავსებს. ადამიანი არა მხოლოდ ფიზიკური სხეულია, არამედ აქვს სამშვინველი და არის ინდივიდუალური პიროვნება. განკურნება განიხილება, როგორც არა მხოლოდ სიმპტომებთან ბრძოლა, არამედ პაციენტების ინდივიდუალური, ჰოლისტიკური გზით მხარდაჭერა, რათა გახდენ ჯანმრთელები. ველედას წამლები შექმნილია ისე, რომ გააძლიერონ  ორგანიზმის თვითგანკურნების უნარი.

მდგრადი და ეკოლოგიური

ანთროპოსოფიული მედიცინა ცდილობს დაეხმაროს როგორც ადამიანებს, ასევე პლანეტას. ის ბუნებას პატივისცემით ეპყრობა და ეკოლოგიურ პრინციპებს თავისი ფარმაცევტული პროცესების ცენტრში აყენებს. ველედას პასუხისმგებლობა ვრცელდება, არა მარტო ნედლეულის მოპოვებაზე და  პაციენტებზე, არამედ მომწოდებლებთან სამართლიან თანამშრომლობაზე,  პროდუქციის ბიოდეგრადირებულობაზე და  ნარჩენი მასალების სათანადოდ განკარგვაზე. ველედას წამლები მზადდება ბუნების აქტიური ინგრედიენტების გამოყენებით ეკოლოგიურად უსაფრთხო და რესურსების დაზოგვის მეთოდით.

ჩვენ ბუნების ნაწილი ვართ

ბუნებას აქვს განკურნების ძლიერი ძალა. ჩვენ შეგვიძლიათ ვიპოვოთ ეს ძალა არა მხოლოდ სამკურნალო მცენარეებში, არამედ საკუთარ თავშიც. სწორედ ამაში გვეხმარებიან ველედას წამლები. ისინი შექმნილია არა მხოლოდ დაავადების სიმპტომების აღმოსაფხვრელად აქტიური ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენებით, არამედ იმისთვის რომ შეახსენონ ჩვენს ორგანიზმს თვითგანკურნების ბუნებრივი ძალების შესახებ და გაააქტიურონ ისინი. ველედას წამლების ხარისხი და ეფექტურობა არა მხოლოდ მაღალი ხარისხის ბუნებრივი ნედლეულის და სპეციალური რეცეპტურის შედეგია, არამედ  წარმოების მეთოდებისაც, რომელთაგან ზოგიერთი უნიკალურია და მათ ექსკლუზიურად იყენებს ველედა.

სამკურნალო მცენარეები - ახლად დაკრეფილი და გადამუშავებული

ველედას საკუთარ ბიოდინამიურ მეურნეობაში ბევრი სამკურნალო მცენარე იზრდება. საიდანაც ახალდაკრეფილი, ნედლი მცენარეები გადასამუშავებლად პირდაპირ მიეწოდება ნაყენების საწარმოო განყოფილებას, რომელიც სულ რამდენიმე ნაბიჯით არის მისგან დაშორებული.

თესლიდან მცენარემდე, შემდეგ ფარმაცევტულ პროცესებამდე: მრავალი ცალკეული ნაბიჯი ემსახურება ამ მცენარის ძალის წამლად გარდაქმნას.

წარმოების უნიკალური მეთოდები

ველედამ შეიმუშავა წარმოების უნიკალური მეთოდები, რათა გამოიყენოს ბუნების ძალა.

მეტალური სარკე

მეტალის სარკეების წარმოება უნიკალური,  ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია. მაგალითად, ოქროს სარკის მისაღებად, ამ ძვირფასი ლითონის მცირე რაოდენობა თხევად და შემდეგ ორთქლის ფორმაში გადაჰყავთ ვაკუუმში სითბოს სტაბილურად გაზრდით. ეს ორთქლი კონდენსირდება მინის კოლბის კედლებზე და მიიღება მეტალის სარკე - ოქროს მეტალური პრეპარატი, რომელიც შემდეგ იფხიკება და  სხვადასხვა მეთოდით მუშავდება სხვადასხვა წამლის ფორმისთვის.

პოტენცირება

ველედამ შეიმუშავა  პოტენცირების საკუთარი ტექნიკა, რომელიც ეფუძნება კლასიკურ მეთოდს ჰანემანის მიხედვით. იგი ხორციელდება სპეციალურ საპოტენცირო ოთახებში, რომლებიც იძლევა მშვიდი, შეუფერხებელი ფარმაცევტული მუშაობის საშუალებას. სითხეების სხვადასხვა პოტენცია მიიღება სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლების მიერ, მოცემული განზავების ხელით რიტმული რხევით. ყოველი პოტენცია ადამიანის უშუალო ჩართულობით მიიღება. პოტენცირება მოითხოვს უნარს, კონცენტრაციას, შინაგან სიმშვიდეს და გამოცდილებას. ბევრი კლასიკური ჰომეოპათიური საშუალებისგან განსხვავებით, ველედას წამლები ზოგადად მხოლოდ რამდენიმე - დაბალ- საფეხურზეა პოტენცირებული და შესაბამისად, შეიცავს აქტიური ნივთიერებების ანალიტიკურად გამოვლენად კონცენტრაციებს.

ვეგეტაბილიზებული მეტალები

ველედას მიერ გამოყენებული კიდევ ერთი სპეციფიური ფარმაცევტული პროცესია მეტალების ვეგეტაბილიზაცია. ამ პროცესში, ბუნებრივი მეტალისგან, როგორიცაა მაგ. ვერცხლი, ძლიერ განზავებული, ხსნადი პრეპარატი მზადდება. ამ ერთგვარი სასუქის ნიადაგში შესხურებით, მცენარეს ეძლევა საშუალება ფესვების მეშვეობით აითვისოს მეტალი და მისი დინამიზაცია მოახდინოს. ყვავილობის ფაზაში  მცენარე იკრიფება და კომპოსტირება. მომდევნო წლის გაზაფხულზე, ეს კომპოსტი გამოიყენება იმავე სახეობის მცენარისთვის  ახალი კვლის გასამდიდრებლად. პოტენცირების ეს პროცესი კიდევ ერთხელ მეორდება და მხოლოდ მესამე თაობის მცენარე გადამუშავდება სამკურნალო პროდუქტად. ის შეიცავს არა მხოლოდ მცენარის სასარგებლო თვისებებს, არამედ, მაგალითად, დინამიური ვერცხლის თვისებებს, რომელიც გააქტიურდა სამი წლის განმავლობაში, როგორც მცენარის სასიცოცხლო პროცესის ნაწილი.

Rh პროცესი

აბრევიატურა Rh, რომელიც გვხვდება ველედას ზოგიერთი წამლის ეტიკეტზე, ნიშნავს "რითმს". ეს ფარმაცევტული Rh პროცესი - რომელსაც მხოლოდ ველედა ახორციელებს - გამოიყენება ნედლი მცენარისგან სპეციალური წყალიანი (უალკოჰოლო) პრეპარატების დასამზადებლად. დილაობით, მცენარეებიდან გამოწურულ წვენს არაერთხელ ათბობენ 37 °C-მდე და რიტმულად ურევენ სპეციალურ დანადგარში. ხოლო საღამოს აცივებენ 4 °C-მდე და ისევ რიტმულად ურევენ. გარკვეული რიტმის მიხედვით ცვლიან ასევე პრეპარატზე სინათლის ზემოქმედებას. მიღებული ფერმენტირებული პრეპარატები არ საჭიროებენ დამატებით კონსერვანტებს. ველედას მიერ გამოყენებული Rh პროცესი ამჟამად ინტეგრირებულია ევროპულ ფარმაკოპეაში (Ph. Eur.).