ველედა გამორჩეულ ბუნებრივ ინგრედიენტებს იყენებს
მაღალი ხარისხის მცენარეული ზეთების, ბუნებრივი ექსტრაქტებისა და ეთერზეთებისგან დამზადებული ველედას ბუნებრივი კოსმეტიკა სასარგებლოა კანისთვის და უვნებელია გარემოსთვის.
ველედას ბუნებრივი კოსმეტიკის ფილოსოფია
თავის მოვლის საკითხში ველედა ერთიანი მიდგომის ერთგული რჩება, რადგან მისი ღრმა რწმენით, სხეულის მოვლა არა მარტო სილამაზეს, არამედ ჯანმრთელობასაც ემსახურება. ამის შესაბამისად, ის ქმნის პროდუქტებს, რომლებიც ხელს უწყობს ჯანსაღ წონასწორობას ფიზიკურ სხეულს, სამშვინველსა და სულს შორის. ბუნების სიბრძნეზე და მის ვირტუოზულ თვისებებზე დაყრდნობით, ველედას ფილოსოფია აერთიანებს ბუნებრივი აქტიური ინგრედიენტების ეფექტებს კანის თვითგაჯანსაღების საკუთარი უნარების გასაძლიერებლად. წამყვანი მცენარე განსაკუთრებულ ხასიათს სძენს კანის მოსავლელი პროდუქტების თითოეულ სერიას. წამყვანი მცენარეები სიცოცხლის სხადასხვა ფაზაში ჩვენი განსხვავებული საჭიროებების სიმბოლოებია და ისინი ველედას პროდუქტების ეფექტურობას განაპირობებენ. მაგალითად, ბროწეულს აღმდგენი და ანტიოქსიდაციური თვისებები აქვს. ველედას გათვითცნობიერებული აქვს, რომ ბუნებისა და ადამიანის სასიცოცხლო პროცესები დაკავშირებულია ერთმანეთთან. ამ ურთიერთკავშირის შესახებ ცოდნა მას საშუალებას აძლევს მცენარის შინაგანი უპირატესობები გამოიყენოს.
ველედას აქტიური ინგრედიენტები ბუნებრივი წარმოშობისაა
ველედას ბუნებრივი კოსმეტიკა ძვირფას ინგრედიენტებს შეიცავს, როგორიცაა ბუნებრივი მცენარეული ზეთები. ბუნებრივ ეთერზეთებთან, მცენარეულ ექსტრაქტებთან და მაღალი ხარისხის სხვა ინგრედიენტებთან ერთად ეს ზეთები ხელს უწყობს ველედას ჰოლისტიკური კომპოზიციების საერთო ეფექტურობას. რა სჭირდება ჩვენს კანს − აღდგენა და ანტიოქსიდაციური დახმარება, თუ უმთავრესად დატენიანება? სხვადასხვა ზეთებისა და ექსტრაქტების კომბინირებით ველედა კანის კონკრეტულ საჭიროებებს პასუხობს. ზეთები, რომლებსაც ის მაღალხარისხიან კოსმეტიკაში იყენებს, მიღებულია გარგარის თესლიდან, არგანიის ნაყოფიდან, ბროწეულის თესლიდან, ხორბლის მარცვლიდან, ქაცვის ან ენოთერას თესლიდან. ეფექტურ ექსტრაქტებს ამზადებს სხვადასხვა მცენარიდან, როგორიცაა ბალბა ან ტენის შემნახავი კაქტუსი ოპუნცია. დაწყებული 1926 წლიდან, ველედას „სკინ ფუდი“ ჩვენს კანზე ზრუნავს თავისი ეფექტური შემადგენლობის წყალობით, რომელიც ბიოლოგიური იაჟუჟუნას, გვირილისა და კალენდულას ყვავილების ექსტრაქტებს შეიცავს.
როგორ მზადდება კალენდულას ნაყენი?
ველედა მრავალი სახის ტინქტურას აწარმოებს სხვადასხვა პროდუქტში გამოსაყენებლად. კალენდულას ტინქტურა, მაგალითად, არის ექსტრაქტი კალენდულას მთლიანი მცენარიდან ან მისი გარკვეული ნაწილებიდან, იმის მიხედვით, თუ რომელ პროდუქტში უნდა იქნეს ის გამოყენებული. ექსტრაქციის ჩვენეული ხერხები მაქსიმალურად ინარჩუნებს მცენარის ბუნებრივ თვისებებსა და მახასიათებლებს. ექსტრაგენტებად ვიყენებთ სპირტს, წყალს, მარილხსნარს და ზეთს. ტინქტურის დასამზადებლად კალენდულას ახალდაქუცმაცებულ მცენარეებს ურევენ ექსტრაგენტს, პროცესის თითოეული საფეხური გულდასმით ხორციელდება კონტროლირებად გარემოში. ეს უზრუნველყოფს, რომ კალენდულამ რაც შეიძლება მაღალი ხარისხით გადასცეს ტინქტურას თავის სუბსტანციები და თვისებები.
რატომ არის მცენარეული ზეთები სასარგებლო კანისთვის?
მცენარეები მზის სინათლესა და სითბოს შთანთქავენ და ისეთ მატერიად გარდაქმნიან, როგორიცაა შაქრები. მთელი რიგი საფეხურების გავლით შაქრები გარდაიქმნება ნივთიერებებად, რომლებიც ლიპიდებს წარმოქმნის და თესლში ინახება. მცენარის თესლიდან და მარცვლიდან მიღებული ზეთი მდიდარია ნაჯერი და უჯერი ცხიმმჟავებით და მკვებავი ვიტამინებით. სუფთა მცენარეული ზეთები შემადგენლობით ადამიანის კანის ბარიერის ლიპიდების მსგავსია, ამიტომ ისინი კანში შეიწოვება და ორგანიზმის მიერ მეტაბოლიზდება. ეს ზეთები ადვილად აღწევს კანის ზედა შრეებში და აძლიერებს მათ ბუნებრივ ფუნქციებს, ამაღლებს ლიპიდების შემცველობას და ხელს უშლის ტენის კარგვას. მცენარეული ზეთებისგან განსხვავებით, მინერალურ ზეთებს აქვს დამხშობი ზემოქმედება (რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ზეთები კანის ზედაპირზე რჩება) და ორგანიზმს მათი მეტაბოლიზება არ შეუძლია.
ველედა ემხრობა გამჭვირვალობას და ინგრედიენტების შესახებ სრულ ინფორმირებულობას
ველედას ბუნებრივი კოსმეტიკის ყველა პროდუქტს თან ახლავს ინგრედიენტების ჩამონათვალი INCI-ის (კოსმეტიკური ინგრედიენტების საერთაშორისო ნომენკლატურა) მიერ განსაზღვრული ტერმინოლოგიის შესაბამისად, რაც ერთი შეხედვით შეიძლება უცნაური ჩანდეს. ამის მიზეზი ის არის, რომ ევროკავშირში, აშშ-ში და იაპონიაში კოსმეტიკური ინგრედიენტები მითითებული უნდა იყოს საერთაშორისო სტანდარტული სახელწოდებით. მეტი სიცხადისთვის ველედას ვებგვერდზე − და, თუ ამის საშუალებას ადგილი იძლევა, შეფუთვაზეც − ინგრედიენტების ჩამონათვალი საერთაშორისო INCI დეკლარაციის გარდა მოცემულია შესაბამისი ქვეყნის ენაზეც. ეს საშუალებას იძლევა ადვილად დაადგინოთ ინგრედიენტები, რომლებიც ველედას პროდუქტებშია გამოყენებული.
რას არ შეიცავს ველედას პროდუქტები
ზოგიერთი კოსმეტიკური პროდუქტი შეიცავს მიკროპლასტმასის პატარა ნაწილაკებს და თხევად პლასტმასებს, როგორიცაა სილიკონები, რომლებიც მოგვიანებით მდინარეებსა და ოკეანეებში ხვდება და გარემოს აბინძურებს. ველედა არ იყენებს ამ ნივთიერებებს. მისი არყის ხის შხაპ-პილინგი, მაგალითად, იყენებს გარემოსთვის უვნებელ ცვილის ბურთულებს, რომლებიც კარნაუბისა და ფუტკრის ცვილისგან არის დამზადებული. ველედას სწამს, რომ ხარისხი და მდგრადობა ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. მისი პროდუქციის შემადგენელი ინგრედიენტების სრული სია მოცემულია აქ:
პროდუქტი გაცილებით მეტია, ვიდრე მისი შემადგენელი ნაწილების ჯამი.
ველედას ნატურალური კოსმეტიკის გამოყენებისას, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ის ასახავს ველედას ღირებულებებს
- 100% სერტიფიცირებული ბუნებრივი კოსმეტიკა
- 80% -ზე მეტი სერტიფიცირებული ნედლეული ბიოლოგიური მეურნეობიდანაა
- არ შეიცავს მიკროპლასტმასებს, გენეტიკურად მოდიფიცირებულ ინგრედიენტებს და ნავთობიდან წარმოებულ პროდუქტებს
- ნედლეული მოიპოვება ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების მიმართ მოწიწებით
- იყენებს განახლებად ენერგიებს
- 100% ბუნებრივი სურნელი საკუთრივ ველედას პარფიუმერების მიერ არის შემუშავებული
ველედას ბუნებრივი კოსმეტიკა სერთიფიცირებულია
რამდენად ბუნებრივია ველედას პროდუქტები, ამას შეფუთვაზე დაინახავთ: ველედას პროდუქტები ატარებს NATRUE ბეჭედს. ეს იმის გარანტიაა, რომ ინგრედიენტებთან დაკავშირებით მკაცრი სტანდარტებია დაცული. NATRUE არის საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ბუნებრივ და ბიოლოგიურ კოსმეტიკაზეა ფოკუსირებული. NATRUE სერტიფიკატის მოსაპოვებლად პროდუქტები შეიძლება შეიცავდეს ნედლეულის მხოლოდ სამ კატეგორიას: ბუნებრივ ნედლეულს, ბუნებრივთან მიახლოებულ ნედლეულს (მოდიფიცირებული ბუნებრივი მასალები) და ბუნებრივის იდენტურ ნედლეულს. არსებობს სერტიფიცირების სტანდარტების ორი განსხვავებული ნაკრები, რომელიც განასხვავებს ბუნებრივ კოსმეტიკასა და ბიოლოგიურ კოსმეტიკას. NATRUE სერტიფიკატის მქონე ყველა პროდუქტი თავისუფალია სინთეზური არომატიზატორების, სილიკონების, მიკროპლასტმასების, ნანოპლასტმასებისა და ნავთობიდან წარმოებული ნედლეულისგან, როგორიცაა პარაფინები.
ნედლეულ მასალას ველედა მდგრადობის დაცვით და პასუხისმგებლობით მოიპოვებს
ველედა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ნედლეულის შესყიდვას. მას კარგად ესმის, რომ ის, თუ როგორ ვიღებთ, ვზრდით და ვამუშავებთ ბუნებრივ რესურსებს, დიდ გავლენას ახდენს ჩვენს პლანეტაზე. სწორედ ამიტომ, ველედამ აიღეო ვალდებულება დაიცვას არაკომერციული ორგანიზაცია UEBT-ის სტანდარტები. ეს ნიშნავს, რომ ის მუდმივად აუმჯობესებს ბუნებრივი ნედლეულის მოპოვების გზებს და სოციალური პასუხისმგებლობით ეპყრობა ადამიანებსა და ბიომრავალფეროვნებას.