“ნატურალური კოსმეტიკა” ყოველთვის 100% ნატურალური არ არის. NaTrue არის ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებული პირველი ნიშანი ბიოლოგიური და ბუნებრივი კოსმეტიკისთვის. მისმა დაწესებამ არსებული ნიშნების „ჯუნგლებში“ სიხცადე შეიტანა. ყოველი პროდუქტი, რომელიც NaTrue ნიშანს ატარებს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისია.
Organic
ეს ეტიკეტი იძლევა გარანტიას, რომ ველედა იყენებს ბიო-მეურნეობიდან მოწეულ მაღალხარისხოვან, სერთიფიცირებულ ნედლეულს.
ყოველკვირეული პილინგი ამ გელით ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და აუმჯობესებს კანის ფერს. ხელს უწყობს უჯრედების გააქტიურებასა და კანის ბუნებრივ განახლებას. ფაქიზი პილინგით კანი ხავერდოვანი და გლუვი ხდება. ზედაპირულად აქტიური ბუნებრივი ნივთიერებები ძალიან ფაქიზად ასუფთავებენ კანს. გარგარის კურკის ზეთს აქვს დამატენიანებელი ეფექტი და კანს სირბილეს და ელასტიურობას ანიჭებს. შხაპის შემდეგ კანზე გრეიფრუტის, ლიმონისა და კვიპაროსის გამამხნევებელი და ნედლი სურნელი რჩება.
არყის ხის ფოთოლი ფლავონოიდებსა და ტანინებს შეიცავს, რომლებიც კანის მეტაბოლიზმს და თხევად ორგანიზმს ააქტიურებს. არყის ხის ფოთლის ექსტრაქტები იდეალურია სამასაჟე ზეთებისთვის, აგრეთვე პროდუქტებისთვის, რომლებიც კანს არბილებს და ხელს უწყობს შემაერთებელი ქსოვილის გამტკიცებას.
წყალი არის წყლიანი ფაზის ფუძე და გამხსნელი ჰიდროფილური (წყლის მოყვარე) ნივთიერებებისათვის
სეზამის თესლის ზეთი
Sesamum Indicum (Sesame) Seed Oil
სეზამის თესლის ზეთი შესანიშნავი სამასაჟე ზეთია, მას უსიცოცხლო, მშრალი და მოწიფული კანის მოსავლელად იყენებენ, იყენებენ აგრეთვე თმის კონდიციონერის სახით. მას ძლიერი ანდიოქსიდაციური მოქმედება და კანისთვის სასარგებლო თვისებები აქვს და იდეალურია, როგორც ფუძე. სეზამის ზეთი შეიცავს უჯერ ცხიმმჟავებს, როგორიცაა ოლეინმჟავა და ლინოლმჟავა, ფიტოსტეროლები და E ვიტამინი (განსაკუთრებით, ტოკოფეროლი).
ორგანული ინგრედიენტი
კოკო-გლუკოზიდი
Coco-Glucoside
კოკო-გლუკოზიდები გამრეცხი აქტივობის მქონე რბილი ნივთიერებებია კარგი გამწმენდი და მაქაფებელი თვისებებით. მიღებულია მცენარეული ზეთებიდან და ამიტომ ბიოლოგიურად ადვილად იშლება. კოკო-გლუკოზიდები განსაკუთრებით ხელსაყრელია მგრძნობიარე კანის გასასუფთავებლად.
სპირტი
Alcohol
"ალკოჰოლი" არის ეთანოლის ან ეთილის სპირტის კიდევ ერთი სახელწოდება. ზოგიერთი მცენარეული ექსტრაქტი, რომელიც წარმოადგენს ველედას პროდუქციის ინგრედიენტს, მიიღება სპირტწყლიანი ნარევით. გარდა ამისა, ალკოჰოლი აუმჯობესებს ველედას ბუნებრივი კოსმეტიკური პროდუქტების კონსისტენციას და სტაბილურობას. ველედას კოსმეტიკურ პროდუქტებში არსებული ეთერზეთები ან ემულგატორები ალკოჰოლს უვარგისს ხდის მოხმარებისთვის.
ორგანული ინგრედიენტი
დინატრიუმ კოკოილ გლუტამატი
Disodium Cocoyl Glutamate
დინატრიუმის კოკოილ გლუტამატი არის რბილი ზედაპირულად აქტიური ნივთიერება ძალიან კარგი გამწმენდი და ქაფწარმომქნელი თვისებებით. ის განსაკუთრებით შესაფერისია მგრძნობიარე კანის გასაწმენდად. ამ სარეცხი საშუალების დასამზადებლად მცენარეული ზეთები და შაქარი გამოიყენება.
თეთრი სანთელი
Beeswax (Cera Alba)
თეთრი სანთელი ყვითელი სანთლის (ფუტკრის ცვილის) გაუფერულებით მიიღება. ყვითელი სანთელი კი ფუტკრის ჯირკვლების სეკრეტია, რომელსაც ის ფიჭის დასამზადებლად იყენებს. ცვილის ლღობის ტემპერატურაა 60°C. კანთან თავსებადი ფუტკრის ცვილი ძირითადად ემულგატორად და კონსისტენციის გასაუმჯობესებლად გამოიყენება. ფუტკრის ცვილი კანზე თხელ აპკს ტოვებს, რომელიც მას გამოშრობისგან იცავს.
კარნაუბას ცვილი
Copernicia Cerifera (Carnauba) Wax
კარნაუბას ღია ყვითელი ფერის ცვილი ძალიან მყარი ბუნებრივი მცენარეული ცვილია. კანის მოსავლელ პროდუქტებში ის დამცავი კომპონენტის სახით და კონსისტენციის გასაუმჯობესებლად გამოიყენება.
ჰიდრირებული აბუსალათინის ზეთი
Hydrogenated Castor Oil
ჰიდრირებული აბუსალათინის ზეთი არის ჰიდრირებული მცენარეული ზეთი, რომელიც შეიძლება ცვილის წვრილ მარცვლებად გადამუშავდეს. ეს უკანასკნელი კი შეიძლება გამოყენებულ იქნეს კოსმეტიკურ პროდუქტებში ფრთხილი პილინგის უზრუნვესაყოფად.
გლიცერინი
Glycerin
გლიცერინი მცენარეული და ცხოველური ცხიმებისა და ზეთების შემადგენელი ბუნებრივი ინგრედიენტია, რომელიც უპირატესად ტრიგლიცერიდებს (გლიცერინისა და სამი ცხიმმჟავას ნაერთი) შეიცავს. ჰიგროსკოპული (წყლის მიმზიდველი) თვისებების გამო გლიცერინს კოსმეტიკურ პროდუქტებში დამატენიანებლის ფუნქციით იყენებენ. გარდა ამისა,. ის ხელს უწყობს O/W-ემულსიების (ზეთი/ წყალში) განაწილებას და აგლუვებს და იცავს კანს.
გარგარის თესლის ზეთი
Prunus Armeniaca (Apricot) Kernel Oil
ღია ყვითელიდან მსუყე ყვითელი ფერის გარგარის თესლის ზეთი არის მსუბუქი ზეთი, რომელიც ადვილად შეიწოვება კანში და მასზე ტოვებს რბილ და აბრეშუმისებრ შეგრძნებას. ის აუმჯობესებს კანის ბარიერულ ფუნქციას და ამიტომ იდეალურია მგრძნობიარე და მშრალი კანისთვის. ნუშისა და ატმის თესლის ზეთების მსგავსად, იგი გამოირჩვა უჯერი ცხიმების მაღალი შემცველობით, როგორიცაა ლინოლენის მჟავა.
სურნელი
1
Fragrance (Parfum)
სურნელი კრებითი სახელია ნედლეული მასალისთვის, რომელსაც კოსმეტიკური პროდუქტების პარფიუმირებისთვის იყენებენ. ამგვარი პროდუქტებისთვის ველედა მხლოდ ბუნებრივი ეთერზეთების ნარევებს იყენებს. სინთეზური არომატიზატორები არ გამოიყენება.
1 ბუნებრივი ეთერზეთები
კარაგინანის ექტრაქტი
Chondrus Crispus Extract
კარაგინანი კრებითი სახელია გრძელი ჯაჭვის მქონე ნახშირწყლების (პოლისაქარიდების) ჯგუფისთვის, რომლებიც წითელი წყალმცენარეების უჯრედების შემადგენლობაში შედის. კარაგინანი გამოიყენება, როგორც ბუნებრივი შემავსებელი და ჟელეს წარმომქმნელი სუბსტანცია, ემულსიის სტაბილიზატორი, სიბლანტის რეგულატორი და კონსისტენციის გამაუმჯობესელი.
ნატრიუმის კოკოილგლუტამატი
Sodium Cocoyl Glutamate
ნატრიუმის კოკოილ გლუტამატი არის რბილი ზედაპირულად აქტიური ნივთიერება ძალიან კარგი გამწმენდი და ქაფწარმომქნელი თვისებებით. ის განსაკუთრებით შესაფერისია მგრძნობიარე კანის გასაწმენდად. ამ სარეცხი საშუალების დასამზადებლად მცენარეული ზეთები და შაქარი გამოიყენება.
არყის ხის ფოთლის ექსტრაქტი
Betula Alba Leaf Extract
არყის ხის ფოთოლი ფლავონოიდებსა და ტანინებს შეიცავს, რომლებიც კანის მეტაბოლიზმს და თხევად ორგანიზმს ააქტიურებს. არყის ხის ფოთლის ექსტრაქტები იდეალურია სამასაჟე ზეთებისთვის, აგრეთვე პროდუქტებისთვის, რომლებიც კანს არბილებს და ხელს უწყობს შემაერთებელი ქსოვილის გამტკიცებას.
თაგვისარას ფესვის ექსტრაქტი
Ruscus Aculeatus Root Extract
თაგვისარას ფესვი სხვა ნივთიერებებთან ერთად ფიტოსტეროლებსა და ფლავონოიდებს შეიცავს. მისი ექსტრაქტი მატონიზირებლად და დამამშვიდებლად მოქმედებს კანზე.
როზმარინის ფოთლის ექსტრაქტი
Rosmarinus Officinalis (Rosemary) Leaf Extract
როზმარინის ფოთოლი ეთერზეთს, ყავის მჟავის წარმოებულებს, ფლავონოიდებსა და ტრიტერპენებს შეიცავს. როზმარინის ფოთლის ექსტრაქტები მატონიზირებლად მოქმედებს და სასარგებლო ინგრედიენტებს წარმოადგენს დაღლილი, უსიცოცხლო კანის მოვლისთვის განკუთვნილ კოსმეტიკურ პროდუქტებში.
ორგანული ინგრედიენტი
ქსანთანი
Xanthan Gum
ქსანთანი მაღალი მოლეკულური მასის მქონე პოლისაქარიდი, რომელსაც იყენებენ, როგორც ჟელეს წარმომქმნელ ბუნებრივ სუბსტანციას, ემულსიის სტაბილიზატორს, შემკვრელსა და სიბლანტის რეგულატორს.
რძემჟავა
Lactic Acid
რძემჟავა კანის დამცავი მჟავური გარსის შემადგენელი ნაწილია. ამ ნედლეულ მასალას ემულსიებში pH-სიდიდის დასარეგულირებლად იყენებენ.
ლიმონენი
1
Limonene
ლიმონენი შედის 26 არომატიზატორის ჩამონათვალში, რომლის აღნიშვნა INCI-დეკლარაციაში სავალდებულოა 2005 წლიდან ევროკავშირის კანონის მიხედვით, რაც მიზნად ისახავს არომატიზატორებზე ალერგიის მქონე პირთა დაცვას, თუ პროდუქტში მათი რაოდენობა პოტენციურად აქტუალურია ალერგიის მქონე პირთათვის. ლიმონენი სხვადასხვა ეთერზეთის შემადგენელი ნაწილია, რომლებიც კოსმეტიკური პროდუქტების სურნელის გასაუმჯობესებლად გამოიყენება.
1 ბუნებრივი ეთერზეთები
ლინალოოლი
1
Linalool
ლინალოოლი შედის 26 არომატიზატორის ჩამონათვალში, რომლის აღნიშვნა INCI-დეკლარაციაში სავალდებულოა 2005 წლიდან ევროკავშირის კანონის მიხედვით, რაც მიზნად ისახავს არომატიზატორებზე ალერგიის მქონე პირთა დაცვას, თუ პროდუქტში მათი რაოდენობა პოტენციურად აქტუალურია ალერგიის მქონე პირთათვის. ლინალოოლი შედის სხვადასხვა ეთერზეთის შემადგენლობაში, რომლებიც კოსმეტიკური პროდუქტების სურნელის გასაუმჯობესებლად გამოიყენება.
1 ბუნებრივი ეთერზეთები
ციტრალი
1
Citral
ციტრალი შედის 26 არომატიზატორის ჩამონათვალში, რომლის აღნიშვნა INCI-დეკლარაციაში სავალდებულოა 2005 წლიდან ევროკავშირის კანონის მიხედვით, რაც მიზნად ისახავს არომატიზატორებზე ალერგიის მქონე პირთა დაცვას, თუ პროდუქტში მათი რაოდენობა პოტენციურად აქტუალურია ალერგიის მქონე პირთათვის. ციტრალი ბუნებრივი ინგრედიენტია სხვადასხვა ეთერზეთების შემადგენლობაში, რომლებიც კოსმეტიკური პროდუქტების სურნელის გასაუმჯობესებლად გამოიყენება.
1 ბუნებრივი ეთერზეთები
გამოყენების წესი
კვირაში ერთხელ, შხაპის მიღებისას, შეიზილეთ ეს პროდუქტი წრიული მოძრაობით სველ სხეულზე. შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ. ეფექტის გასაზრდელად გამოიყენეთ არყის ხის ცელულიტის ზეთთან კომბინაციაში.