“ნატურალური კოსმეტიკა” ყოველთვის 100% ნატურალური არ არის. NaTrue არის ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებული პირველი ნიშანი ბიოლოგიური და ბუნებრივი კოსმეტიკისთვის. მისმა დაწესებამ არსებული ნიშნების „ჯუნგლებში“ სიხცადე შეიტანა. ყოველი პროდუქტი, რომელიც NaTrue ნიშანს ატარებს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისია.
Organic
ეს ეტიკეტი იძლევა გარანტიას, რომ ველედა იყენებს ბიო-მეურნეობიდან მოწეულ მაღალხარისხოვან, სერთიფიცირებულ ნედლეულს.
ნიშანი Vegan
ნიშანი Vegan ვიზუალურად გამოარჩევს პროდუქტებს, რომლებიც არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის არცერთ ინგრედიენტს. Weleda-ს ყველა კოსმეტიკური პროდუქტის და საკვები დანამატის მოხმარება დასაშვებია ვეგეტარიანელებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ ხორცსა და თევზზე.
ველედას ენოთერას ღამის კრემი კანს მთელი ღამის განმავლობაში ღრმად კვებავს, ავსებს და ამკვრივებს. აზიური ცენტელას ექსტრაქტი ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს, ვიტამინებით მდიდარი ხორბლის ღივის და ენოთერას ზეთები აუმჯობესებს კანის ბუნებრივ ბარიერის ფუნქციას, ინკას თხილის ზეთი შეიცავს ალფა-ლინოლენის მჟავას, რომელიც საჭიროა უჯრედების განახლებისთვის. მცენარეული ზეთების კომპოზიცია კი ინტენსიურად ატენიანებს. დილით კანი გამოცოცხლებული და მოჭიმულია.
წყალი არის წყლიანი ფაზის ფუძე და გამხსნელი ჰიდროფილური (წყლის მოყვარე) ნივთიერებებისათვის
მაკადამიის თესლის ზეთი
Macadamia Ternifolia Seed Oil
მაკადამიის თესლის უფერო ან ღია ყვითელი შეფერილობის ზეთი შესანიშნავი სამასაჟე ზეთია და იდეალურია როგორც თმის კონდიციონერში გამოსაყენებლად, ისე ჩამქრალი, მშრალი კანის მოსავლელად. ის ოლეინმჟავასა და პალმიტოლეინმჟავას მაღალი შემცველობით ხასიათდება, რომლებიც ადამიანის კანში არსებული ცხიმის ჯირკვლების სეკრეტის მსგავსია. ამიტომ ეს ზეთი კანის რეგენერაციას უწყობს ხელს და კანისთვის სასარგებლო განსაკუთრებული თვისებების წყალობით კანს აგლუვებს.
ორგანული ინგრედიენტი
სეზამის თესლის ზეთი
Sesamum Indicum (Sesame) Seed Oil
სეზამის თესლის ზეთი შესანიშნავი სამასაჟე ზეთია, მას უსიცოცხლო, მშრალი და მოწიფული კანის მოსავლელად იყენებენ, იყენებენ აგრეთვე თმის კონდიციონერის სახით. მას ძლიერი ანდიოქსიდაციური მოქმედება და კანისთვის სასარგებლო თვისებები აქვს და იდეალურია, როგორც ფუძე. სეზამის ზეთი შეიცავს უჯერ ცხიმმჟავებს, როგორიცაა ოლეინმჟავა და ლინოლმჟავა, ფიტოსტეროლები და E ვიტამინი (განსაკუთრებით, ტოკოფეროლი).
ორგანული ინგრედიენტი
სპირტი
Alcohol
"ალკოჰოლი" არის ეთანოლის ან ეთილის სპირტის კიდევ ერთი სახელწოდება. ზოგიერთი მცენარეული ექსტრაქტი, რომელიც წარმოადგენს ველედას პროდუქციის ინგრედიენტს, მიიღება სპირტწყლიანი ნარევით. გარდა ამისა, ალკოჰოლი აუმჯობესებს ველედას ბუნებრივი კოსმეტიკური პროდუქტების კონსისტენციას და სტაბილურობას. ველედას კოსმეტიკურ პროდუქტებში არსებული ეთერზეთები ან ემულგატორები ალკოჰოლს უვარგისს ხდის მოხმარებისთვის.
კაკაოს (თესლის) ცხიმი
Theobroma Cacao (Cocoa) Seed Butter
კაკაოს ცხიმი შედარებით მყარი და მყიფე, კარაქის მსგავსი მცენარეული ცხიმია. ის ემულსიების კონსისტენციას აუმჯობესებს და კანზე დამცავ აპკს ქმნის, რომელიც კანს ტენს უნარჩუნებს. ამიტომ ის განსაკუთრებით სასარგებლოა მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის. კაკაოს დამახასიათებელი არომატი სასიამოვნო სურნელს ტოვებს.
ორგანული ინგრედიენტი
გლიცერილ სტეარატ ციტრატი
Glyceryl Stearate Citrate
გლიცერილ სტეარატ ციტრატი ემულგატორია, რომლის გამოყენება შეიძლება როგორც W/O-ემულსიების (წყალი /ზეთში), ისე O/W-ემულსიებისთვის (ზეთი/ წყალში). მას სხვადასხვა მცენარეული ზეთებიდან და ლიმონმჟავადან იღებენ. გლიცერილ სტეარატ ციტრატის ზემოქმედებით კანი რბილი, აბრეშუმივით ნაზი და გლუვი ხდება.
ჟოჟობას (უნაბის) თესლის ზეთი
Simmondsia Chinensis (Jojoba) Seed Oil
ჟოჟობას თესლის ზეთი თხევადი ზეთოვანი ცვილია, რომელსაც დიდი მსავსება აქვს ადამიანის კანის დამცავ შრესთან. ის აძლიერებს კანის ბარიერის ფუნქციას, რითაც კანს ტენის დაკარგვისგან იცავს ისე, რომ მას არ აცხიმიანებს. ის ძალიან კარგად უთავსდება კანს, ადვილად შეიწოვება და ამიტომ გამოდგება ყველა ტიპის კანის მოსავლელად, განსაკუთრებით კი - მშრალი კანისთვის. აგრეთვე შეიძლება მისი ფუძე-ზეთად გამოყენება, ის არ მძაღდება.
ხორბლის ღივის ზეთი
Triticum Vulgare (Wheat) Germ Oil
ხორბლის ღივის ზეთი ღია ყვითელი ფერის მცენარეული ზეთია, რომელიც მდიდარია E ვიტამინით. მასში მაღალია ლინოლმჟავას და ალფა-ლინოლენმჟავას შემცველობა და განსაკუთრებით გამოსადეგია მშრალი და მოწიფული კანის მოსავლელად.
გლიცერინი
Glycerin
გლიცერინი მცენარეული და ცხოველური ცხიმებისა და ზეთების შემადგენელი ბუნებრივი ინგრედიენტია, რომელიც უპირატესად ტრიგლიცერიდებს (გლიცერინისა და სამი ცხიმმჟავას ნაერთი) შეიცავს. ჰიგროსკოპული (წყლის მიმზიდველი) თვისებების გამო გლიცერინს კოსმეტიკურ პროდუქტებში დამატენიანებლის ფუნქციით იყენებენ. გარდა ამისა,. ის ხელს უწყობს O/W-ემულსიების (ზეთი/ წყალში) განაწილებას და აგლუვებს და იცავს კანს.
ცეტეარილის სპირტი
Cetearyl Alcohol
ცეტეარილის სპირტი არის ემულგატორი და დამარბილებელი O/W-ემულსიებისში ( ზეთი/ წყალში) და აუმჯობესებს კონსისტენციას. ის მიღებულია მცენარეული ზეთებიდან და ხელს უწყობს სტაბილური ემულსიის ფორმირებას. მას დამატენიანებელი მოქმედებაც აქვს.
ზეითუნის ზეთის არაასაპვნადი ნაწილი
Olea Europaea (Olive) Oil Unsaponifiables
ზეითუნის ზეთის არაასაპვნადი ნაწილი ფიტოსტეროლისა და სკვალენის შემცველობის გამო ძვირფასი ნედლეულია, რომელსაც ატნიოქსიდაციური მოქმედება აქვს და ძალიან კარგად უთავსდება კანს. ეს კომპონენტი ადვილად შეიწოვება კანის ჰიდროლიპიდურ შრეში, რაც მის ბარიერის ფუნქციას აძლიერებს და კანს ტენის დაკარგვისგან იცავს. ზეითუნის ზეთის არაასაპვნადი ნაწილი იდეალური ინგრედიენტია მშრალი და მგრძნობიარე კანის მოვლისთვის განკუთვნილი პროდუქტებისთვის.
შის (კარიტეს) ცხიმი
Butyrospermum Parkii (Shea) Butter
შის ცხიმი ნახევრადმყარი, კარაქისებრი მცენარეული ცხიმია. კანთან შეთავსებადი ეს ცხიმი უპირატესად კონსისტენციის გასაუმჯობესებლად გამოიყენება. ის კანზე თხელ აპკს ტოვებს, რომელიც კანს ასწორებს და ტენის შენახვას უწყობს ხელს.
ინკების კაკლის ზეთი
Plukenetia Volubilis Seed Oil
ამ დროისთვის, არ არის ხელმისაწვდომი.
ენოთერას ზეთი
Oenothera Biennis (Evening Primrose) Oil
ენოთერას ზეთი მსუბუქი ზეთია, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ლინოლმჟავას და გამა-ლინოლენმჟავას და ამიტომ განსაკუთრებით სასარგებლოა კანისთვის. ის ადვილად შეიწოვება კანის ბუნებრივ ლიპიდურ გარსში, აძლიერებს მის დამცავ ფუნქციას და კანს ტენის დაკარგვისგან იცავს. შესაბამისად, ის გამოდგება მგრძნობიარე და მშრალი კანისთვის.
აზიური ცენტელას ბალახის ექსტრაქტი
Centella Asiatica Flower/Leaf/Stem Extract
ამ დროისთვის ხელმისაწვდომი არ არის
თეთრი სანთელი
Beeswax (Cera Alba)
თეთრი სანთელი ყვითელი სანთლის (ფუტკრის ცვილის) გაუფერულებით მიიღება. ყვითელი სანთელი კი ფუტკრის ჯირკვლების სეკრეტია, რომელსაც ის ფიჭის დასამზადებლად იყენებს. ცვილის ლღობის ტემპერატურაა 60°C. კანთან თავსებადი ფუტკრის ცვილი ძირითადად ემულგატორად და კონსისტენციის გასაუმჯობესებლად გამოიყენება. ფუტკრის ცვილი კანზე თხელ აპკს ტოვებს, რომელიც მას გამოშრობისგან იცავს.
კარაგინანის ექტრაქტი
Chondrus Crispus Extract
კარაგინანი კრებითი სახელია გრძელი ჯაჭვის მქონე ნახშირწყლების (პოლისაქარიდების) ჯგუფისთვის, რომლებიც წითელი წყალმცენარეების უჯრედების შემადგენლობაში შედის. კარაგინანი გამოიყენება, როგორც ბუნებრივი შემავსებელი და ჟელეს წარმომქმნელი სუბსტანცია, ემულსიის სტაბილიზატორი, სიბლანტის რეგულატორი და კონსისტენციის გამაუმჯობესელი.
ქსანთანი
Xanthan Gum
ქსანთანი მაღალი მოლეკულური მასის მქონე პოლისაქარიდი, რომელსაც იყენებენ, როგორც ჟელეს წარმომქმნელ ბუნებრივ სუბსტანციას, ემულსიის სტაბილიზატორს, შემკვრელსა და სიბლანტის რეგულატორს.
არგინინი
Arginine
არგინინი ბუნებრივი ამინომჟავაა. ის გამოიყენება როგორც კონდიციონერი თმის მოსავლელ პროდუქტებში და აიოლებს აბურდული თმის დავარცხნას. გარდა ამისა, ის კანს უნარჩუნებს ტენიანობას და ტკეცს მას.
გლიცერილ კაპრილატი
Glyceryl Caprylate
გლიცერილ კაპრილატი კოემულგატორია, რომელსაც სხვადასხვა მცენარეული ზეთებიდან იღებენ და უპირატესად O/W-ემულსიების (ზეთი /წყალში) სტაბილიზებისთვის იყენებენ. გლიცერილ კაპრილატი კანის ბუნებრივ ცხიმებს აღადგენს, არეგულირებს კანის ტენიანობას და დამატენიანებლად მოქმედებს.
სურნელი
1
Fragrance (Parfum)
სურნელი კრებითი სახელია ნედლეული მასალისთვის, რომელსაც კოსმეტიკური პროდუქტების პარფიუმირებისთვის იყენებენ. ამგვარი პროდუქტებისთვის ველედა მხლოდ ბუნებრივი ეთერზეთების ნარევებს იყენებს. სინთეზური არომატიზატორები არ გამოიყენება.
1 ბუნებრივი ეთერზეთები
ლიმონენი
1
Limonene
ლიმონენი შედის 26 არომატიზატორის ჩამონათვალში, რომლის აღნიშვნა INCI-დეკლარაციაში სავალდებულოა 2005 წლიდან ევროკავშირის კანონის მიხედვით, რაც მიზნად ისახავს არომატიზატორებზე ალერგიის მქონე პირთა დაცვას, თუ პროდუქტში მათი რაოდენობა პოტენციურად აქტუალურია ალერგიის მქონე პირთათვის. ლიმონენი სხვადასხვა ეთერზეთის შემადგენელი ნაწილია, რომლებიც კოსმეტიკური პროდუქტების სურნელის გასაუმჯობესებლად გამოიყენება.
1 ბუნებრივი ეთერზეთები
ლინალოოლი
1
Linalool
ლინალოოლი შედის 26 არომატიზატორის ჩამონათვალში, რომლის აღნიშვნა INCI-დეკლარაციაში სავალდებულოა 2005 წლიდან ევროკავშირის კანონის მიხედვით, რაც მიზნად ისახავს არომატიზატორებზე ალერგიის მქონე პირთა დაცვას, თუ პროდუქტში მათი რაოდენობა პოტენციურად აქტუალურია ალერგიის მქონე პირთათვის. ლინალოოლი შედის სხვადასხვა ეთერზეთის შემადგენლობაში, რომლებიც კოსმეტიკური პროდუქტების სურნელის გასაუმჯობესებლად გამოიყენება.
1 ბუნებრივი ეთერზეთები
ბენზილ ბენზოატი
1
Benzyl Benzoate
ბენზილ ბენზოატი შედის 26 არომატიზატორის ჩამონათვალში, რომლის აღნიშვნა INCI-დეკლარაციაში სავალდებულოა 2005 წლიდან ევროკავშირის კანონის მიხედვით, რაც მიზნად ისახავს არომატიზატორებზე ალერგიის მქონე პირთა დაცვას, თუ პროდუქტში მათი რაოდენობა პოტენციურად აქტუალურია ალერგიის მქონე პირთათვის. ბენზილ ბენზოატი ბუნებრივი ინგრედიენტია სხვადასხვა ეთერზეთისა, რომლებიც კოსმეტიკური პროდუქტების სურნელის გასაუმჯობესებლად გამოიყენება.
1 ბუნებრივი ეთერზეთები
ბენზილ სალიცილატი
1
Benzyl Salicylate
ბენზილ სალიცილატი შედის 26 არომატიზატორის ჩამონათვალში, რომლის აღნიშვნა INCI-დეკლარაციაში სავალდებულოა 2005 წლიდან ევროკავშირის კანონის მიხედვით, რაც მიზნად ისახავს არომატიზატორებზე ალერგიის მქონე პირთა დაცვას, თუ პროდუქტში მათი რაოდენობა პოტენციურად აქტუალურია ალერგიის მქონე პირთათვის. ბენზილ სალიცილატი ბუნებრივი ინგრედიენტია სხვადასხვა ეთერზეთისა, რომლებიც კოსმეტიკური პროდუქტების სურნელის გასაუმჯობესებლად გამოიყენება.
1 ბუნებრივი ეთერზეთები
გერანიოლი
1
Geraniol
გერანიოლი შედის 26 არომატიზატორის ჩამონათვალში, რომლის აღნიშვნა INCI-დეკლარაციაში სავალდებულოა 2005 წლიდან ევროკავშირის კანონის მიხედვით, რაც მიზნად ისახავს არომატიზატორებზე ალერგიის მქონე პირთა დაცვას, თუ პროდუქტში მათი რაოდენობა პოტენციურად აქტუალურია ალერგიის მქონე პირთათვის. გერანიოლი შედის სხვადასხვა ეთერზეთის შემადგენლობაში, რომლებიც კოსმეტიკური პროდუქტების სურნელის გასაუმჯობესებლად გამოიყენება.
1 ბუნებრივი ეთერზეთები
ციტრალი
1
Citral
ციტრალი შედის 26 არომატიზატორის ჩამონათვალში, რომლის აღნიშვნა INCI-დეკლარაციაში სავალდებულოა 2005 წლიდან ევროკავშირის კანონის მიხედვით, რაც მიზნად ისახავს არომატიზატორებზე ალერგიის მქონე პირთა დაცვას, თუ პროდუქტში მათი რაოდენობა პოტენციურად აქტუალურია ალერგიის მქონე პირთათვის. ციტრალი ბუნებრივი ინგრედიენტია სხვადასხვა ეთერზეთების შემადგენლობაში, რომლებიც კოსმეტიკური პროდუქტების სურნელის გასაუმჯობესებლად გამოიყენება.
1 ბუნებრივი ეთერზეთები
ფარნეზოლი
1
Farnesol
ფარნეზოლი შედის 26 არომატიზატორის ჩამონათვალში, რომლის აღნიშვნა INCI-დეკლარაციაში სავალდებულოა 2005 წლიდან ევროკავშირის კანონის მიხედვით, რაც მიზნად ისახავს არომატიზატორებზე ალერგიის მქონე პირთა დაცვას, თუ პროდუქტში მათი რაოდენობა პოტენციურად აქტუალურია ალერგიის მქონე პირთათვის. ფარნეზოლი შედის სხვადასხვა ეთერზეთის შემადგენლობაში, რომლებიც კოსმეტიკური პროდუქტების სურნელის გასაუმჯობესებლად გამოიყენება.
1 ბუნებრივი ეთერზეთები
გამოყენების წესი
ყოველ ღამე, შეიზილეთ წინასწარ გაწმენდილ სახეზე, ყელსა და დეკოლტეზე