გრძნობები

ჩვენი დამცავი ბარიერი

კანი სუნთქავს, შეიგრძნობს, გვიცავს და შეუძლია რეგენერაცია. ის არა მარტო ყველაზე დიდი, არამედ ჩვენი ყველაზე მრავალფუნქციური გრძნობის ორგანოც არის. როგორც ფიზიკურ, ისე მშვინვიერ დონეზე. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს

კანი ჩვენს სხეულს გარემოს მავნე ზემოქმედებებისგან იცავს და გარე სამყაროსგან გამოყოფს. ის ჩვენი სითბოს რეგულირებაზეა პასუხისმგებელი. და ის ჩვენი იმუნური სისტემის მნიშვნელოვანი „სასაზღვრო პოსტია“ პათოგენური ორგანიზმების მოსაგერიებლად. კანი ძალიან ცოცხალია, ის მუდმივად იცვლება. მისი ნივთიერებათა ცვლა უპირველეს ყოვლისა სითხეებისა და გაზების მიმოცვლაში მდგომარეობს (კანის სუნთქვა) და ძალიან მგრძნობიარედ რეაგირებს როგორც ფიზიკურ, ისე მშვინვიერ გამღიზიანებლებზე. კანი გრძნობის ყველაზე დიდი ორგანოა. ის ტემპერატურას, შეხებასა და ტკივილს შეიგრძნობს ძლიერ სპეციალიზებული სენსორული უჯრედების ქსელით, რომელიც კანის მთელ ზედაპირზეა გადაჭიმული. გარდა ამისა, მას გარეთ გამოაქვს შინაგანი მშვინვიერი განწყობები და გრძნობებს ააშკარავებს, მაგალითად, როდესაც ვწითლდებით ან ვფითრდებით.

კანის აგებულება

ანატომიურად კანის სამ შრეს განასხვავებენ. ესენია: გარე - ეპიდერმისი, საკუთრივ კანი (დერმა) და კანქვეშა შემაერთებელი ქსოვილი (ჰიპოდერმისი), რომელიც უმეტესწილად ცხომოვანი ჩანაფენისგან შედგება.

კანი, როგორც გრძნობის ორგანო

კანს ბევრი ფუნქცია აქვს და ის ორგანიზმში მიმდინარე უამრავ პროცესში მონაწილეობს. მაგრამ კანი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვნია, როგორც გრძნობის ორგანო. შეიძლება გამოიყოს შეგრძნებების სამი დიდი ჯგუფი, რომლებიც ადამიანში უაღრესად დახვეწილია.

ეს არის:

  • სითბოს შეგრძნება, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გარემოს ტემპერატურა აღვიქვათ და საკუთარ ტემპერატურას შევადაროთ. სითბოს შეგრძნება ერთი მხრივ სხეულის ტემპერატურის შენარჩუნებას ემსახურება, მეორე მხრივ კი – გაყინვისა და დამწვრობისგან დაცვას. სხეულის ტემპერატურა ჩვენს ჯანმრთელობაზეც ახდენს გავლენას.
  • შეხების შეგრძნებები, რომელთა საშუალებით შეხებას, წნევას და ვიბრაციებს აღვიქვამთ.
  • ტკივილის რეცეპტორები, რომელთა საშუალებით აღვიქვამთ ქსოვილების მოსალოდნელ ან უკვე დამდგარ დაზიანებებს, რომლებიც განპირობებულია გარედან (მაგალითად, ჭრილობებს) ან შიგნიდან (მაგალითად, ანთებები).
2
ზედაპირის ფართი 1.5 - 2 მ²
4
წონა 3 - 4 კგ
20
სისხლძარღვების საერთო სიგრძე 20კმ
3
უჯრედების ზედა ფენების განახლების პერიოდი: 2 – 3 კვირა
300000
ცხიმოვანი ჯირკვლები
2
2 მილიონი საოფლე ჯირკვალი
60
60 მილიონი ნერვული დაბოლოება
60
60 მილიარდი უჯრედი

ჩვენი სამშვინველის სარკე

კანის, როგორ სამშვინველის სარკის მნიშვნელობა ისეთ ყოველდღიურ რეაქციებში ჩანს, როგორიცაა გაფითრება ელდისა და შიშის დროს ან გაწითლება სირცხვილის ან უხერხულობის დროს. გარედან მომდინარე გამღიზიანებლები ჩვენს განწყობაზე მოქმედებს. იმის მიხედვით, რამდენად მგრძნობიარეა ადამიანი, სიცივესა და სითბოს, ზეწოლასა და ტკივილს შეიძლება სხვადასხვა ზეგავლენა ჰქონდეს მასზე. კანი და სამშვინველი მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს. კანის ძალიან ბევრი დაავადება ფსიქიკურ პრობლემებს ან სტრესს იწვევს. და პირიქით, კანის ბევრ დაავადებას ფსიქოსომატური ფონი აქვს. ანთროპოსოფიული მედიცინა  დაავადებების უფრო ღრმა გაგებისკენ ისწრაფვის. ურთიერთკავშირებს კანსა და ფიზიკურ და მშვინვიერ პროცესებს შორის აქ განსაკუთრებით დიდი ყურადღება ეთმობა.

© Skin cross-section Getty Images

All figures are approximate.

დოქტორი ფრანკ მაიერი

ექიმი თერაპევტია

დოქტორი მაიერი სპეციალიზდება ანთროპოსოფიულ მედიცინაში და ჰოლიტიკური მედიცინის ექსპერტია. ცხოვრობს და მუშაობს ნიურნბერგში, გერმანიაში.