გრძნობები

დილის და საღამოს რუტინა, რომელიც განწყობას აგიმაღლებთ

ენერგიის ამაღლება დილით და განტვირთვა საღამოს

დილის რუტინა განაპირობებს დღის ყურადღებით და კონცენტრირებულად დაწყებას, ხოლო ღამის რუტინა დაგეხმარებათ, რომ დღე პოზიტიურ ნოტზე დაასრულოთ და მშვიდად დაიძინოთ.

რატომაა ყოველდღიური რუტინა სასარგებლო

როდესაც საქმე თავის მოვლას ეხება, რუტინებს შეუძლიათ ცენტრალური როლის შესრულება.  რუტინა არის სხვადასხვა ქმედებების თანმიმდევრობა, რომელიც ხშირი გამეორების გზით ჩვევა ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ არიან სავალდებულო, მათ შეუძლიათ ჩვენი ცხოვრების  გაადვილება. არ არსებობს დილის ან საღამოს რუტინის ერთი წესი.   თავის  მოვლის რუტინა ინდივიდუალურად მორგებული უნდა იყოს და ის ყოველდღიურად უნდა განმეორდეს, სანამ  ჩვევაში არ  გადაიზრდება.

გახადეთ რუტინა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად

თუ თავიდანვე ხუთი ახალი რუტინით დაიწყებთ თავის მოვლას, შეიძლება ამან პირიქით დაგძაბოთ და გულიც გაგიტეხოთ. ამიტომ გირჩევთ თავის მოვლის ერთი რუტინა აირჩიოთ და მოგვიანებით დაამატოთ კიდევ ერთი.

რუტინა იქცევა ავტომატურ ჩვევად მინიმუმ 21 დღის და საშუალოდ 2 თვის შემდეგ. თავის მოვლისას მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა. უბრალოდ დროა საჭირო, რომ რუტინა ჩვენი ცხოვრების ნაწილად  გადაიქცეს.

შეარჩიეთ სრულყოფილი დილის რუტინა

დღის კარგად დაწყების საუკეთესო გზაა დილის რუტინის შერჩევა, რომელიც შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს. ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ საკუთარი დილის რუტინის პოვნაში.

5 რჩევა დღის სწორ ნოტაზე დასაწყებად

  1. მიირთვით ჯანსაღი საუზმე: მისი მომზადება გადააქციეთ თქვენი დილის რუტინის ნაწილად. მიირთვით მშვიდად და დამჯდარ მდგომარებაში.
  2. დილა დაიწყეთ დიგიტალური მედიის გარეშე: ტელეფონის ძილის წინ გამორთვა ამაში ძალიან დაგეხმარებათ.
  3. ჩამოწერეთ დღის გეგმა:  ეს დაგეხმარებათ ფოკუსის და ორიენტაციის ჩამოყალიბებაში და დღის სტუქტურირებაში.
  4. საკმარისად იძინეთ: იმისათვის რომ განახლებულად იგრძნოთ თავი. ძილის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და ასაკზეცაა დამოკიდებული. შეეცადეთ ერთიდაიგივე დროს დაიძინოთ.
  5. დღე დაიწყეთ ენერგიულად: გაწელვები დაგეხმარებათ გამოფხიზლებაში. სუფთა ჰაერი დაგეხმარებათ სისხლის მიმოქცევის გააქტიურებაში. იოგა, სირბილი ან თუნდაც მოკლე მანძილზე ფეხით სიარული ჩართეთ დილის რუტინაში. ეს ენერგიის მოზღვავებაში დაგეხმარებათ.

მიიღეთ გამამხნევებელი დილის შხაპი

დილის შხაპი ხელს უწყობს  გამოფხიზლებას.  საშხაპე გელის სურნელი ასევე დიდ როლს თამაშობს დღის განწყობის შექმნაში. ის ხელს უწყობს ფიზიკური სხეულის დაკავშირებას ემოციასთან. ამისთვის იდეალურია საშხაპე საშუალებები სუფთა, ხილის ნოტების გამაცოცხლებელი სურნელით.

შეიმუშავეთ ღამის რუტინა

დღის პოზიტიური ნოტით დასრულება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი კარგი განწყობით დაწყება. საღამოს რუტინა დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ ყოველდღიური  სტრესისგან და დაასვენოთ თქვენი სხეული და გონება. საღამოს დასვენების რუტინა შესანიშნავი საშუალებაა მშვიდი ძილისთვის. ჩვევების გამომუშავება, რომლებიც ხელს უწყობს მშვიდ ძილს, ასევე ცნობილია როგორც კარგი ძილის ჰიგიენა. აქ იპოვით რამდენიმე რჩევას თქვენი საღამოს რუტინისთვის.

5 რჩევა განმტვირთავი საღამოს რუტინისთვის

  1. საღამოს მიირთვი მსუბუქად: როცა კუჭი სავსეა, ძნელია დაძინება, რადგან სხეული დაკავებულია საჭმლის მონელებით. დღის ბოლო კვება უნდა იყოს მინიმუმ ორი საათით ადრე დაძინებამდე. თუ ეს შეუძლებელია, მიირთვი მხოლოდ მსუბუქი საკვები.
  2. დაუთმე დრო საკუთარ თავს: საღამოს გამოყავი ნახევარი საათი აქტივობებისთვის, რომლებიც დღის განმავლობაში გვერდზე გადადე. შეეცადე აწარმოო მადლიერების დღიური ან რამდენიმე წუთი დაუთმე  დღის პოზიტიურ ასპექტებს. ჰკითხე საკუთარ თავს: "რამ გამახარა დღეს?" ან "რისთვის ვარ მადლიერი?".
  3. შეიქმენი მშვიდი გარემო: მოწესრიგებულ ოთახში დაძინება უფრო ადვილია. გარდა იმისა, რომ  თავს კომფორტულად იგრძნობ, ეს ასევე ხელს შეუწყობს ოთახის ტემპერატურის შენარჩუნებას 17-დან 22 გრადუს ცელსიუსამდე და უზრუნველყოფს  მშვიდი საძილე გარემოს შექმნას.
  4. მოერიდე ძილის წინ ეკრანს: ელექტრონული მოწყობილობების მიერ გამოსხივებული ლურჯი შუქი აფხიზლებს. კარგი იქნება, რომ ლეპტოპი და სმარტფონი გვერდზე გადადო დაძინებამდე სულ მცირე ორი საათით ადრე.
  5. გააკეთე რელაქსაციის ვარჯიშები: ნელი, ღრმა სუნთქვა აქვეითებს გულისცემას და არტერიულ წნევას და აქვს დამამშვიდებელი ეფექტი მთელ სხეულზე.მსგავსი შედეგისთვის, თქვენ ასევე შეგიძლიათ სცადოთ მედიტაცია.

გამაჯანსაღებელი შხაპი

საღამოს თბილი შხაპი დამამშვიდებელი სურნელით ამშვიდებს როგორც სხეულს, ასევე გონებას, რაც აუცილებელია განტვირთვისთვის.    გადააქციეთ თქვენი შხაპი არომატული ლავანდის დამამშვიდებელი საპნით რიტუალად, რომ გაექცეთ ყოველდღიური ცხოვრების აურზაურს.

100% ნატურალური ველედას საშხაპე საპნები

ველედას აქვს ბუნებრივი ინგრედიენტებისგან სურნელების შექმნის 100 წლიანი გამოცდილება. მისი დამამშვიდებელი და მდიდარი მცენარეული შემადგენლობის  სხეულის დასაბანი პროდუქტები ახლა ხელმისაწვდომია როგორც საშხაპე მყარი საპნები.

  • დამამშვიდებელი და გამაგრილებელი სურნელის მქონე, 100% ნატურალური ეთერზეთებით.
  • კონცენტრირებული ფორმულის მქონე საპონი ველედას შხაპის გელის  300 მლ ექვივალენტია.
  • ასუფთავებს კანს მცენარეული ფორმულით და სურფაქტანტებით
  • შეფუთვა არ არის პლასტმასისგან (გარდა ლაქის, წებოსა და მელნისა) დამზადებული და შედგება მინიმუმ 55% გადამუშავებული ნედლეულისგან, რაც მას გადამუშავებადს ხდის.
  • ბიოდეგრადირებადი და ვეგანური ფორმულა, 100 პროცენტით ბუნებრივი წარმოშობის
  • დერმატოლოგიურად შემოწმებული კანთან თავსებადობა