ჯანსაღი სამხარი: საგაზაფხულო ბურგერი
ნაშუადღევს, სწრაფი წახემსებისთვის დაამზადეთ ვეგანური ბურგერი შვრიით (ჰერკულესი), სალათის ფოთლებით, ბოლოკით და ნედლი მწვანილებით, როგორიცაა ოხრახუში და ქინძი.
ეს რეცეპტი შემუშავებულ იქნა ბერლინში „უიღბლო სამზარეულო“ში ლი ბრუმაკის მიერ. აქ კულინარული გუნდი სპეციალურად იყენებს სუპერმარკეტებში დაწუნებულ არასტანდარტული ფორმის ბოსტნეულს, რათა მათ მეორე შანსი მიეცეთ და ასე უპირისპირდება საჭმლის ნარჩენების უყაირათო გამოყენებას.
გააკეთეთ ორი ბურგერი
- 50 გ შვრიის ფაფა
- წვრილად დაჭრილი ოხრაშუში და ქინძი
- 1 კვერცხი
- მწიკვი მუსკატის კაკალი
- მწიკვი ძირა
- 5 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
- საფანელი
- მარილი და პილპილი
ფიქსაციისთვის დაგჭირდებათ მარინადი
- 1 პატარა კოლრაბი (თუ გაქვთ)
- 2 სუფრის კოვზი სეზამის თესლის პასტა
- 1 სუფრის კოვზი თაფლი
- 1/2 ლიმონი
- 25 გ დაჭრილი თხილი ან ნიგოზი
- ერთი მუჭა ბოლოკი
- სალათის ფოთლები
- 2 პატარა ფუნთუშა
დამზადების წესი
ჯამში მოათავსეთ შვრიის ფანტელი და დაასხით ორმაგი რაოდენობით წყალი. დაამატეთ დაჭრილი მწვანილი, კვერცხი და სანელებლები. საჭიროების შემთხვევაში, სისქის მისაცემად შეგიძლიათ დაუმატოთ საფანელი. მიეცით მასას 2 მრგვალი ბურგერის ფორმა.
ცალკე ჯამში შეურიეთ ერთმანეთს თაფლი, ლიმონის წვენი, სეზამის პასტა, მარილი და პილპილი. თუ გაქვთ აურიეთ დაჭრილი კოლრაბი და ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი თხილი.
ტაფაზე მოასხით ზეითუნის ზეთი და შებრაწეთ მასში ბურგერები.
გაჭრილი ფუნთუშის ერთ ნახევარზე მოათავსეთ სალათის ფურცლები და დაჭრილი ბოლოკი, ზედ დაადეთ შებრაწული ბურგერი, ზემოდან წაუსვით მარინადი და დაახურეთ ფუნთუშის მეორე ნახევარი.
გემრიელად მიირთვით!
.