ბუნება

სამკურნალო ტუხტი

ზემგრძნობიარე კანის დაცვა

კანს აძლიერებს დამცავი ბარიერის ფორმირების გზით

ტუხტის ბოტანიკური დასახელება althaea ბერძნული სიტყვაა და ‘განკურნვას’ ნიშნავს. ერთი შეხედვით ეს ნაზი მცენარე კარგად უძლებს წყლის ნაკლებობასა და სიცხეს. მის ფესვსა და ყვავილში არსებული ჟელესმაგვარი ნივთიერებები  მცენარეს გახმობისგან იცავენ, ხოლო  ფესვში დაგროვილი ლორწოების მაღალი კონცენტრაცია, მის დამამშვიდებელ, დამაამებელ, დამცავ და დამატენიანებელ თვისებებს განაპირობებს. ამიტომ ტუხტს  ველედა ჩვილისთვის განკუთვნილ კოსმეტიკურ სერიაში იყენებს: ის ჩვილის ზემგრძნობიარე  კანს ტენს უნარჩუნებს და მის თვითრეგულაციას ააქტიურებს, რაც პატარებს გარემოს მავნე ზემოქმედებებისგან თავის დაცვაში ეხმარებათ.

წარმატებული იმიგრაცია

ტუხტი სამკურნალოდ უძველესი დროიდან გამოიყენებოდა ჩინეთში, სირიაში, ეგვიპტესა და საბერძნეთში. მისი ველური სახეობა  რუსეთის სამხრეთისა და ყაზახეთის ვრცელ ტრამალებზე ხარობს. ის თავს კარგად გრძნობს სამხრეთ ევროპაშიც – თეთრი ფერის ნაზი ყვავილების მქონე მცენარე ბალკანეთიდან ვიდრე იბერიის ნახევარკუნძულამდეა გავრცელებული. ცენტრალურ ევროპაში კი სამკურნალო ტუხტი ადამიანმა შემოიტანა, სავარაუდოდ, შუა საუკუნეებში, როდესაც მიწათმოქმედებას შეუდგა. მცენარეთა ამ სახეობებს, რომლებიც ადამიანის უშუალო ან ირიბი გავლენით გავრცელდა და დამკვიდრდა, არქეოფიტებს უწოდებენ.

ისეთივე ნაზი, როგორც ჩვილის კანი

ჩვილის კანი რამდენადაც ნაზი, იმდენადვე მგრძნობიარეა. ამიტომ მის ჯერ ჩამოუყალიბებელ კანს ისეთი მოსავლელი საშუალება სჭირდება, რომელიც მას რბილი, გამათბობელი და დამცავი ფენით დაფარავს და ზედმეტი არომატიზატორებით წონასწორობიდან არ გამოიყვანს. სწორედ ამ მიზეზით ტუხტი იდეალურია ახალშობილის მოსავლელად. ის განსაკუთრებით კარგად ავლენს თავის დამამშვიდებელ და სამკურნალო თვისებებს იჟუჟუნასთან კომბინაციაში. ამასთან ერთად ქოქოსის ზეთი და სეზამის ზეთი ინტენსიურად კვებავს კანს. ეს ინგრედიენტები ნეიროდერმიტის შემთხვევაშიც ძალიან კარგად უთავსდება კანს და ქავილს აამებს.

არაპარფიუმირებული, დამამშვიდებელი
არაპარფიუმირებული, უვლის და ამშვიდებს კანს

All images (c) Angelika Salomon