ხორბალი
თავის კანის დარღვეული ჰიდროლიპიდური ბალანსის აღმდგენი
ეხმარება თმას ბზინვარებაში და თავის კანს სიჯანსაღეში
ხორბალი თავისი სწორადმდგომი ღეროთი და დამახასიათებელი კომპაქტური თავთავით ჩვენთვის მარცვლეული კულტურის განსახიერებას წარმოადგენს. ის კაცობრიობის ისტორიაში უძველესი პურეული კულტურაა და წარმოების მოცულობით მას მხოლოდ სიმინდი უსწრებს წინ. ხორბლის გაწონასწორებულ ხასიათზე უკვე მისი ზრდის პროცესი მიუთითებს: მოხდენილი ღერო იმაზე ბევრად დიდ ტვირთს ერევა, ვიდრე თვითონ იწონის, ის მწიფე თავთავის სიმძიმის ქვეშაც კი არ იხრება. სწორედ ამიტომ აირჩია ველედამ ხორბალი თმის მოსავლელი ახალი სერიისთვის წამყვან მცენარედ. როდესაც თავის კანის ჰიდროლიპიდური ბალანსი ირღვევა და ქერტლი ჩნდება, ხორბლის დამარეგულირებელი მოქმედება მას სწრაფად ამშვიდებს. ფორმულა მარტივია: ჯანსაღი თავის კანი = ლამაზი თმა.
ერთდროულად ძლიერიც და ფრთხილიც
ხორბლის ღივების ზეთი დიდი რაოდენობით შეიცავს E ვიტამინსა და ლეციტინს. ეს საკვები, აღმდგენი ნივთიერებები დადებითად მოქმედებენ თმის სტრუქტურაზე. გარდა ამისა, ამ ზეთის შემადგენლობაში შემავალი პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები თმის ძირების აღდგენას უწყობს ხელს. ეს კი ბუნებრივი გზით ებრძვის თმის ცვენას. ხორბლის ღივების ზეთს ჰარმონიაში მოჰყავს თავის კანში მიმდინარე ანაბოლური და კატაბოლური პროცესები: ქერტლის ჭარბი წარმოქმნა მუხრუჭდება და თავის კანი ჯანსაღდება, რაც ასე მნიშვნელოვანია ლამაზი თმისთვის.