ბროწეული
გარეთ ატლასი, შიგნით ათასი
გარედან მშრალი ბროწეულის ნაყოფი სავსეა წითელრბილობიანი მარცვლებით, რომლებიც თავისი ფორმით იუველირულ მძივებს მოგვაგონებენ
სილამაზისა და ძალის სიმბოლო
ბროწეული უკვე ათასწლეულების მანძილზეა ცნობილი ბევრ კულტურაში. გარეგნულად ლამაზი ბროწეულის ნაყოფი გახსნისას თავისი მდიდარი, წვნიანი და გემრიელი მარცვლებითაც გვაოცებს. ამ იდუმალი ნაყოფის კულტივირებას უპირველეს ყოვლისა ხმელთაშუაზღვისპირეთში, წინა აზიასა და ინდოეთში მისდევენ, სადაც ის სიცოცხლის, ნაყოფიერებისა და ვნებიანობის სიმბოლოდ ითვლება. წამყვან მცენარედ ველედას კოსმეტიკური სერიისთვის ბროწეული მისი ანტიოქსიდაციური და აღმდგენი თვისებების გამო შეირჩა. მისი შემადგენელი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები კანს აახალგაზრდავებს და ის ბუნებრივად გადატკეცილი ხდება.
ბროწეულის საოცარი თვისებები
ბროწეულის თესლის ზეთში შემავალი პოლიფენოლები, რომლებსაც არაჩვეულებრივად მაღალი ანტიოქსიდაციური პოტენციალი აქვთ, შესანიშნავად იერთებენ ე. წ. თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც კანისა და უჯრედების დაბერებას აჩქარებენ. შედეგად კანი ბუნებრივად იჭიმება და გადატკეცილი ხდება. პოლიფენოლების სასარგებლო თვისებები მრავალი სამეცნიერო გამოკვლევით არის დადასტურებული.
ბროწეული (punica granatum) უნიკალურია იმითაც, რომ მისი ზრდის პროცესები არათანმიმდევრულია და შეუმჩნევლად გადადიან ერთიმეორეში – ზუსტად ისე, როგორც ჩვენი ცხოვრების ფაზები. ამიტომ ბროწეულის დადებითი თვისებები განსაკუთრებით 40 წლის ასაკიდანაა რეკომენდებული – მისი თესლის ზეთი გარდამავალ პერიოდში სტაბილურს ხდის და დაძაბულობას უხსნის კანს. მას შინაგანი სილამაზე თანხმობაში მოჰყავს გარეგანთან. ბროწეულის წყალობით შეგიძლიათ მშვიდად უყუროთ მომავალს.
იდუმალი ეგზოტი
ბროწეული წარმოშობით სპარსეთის უძველესი სამეფოდანაა, რომლის შემადგენლობაში დღევანდელი საბერძნეთის, თურქეთის, ირანისა და ერაყის მიწები შედიოდა. ანტიკური ხანიდან, ის სილამაზის, ნაყოფიერებისა და სიძლერის სიმბოლოდ ითვლება. ბროწეული არა მარტო ძველ წერილობით წყაროებშია მოხსენიებული, მას ყველა ეპოქის ხელოვნებაშიც ვხვდებით. საყურადღებოა მისი როლი ევროპულ ზღაპრებში. ხანგრძლივი ისტორიის მქონე ეს მცენარე თვითონაც დიდხანს ცოცხლობს: ზოგი ეგზემპლარი 200 წლამდე ასაკს აღწევს. ერთხანს მივიწყებული ბროწეულის ნაყოფი უკანასკნელ წლებში, შეიძლება ითქვას, ხელახლა აღმოაჩინეს და მას ისევ ინტენსიურად იყენებენ კულინარიასა და კოსმეტიკაში.
ერთი სასარგებლო რჩევა ყველასთვის, ვისაც ბროწეულის დაგემოვნება უნდა: ბროწეულის მარცვლები ბუდიდან ადვილად ამოვარდებიან, თუ ნაყოფს შუაზე გადასერავთ, ფრთხილი დაწოლით გააცალკევებთ ერთმანეთისგან და შემდეგ ქერქზე კოვზით ღონივრად დააკაკუნებთ.