ფეტვი
თმისა და თავის კანის არაჩვეულებრივი მკვებავი
საკვები ნივთიერებებით მდიდარი ეს საოცრება უზრუნველყოფს თმისა და თავის კანის სიჯანსაღეს
დიდ ხნის განმავლობაში, უსამართლოდ მივიწყებული ფეტვი, ახლა ისევ დაუბრუნდა ჩვენს მინდვრებს. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ის გასაოცრად მდიდარია მინერალებითა და მიკროელემენტებით: სილიციუმი, რკინა, მაგნიუმი, რომლებიც განსაკუთრებით სასაგებლოა კანისა და თმის, სახსრებისა და ძვლებისთვის. ფეტვი ცხელ რეგიონებში იზრდება და ზრდის პროცესში ბევრ მზესა და სითბოს შეითვისებს. იმისთვის, რომ მარცვალი არ გამოშრეს, მცენარე გონივრულ ხერხს მიმართავს: ის მარცვალს სილიციუმმჟავას საფარში ახვევს. სწორედ სილიციუმმჟავა აძლევს ფეტვს დამცავ და აღმდგენ ძალას, რომლესაც ველედა წარმატებით იყენებს ბუნებრივი შამპუნების სერიაში.
ბუნების მაშენებელი ძალა
ჯანსაღი თმა - მიუხედავად ასაკის, სქესის, ფერის ან სისქისა - ხასიათდება სიძლიერით, ბუნებრივი ბზინვარებით და ადვილად ივარცხნება, რადგან მასში ცხიმისა და ტენიანობის შემცველობა ბალანსშია. როდესაც თმის სტრუქტურა ნორმალური და ჯანმრთელია, ფეტვის დამცავი თვისებები ამ მდგომარეობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ჯანმრთელი თმა ბზინავს, რადგან მისი გლუვი ზედაპირი კარგად ირეკლავს სინათლის სხივებს. გარდა ამისა, ფეტვის ქატოს ექსტრაქტი თმას მოქნილობას უნარჩუნებს და ფაქიზად უვლის თავის კანს.