ბუნება

სამკურნალო მცენარეები - სიბრძნე ბუნების წიგნისა

ჩვენ ვიყენებთ მრავალ სამკურნალო მცენარეს

ათასწლეულებია ადამიანი იყენებს მცენარეებს, როგორც ბუნებრივ სამკურნალო საშუალებებს. ამისათვის კი ის საჭიროებს ფართო ცოდნას და გამოცდილებას. ველედა ბუნების ამ სიბრძნეს განსაკუთრებული მეთოდით შიფრავს.

ველედას ბაღი, შვებიშ გმუნდში, გერმანია

რამდენი სამკურნალო მცენარე იზრდება ვეცგაუში?

თითქმის ყველას სმენია სამკურნალო ბალახებისა და მცენარეების შესახებ, რომლებსაც იყენებენ და აფასებენ მთელ მსოფლიოში მათი სამკურნალო თვისებების გამო. მათ შორის ყველაზე პოპულარულია არნიკა, კრაზანა, კამა, ლავანდა, ყვითელი ნაღველა, გვირილა, პიტნა, ბეგქონდარა და ხახვი. მაგრამ სამკურნალო თვისებების მქონე მცენარეების რაოდენობა გაცილებით დიდია. WWF-ის (World Wide Fund For Nature) შეფასებით, მსოფლიოში 50000-დან 70000-მდე მცენარეთა სახეობა გამოიყენება ჯანმრთელობის მიზნებისთვის. ევროპაში თითქმის 2000 მცენარის სახეობა გამოიყენება სამკურნალოდ; მათგან დაახლოებით 1200 არის კონტინენტის მკვიდრი.1) ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობის 80 პროცენტი იყენებს სამკურნალო მცენარეებს  სამედიცინო დანიშნულებით.

მათი ეფექტი ათასწლეულების განმავლობაში დადასტურებული და გამოცდილია

სამკურნალო მცენარეებით მკურნალობა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ფიტოთერაპია, არის ერთ-ერთი უძველესი სამკურნალო მეთოდი. ასპირინის არსებობამდე დიდი ხნით ადრე, ჰერბალისტებმა იცოდნენ, რომ ტირიფის ქერქს აქვს დამამშვიდებელი და ანტისეპტიკური მოქმედება ტკივილსა და ცხელებაზე. გერმანიაში ამჟამად გამოყენებული წამლების დაახლოებით 50 პროცენტი 2) ეფუძნება სამკურნალო მცენარეებს ან მათ აქტიურ ინგრედიენტებს, თუმცა მთელ მცენარეს იშვიათად იყენებენ. ამის ნაცვლად, მცენარე ხშირად წარმოადგენს ნედლეულ მასალას, საიდანაც შემდეგ იზოლირებულია აქტიური ნივთიერებები. მაგალითად, მორფინი, ძალიან ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი, გამოიყოფა ოპიუმის ყაყაჩოდან.

ტირიფის ქერქს აქვს დამამშვიდებელი და ანტისეპტიკური მოქმედება ტკივილისა და სიცხის დროს.

ბუნების სიბრძნე

მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია ცალკეული აქტიური ნივთიერების თვისებების ცოდნა, არისტოტელეს თეზისი, რომ „მთელი გაცილებით მეტია, ვიდრე მისი ნაწილების ჯამი“ ხშირად გამოიყენება სამკურნალო მცენარეებზე. ეს იმიტომ ხდება, რომ მცენარეები შეიცავს ასობით ან თუნდაც ათასობით სხვადასხვა ნივთიერებას, რომლებიც ერთად კომპლექსურად მოქმედებენ.

ანთროპოსოფიული პრეპარატები ხშირად შეიცავენ სხვადასხვა სამკურნალო მცენარეების კომპოზიციებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას, მაგალითად, საჭმლის მონელების პრობლემების სამკურნალოდ. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცალკეული ნივთიერების და მათი კონცენტრაციის გათვალისწინება, არამედ ის, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ეს განსხვავებული ნივთიერებები: ისინი ერთად ქმნიან რაღაც ახალს. ამიტომ ანთროპოსოფიულ პრეპარატებში გამოყენებული კომპოზიციები სცილდება სუფთა ფიტოთერაპიას.

სამკურნალო მცენარე: მეტი, ვიდრე უბრალოდ „ნივთიერება“

სამკურნალო მცენარეების ზრდაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი: კლიმატი და ნიადაგი, დღისა და ღამის რიტმი ან თუნდაც სეზონურობა. ისინი ხელს უწყობენ იმის დადგენას, თუ როგორ შეიძლება გამოიყენებულ იქნას სამკურნალო მცენარე. ანთროპოსოფიულ მედიცინაში მიმდინარე კვლევების მიხედვით, სამკურნალო მცენარეების ეფექტი არ შეიძლება დაიყვანებოდეს მათ ფიზიკურ ეფექტებამდე. ისინი გავლენას ახდენენ ასევე გონებრივ და სულიერ დონეზე. ამ კავშირების გასაგებად საჭიროა მრავალწლიანი სპეციალიზაცია და გარკვეული ტექნიკების პრაქტიცირება. მაგალითად, მცენარე ან მისი მდებარეობა შეიძლება განმეორებით დაიხატოს წლის განმავლობაში. ცვლილებები, რომლებიც ხდება მცენარის ზრდისას და მისი განვითარების სხვადასხვა ფაზების დროს, აშკარად ხილული ხდება ამ გზით და ამან შეიძლება ხელი შეუწყოს მცენარის არსის ახლებურად  გაგებას.

ევროპის უდიდესი სამკურნალო მცენარეების ბიოდინამიური ბაღი

ვეცგაუში, შვაბიშ გმუნდის მახლობლად, მდებარეობს ველედას გული: სამკურნალო მცენარეების ყველაზე დიდი ბიოდინამიური ბაღი ევროპაში. ამ ბიოტოპში, სადაც კულტივირებულია 120 სხვადასხვა სახეობის სამკურნალო მცენარე, სულ 900-ზე მეტი სახეობის მცენარე ხარობს. ძირითადად ერთწლოვანი და მრავალწლიანი ადგილობრივი სახეობები იზრდება ღია ცის ქვეშ, მათ შორის 25 სხვადასხვა მერქნიანი მცენარე. ყვავილები, ხილი, ფესვები, მთლიანი მცენარეები და ხის ქერქი გროვდება მთელი წლის განმავლობაში. იმავდროულად, ტროპიკული მცენარეები, როგორიცაა ბრიოფილუმი და პასიფლორა (ვნების ყვავილი), და სითბოს მოყვარული მცენარეები, როგორიცაა ტაბაკუმი (თამბაქო)  სათბურებში იზრდება. ვიზიტორებს შეუძლიათ გაეცნონ ნიადაგის მოვლას, კომპოსტირებას, ველედას სამკურნალო მცენარეების გაშენების განსაკუთრებულ გზებს: თესლის გაღივებიდან დაწყებული და მცენარეების მოსავლის აღებით დამთავრებული.

სქინფუდის ფორმულა 1926 წლიდან უცვლელია. ის შეიცავს კალენდულას, როზმარინის, გვირილის და იაჟუჟუნას ექსტრაქტებს.

ველედა მრავალ სამკურნალო მცენარეს იყენებს

მცენარეების, მეტალებისა და მინერალების ბუნებრივი სამკურნალო ძალა მოქმედებს ველედას მიერ წარმოებულ სამკურნალო პროდუქტებში. ისინი გააქტიურებულია  იმ უნიკალური ფარმაცევტული პროცესების წყალობით, რომლებსაც ველედა იყენებს მათ წარმოებაში.

მის ბუნებრივ კოსმეტიკურ პროდუქტებში, ტანისა და სახის მოვლის სერიებში, ბევრი ტრადიციული სამკურნალო მცენარე გამოიყენება ეთერზეთებისა და მცენარეული ინგრედიენტების სახით. კალენდულა  არა მხოლოდ ველედას ბავშვის მოსავლელი სერიის წამყვანი მცენარეა, არამედ  პოპულარული სქინფუდისაც.

წყარო:

1) Naturmedizin boomt – häufig auf Kosten der Natur, www.wwf.de
2) Der Wert der biologischen Vielfalt, www.wwf.de

მცენარეული საშუალებებისა და სამკურნალო მცენარეების ისტორია

  • დიოსკურიდე (1st century AD)
    “De Materia Medica”, პირველი ყოვლისმომცველი მცენარეული სამედიცინო ენციკლოპედიაა ევროპაში, რომელიც დაწერა ბერძენმა ექიმმა დიოსკურიდემ. მასში მან აღწერა 1000 წამალი, რომელთაგან 600 მცენარეული იყო. იგი მე-17 საუკუნემდე ითვლებოდა სამკურნალო საშუალებების სტანდარტულ ცნობარად და ითარგმნა რამდენიმე ენაზე.
  • ჰილდეგარდ ფონ ბინგენი (1098–1179)
    ჰილდეგარდ ბინგენელი იყო ბენედიქტინელი მონაზონი, აბატი, პოეტი, კომპოზიტორი და პირველი გერმანელი ბუნებისმეტყველი.  თავის ნაშრომში Physica, რომელიც ერთგვარ ფარმაკოპეას წარმოადგენს, მან აღწერა 300-მდე სამკურნალო მცენარე.
  • პარაცელსი (1493–1541)
    თეოფრასტ ბომბასტუს ფონ ჰოჰენჰაიმი, რომელიც ცნობილიაა პარაცელის სახელით, მედიცინის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. ის იყო მოგზაური ექიმი, მისტიკოსი და ალქიმიკოსი, ასევე ქალაქის ექიმი და პროფესორი ბაზელში, შვეიცარია. მცენარეებზე დაკვირვებით მან გამოიკვლია მათი სამკურნალო პოტენციალი და შეიმუშავა „სიგნატურის დოქტრინა“.
  • წიგნები მცენარეებისა და სამკურნალო მცენარეების შესახებ (თანამედროვე ეპოქაში)
    ბეჭდვის გამოგონების წყალობით, წიგნები მცენარეებისა და სამკურნალო მცენარეული საშუალებების შესახებ, რომლებიც იმ დროისთვის ძალიან მოთხოვნადი იყო, ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა. შემდეგი ავტორები ითვლებიან ბოტანიკის მამებად:

    ოტო ბრუნფელსი (1489–1534): სამკურნალო მცენარეების ილუსტრაციები (1532)

    იერონიმუს ბოკი (1498–1554)სამკურნალო მცენარეების წიგნი (1539). მასში მღვდელმა და ექიმმა პირველად აღწერა მრავალი მცენარე. ის შეიცავს 450 გრავიურას.

    ლეონარდ ფუხსი (1501–1566): სამკურნალო მცენარეების წიგნი (1543). მე-16 საუკუნის მცენარეული წიგნების ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორის ეს წიგნი 500-ზე მეტ დეტალურ ილუსტრაციას მოიცავდა.

  • რუდოლფ შტაინერი (1861–1925) და იტა ვეგმანი (1876–1943)
    ექიმ იტა ვეგმანთან ერთად რუდოლფ შტაინერმა დააარსა ანთროპოსოფიული მედიცინა, რომელშიც ადამიანსა და ბუნებას შორის კავშირი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ანთროპოსოფიული მედიცინა არის ინტეგრაციული სამედიცინო სისტემა, რომელიც ეფუძნება ორ წყაროს: სასკოლო მედიცინას, რომელიც დაფუძნებულია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე და ანთროპოსოფიის დასკვნებს, რომელიც დაფუძნებულია სულიერ მეცნიერებებზე. ეს ორი მიდგომა ავსებს ერთმანეთს. ეს იმიტომ, რომ ადამიანი შედგება ფიზიკური სხეულის, სამშვინველისა და სულისაგან, რომლებიც ერთიმეორეზე ზემოქმედებენ.