ზამბახი
კანის სინოტივის რეგულირების ოსტატი
შერეულ კანს ეხმარება სინოტივის დაბალანსებაში - არც ცხიმიანი, არც მშრალი
მას, როგორც პოპულარულ დეკორატიულ მცენარეს, ხანგრძლივი ისტორია აქვს. მაგრამ უძველესი ხანიდან ცნობილია მისი სამკურნალო თვისებებიც. თავისი არსებობის მანძილზე, ზამბახს მეფური პატივიც კი ხვდა წილად: ის ბურბონების ცნობილ გერბს ამშვენებს. მრავალი წელია, ზამბახი კანის მოსავლელადაც გამოიყენება. მის ღონიერ ფესურას არაჩვეულებრივი თვისება აქვს: ისე ინახავს ტენს, რომ ზამბახი უკიდურესად ნოტიო და უკიდურესად მშრალ პერიოდებს თანაბრად კარგად უძლებს. გარდა ამისა, გვალვის დროს მცენარე ფოთლებისა და ღეროს გარშემო დამცავ აპკს იკეთებს, ჰაერის მაღალი ტენიანობის შემთხვევაში კი ზედმეტ ტენს წყლის წვეთების სახით გამოყოფს. ასე რომ, ზამბახი იდეალური მაგალითია კანისთვის, როცა საქმე ტენის შემცველობის თვითრეგულირებას ეხება.
მისაბაძი მოდელი ახალგაზრდა კანისთვის
ბავშვის კანი ჩვეულებრივ ხავერდოვანი, ნაზი და ელასტიურია. გარდამავალი ასაკიდან ადამიანის ბიოგრაფიაში ბევრი რამ იცვლება: ის ცხოვრების მრავალმხრივ წახნაგს ეცნობა და გამოცდილებას იძენს. ეს დაძაბული პერიოდი ხშირად კანის მდგომარეობაზეც აისახება. ის შეიძლება მგრძნობიარე და მშრალი, ან ცხიმიანი და ანთებისკენ მიდრეკილიც კი გახდეს. ასეთ ვითარებაში ზამბახის დამაბალანსებელი თვისებები კანს წონასწორობის აღდგენაში ეხმარებიან. ჟოჟობას (უნაბი) მკვებავ ზეთთან და დამამშვიდებელ ჰამამელისთან კომბინაციაში ზამბახი კანის ფუნქციების ჯანსაღ მდგომარეობამდე დარეგულირებას უზრუნველყოფს. ცხიმებისა და ტენის შემცველობა წონასწორობაში მოდის და ახალგაზრდა კანი თავის ბუნებრივ სილამაზეს იბრუნებს.