ლიმონი
კარგი განწყობისა და ენერგიის წყარო
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ეს მჟავე ნაყოფი ფაქტიურად სავსეა C ვიტამინით.
ლიმონის სურნელს მაშინვე ამოიცნობთ. მისი გრილი არომატი და კაშკაშა შეფერილობა გარემოზე გამაცოცხლებლად მოქმედებს. ნაყოფის ინტენსიური ეთერზეთები მთელს მცენარეს გამსჭვალავს, რის გამოც ის განუმეორებელ სურნელს ავრცელებს. მარადმწვანე ლიმონის ხე სავსეა სასიცოცხლო ძალებით, ის მთელი წლის განმავლობაში ყვავის და ნაყოფს იძლევა. ერთ ცალკეულ მცენარეს წელიწადში მთელი ერთი ტონა ნაყოფის მოცემა შეუძლია. ველედა წარმატებით იყენებს ამ მძლავრ ენერგიას: ნაყოფის ეთერზეთები და ბუნებრივი სუფთა წვენი მისი წამლებისა და კოსმეტიკური პროდუქტების მნიშვნელოვან კომპონეენტებს წარმოადგენენ.
ცოცხლად შეფუთული 100% ენერგია
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ლიმონი, როგორც იტყვიან, პირთამდე სავსეა C ვიტამინით. ის ხომ ტყუილად არ დამკვიდრდა, როგორც შინაური სამკურნალო საშუალება გაცივების დროს: „ცხელი ლიმონი“ ცოტაოდენი თაფლით ამხნევებს და ძალას მატებს. თივის ცხელებისას ის მომჭიმავად მოქმედებს და აცხრობს ანთებულ ლორწოვან გარსს. რაც უფრო მწიფეა ლიმონი, მით უფრო ინტენსიურია მისი ნაყოფის სიმჟავე და მით უფრო ძლიერად ამჟღავნებს ლიმონი თავის მომჭიმავ, გამწმენდ და გამაცოცხლებელ მოქმედებას. სხეულის მოვლისთვის განკუთვნილი ლიმონის სერიისთვის ველედა სიციალიაში ბიოდინამიკური წესით მოყვანილ ლიმონს იყენებს. ამ ლიმონში განსაკუთრებით მაღალია შაქრის, მჟავისა და ვიტამინების შემცველობა. მისი ძვირფასი ეთერზეთები არა მარტო კანზე, არამედ სამშვინველზეც დადებითად მოქმედებენ: ეთერზეთების ინტენსიური სურნელი სასიცოცხლო ენერგიას აღვიძებს და მთელი დღის განმავლობაში კარგ განწყობას უზრუნველყოფს.
ლიმონის ისტორია
უკვე მრავალი საკუნეა, რაც ლიმონი ნაყოფიერი კულტურული მცენარის მაღალ რეპუტაციას ამართლებს. წარმოშობით ჩრდილოეთი ინდოეთიდან, ლიმონი უკვე შუა საუკუნეებში იწყებს მთელი მსოფლიოს დაპყრობას. დღეს ლიმონის ხეს მრავალ ქვეყანაში ახარებენ, ჩინეთიდან დაწყებული ვიდრე ესპანეთამდე. ყველაზე უკეთ მცენარე ნაყოფიერ ნიადაგზე, მზის უხვი სხივების ქვეშ ხარობს. სიცივეს კი ლიმონი ვერ იტანს: ტემპერატურა ცელსიუსის შკალით 15-დან 30 გრადუსამდე უნდა იყოს. კარგ პირობებში ლიმონის ხე 100 წლამდე ცოცხლობს.