ბუნება

მცენარის პორტრეტი: ჰამამელისი

ამ მცენარის განსაკუთრებულობა შემოდგომაზე ხდება თვალნათელი. წითელ-ყვითელი ფოთლების გაცვენის შემდეგ, გაშიშვლებული ტოტები სულ მალე კაშკაშა ყვითელი ენისებური ყვავილებით იფარება და თებერვლამდე ყვავის.

მცენარე

ჰამამელისის (Hamamelis virginiana) სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ ნაწილების ტენიანი ფოთლოვანი ტყეები და მდინარეების ნაპირებია. იქ ის ტრადიციულად ინდიელების მიერ სამკურნალოდ გამოიყენებოდა. მე-18 საუკუნეში ის შემოიტანეს ევროპაში, როგორც დეკორატიული მცენარე, მაგრამ მალევე დაიწყეს მისი სამკურნალო მიზნით გამოყენება.

ყვავილები

ჰამამელისის ყვითელი ყვავილები შემოდგომა -ზამთრის ლანდშაფტს აფერადებენ და თოვლის ქვეშაც უცვლელად ძლებენ. მათი ინტენსიური სურნელი ადვილად ვრცელდება ზამთრის გაწმენდილ ჰაერში. ყვავილების ობობას ფეხებივით მორკალული ფორმა კლანჭებს წააგავს და უსიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს. შეიძლება ესეცაა მიზეზი, რომ  მისი ინგლისური სახელია “witch hazel”- „ალქაჯის კაკალი“.

ფოთლები და ქერქი

ფოთლები და ქერქი მდიდარია ეთერზეთებით, ფლავონოიდებით და ტანინით. კაკალი კი დამაწყნარებელი და შემკვრელი თვისებებით გამოირჩევა. ის ასევე ხელს უწყობს კანში ტენის შენარჩუნებას.