ბუნება

მაკა – Lepidium meyenii

მცენარის პორტრეტი

ამერიკის მკვიდრი მოსახლეობა, ათასობით წლის განმავლობაში, იყენებდა მაკას, როგორც საკვებს და წამალს. ეს ძლიერი ბალახოვანი მცენარე თავისი არომატული ფესვით არის ლეპიდიუმის გვარის წარმომადგენელი და იზრდება ანდებში, მაღალ ფერდობებზე. ველედა იყენებს ამ მცენარეს სახის კანის მოსავლელ ახალ სერიაში.

ინკების გამაძლიერებელი ტუბერი

ისტორიული წყაროების მიხედვით, ინკას მეომრები ყოველი ბრძოლის წინ იძლიერებდნენ თავის ჯანმრთელობას, ძალასა და გამძლეობას მაკას ფესვით. სამხრეთ ამერიკის ძირძველი ხალხები დღესაც იყენებენ მაკას სამკურნალო მცენარედ და საკვებად. მის ფესვის ტუბერს აქვს მაღალი კვებითი ღირებულება, შედარებულია სიმინდის, ბრინჯის და ხორბლის ღირებულებებთან.

კულინარიაში გამოყენებისას მაკას ნედლ ფესვს ჩვეულებრივ ადუღებენ მარილიან წყალში. გამხმარი ფესვებიდან შეიძლება გაკეთდეს ტკბილი პუდინგი, რომელიც ესპანურად ცნობილია როგორც მაზამორა. მაკას მწვანე ფოთლები შეიძლება სალათის სახით მიირთვათ. მცენარეს ასევე აფასებენ, როგორც  საკვებ დანამატს, როგორც ბუნებრივ ანაბოლიკს, უნაყოფობის საწინააღმდეგო და მეხსიერების გასაუმჯობესებელ საშუალებას. მაკას ფხვნილი და კაფსულები კომერციულად ხელმისაწვდომია დიეტური დანამატის სახით, ხშირად C ვიტამინთან ერთად.  ფხვნილსა და ფესვს აქვს ტკბილი  და ალაოს რბილი გემო. მაკა შეიძლება დაემატოს სმუზის, თხილის რძეს, დესერტებსა და მუსლებს,  როგორც გამაჯანსაღებელი საშუალება.

პერუანელი მაკა

მაკას (Lepidium meyenii)  სამშობლოა პერუს ანდების მაღალი პლატოები, სადაც ის ხარობს ზღვის დონიდან 3500-დან 4500 მეტრამდე სიმაღლეზე. ეს არის ძლიერი და ძალიან გამძლე მცენარე. არც დღის სიცხე და არც ღამის ყინვა არ მოქმედებს მასზე, ასევე კარგად უმკლავდება მწირ ნიადაგს, მზის ძლიერ შუქს და ძლიერ ქარს.

ეს ბალახოვანი, ორწლიანი მცენარე  20 სანტიმეტრამდე სიმაღლის იზრდება და ეკუთვნის ჯვაროსანთა ოჯახს. მსხლის ფორმის მთავარღერძიანი ფესვი 5-14 სმ სიგრძისაა. პირველ წელს,  ხორციანი ფოთლების მკვრივი როზეტები  მიწაზე ხალიჩას ქმნიან. მეორე წელს, იკეთებენ თეთრ საგველა ყვავილედებს.

ყვავილობის პერიოდში ივლისიდან ოქტომბრამდე გამოყოფს ძლიერ სურნელს. ფესვების მოსავალს ჩვეულებრივ ივნისში იღებენ. ისინი განსხვავდებიან ფერებში თეთრი და ყვითელიდან ვარდისფერ და წითელამდე. მაკა ასევე ცნობილია როგორც "პერუს ჟენშენი".

ახლად აღმოჩენილი კოსმეტიკური სარგებელი

როგორც საკვები, მაკა იძლევა ენერგიას და ძალას. მაკას ფესვი შეიცავს ნახშირწყლებს, ცილებს, ლიპიდებს და ბოჭკოებს, ასევე კალციუმს, კალიუმს, მაგნიუმს და რკინას. მიუხედავად იმისა, რომ მისი  სარგებელი,  დიდი ხანია ცნობილია, მისი მცენარეული ცილები ასევე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს კოსმეტიკური თვალსაზრისით. ველედა იყენებს მაკა პეპტიდებს, რომლებიც გამოიყოფა ფესვის ტუბერის ცილებიდან ფერმენტაციის პროცესის გამოყენებით. მათი უნიკალური ძალა მდგომარეობს მათ ბუნებრივ წარმოშობაში. როგორც კოსმეტიკური პროდუქტების ინოვაციური აქტიური ინგრედიენტი, მაკას პეპტიდები ავლენენ მაკას ფესვის სრულ რეგენერაციულ პოტენციალს: ააქტიურებენ უჯრედების განახლებას და მხარს უჭერენ კანის თანდაყოლილ რეგენერაციულ პროცესებს, ასევე აუმჯობესებენ კანის ელასტიურობას და ამცირებს დაბერების ხილულ ნიშნებს.

ველედასთვის მცენარე არა მხოლოდ აქტიური ინგრედიენტია, არამედ ის ბუნების სიბრძნის მატარებელიცაა.

ლილიტ შვერტლე ველედას კოსმეტიკის კონსულტანტი