არნიკას პორტრეტი
არომატული არნიკას სამკურნალო ძალა საუკუნეებია გამოიყენება სხეულის ყრუ დაზიანებების დროს, როგორიცაა დაჟეჟილობა, დაჭიმულობა, ჰემატომა. მასში 150-მდე აქტიური ნივთიერებაა აღმოჩენილი.
წარმოშობა
მცენარის ბოტანიკური სახელია Arnica montana. ეს გამძლე მცენარე ძირითადად ცენტრალური და სამხრეთ ევროპის მთებში იზარდება. ის ირჩევს მჟავე და კალციუმით მწირ ნიადაგს. მისი პოვნა შეიძლება როგორც დაბლობზე, ისე ზღვის დონიდან 2800 მ-ზე.
ყვავილები
არნიკა რთულყვავილოვანთა ოჯახის წარმომადგენელია, ვარსკვლავივით მანათობელი კალათა ყვავილედით. ის ყვავის მაისიდან აგვისტომდე. მისი კაშკაშა ყვითელი ენისებრი ყვავილები ასიმეტრიულადაა განლაგებული და ყოველი ყვავილი ინდივიდუალობით გამოირჩევა.
ზრდა და გადამუშავება
ეს ბალახოვენი მცენარე სიმაღლეში 20-60 სმ-მდე იზრდება. აქვს ტყავისებური, შებუსვილი ფოთლები და ძლიერი ღერო, რომელიც მთის ქარებს უძლებს. მიუხედავად იმისა, რომ არნიკა მკაცრ რეგიონში კარგად ხარობს, ის ძალიან მგრძნობიერად რეაგირებს მის ბუნებრივ ეკოსისტემაში მიმდინარე ცვლილებებზე.
არნიკა იკრიფება სრული ყვავილობისას და დანიშნულებისდა მიხედვით ხდება ფესვის, ღეროს, ყვავილისა თუ მთელი მცენარის ხელით შეგროვება. მისი ექსტრაქტები ამცირებენ შეშუპებას, აქრობენ ანთებას და ხელს უწყობენ კანის დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციას. ისინი ასევე ააქტიურებენ სისხლის მიმოქცევას და ამით აჩქარებენ განკურნების პროცესს.