მზისგან დამცავი მცენარეები
ზაფხულში, შეგიძლიათ ისიამოვნოთ მზის აბაზანებით. მაგრამ – უმჯობესია, ზომიერად. თუ მაინც ზედმეტად დიდხანს დარჩით მზეზე, ალოეს ჟელე და ჭინჭრის ექსტრაქტი მზით გაღიზიანებულ კანს გამაცოცხლებელ სიგრილეს აჩუქებს. რატომ არის ეს ორი მცენარე ასე სასარგებლო ჩვენი კანისთვის და რა შეგვიძლია მათგან ვისწავლოთ?
პატარა ჯინჭარი
ამ პატარა მცენარის (Urtika urens) მსუსხავ ბუსუსებთან შეხების უსიამოვნება ადამიანების უმეტესობას გამოცდილი აქვს. მაგრამ სწორედ მას, ამ შეუმჩნეველ მცენარეს, რომელიც ბაღებში და მინდვრებზე იზრდება, შეუძლია, დაგვეხმაროს, როდესაც ჩვენმა კანმა ზედმეტად ბევრი მზე შთანთქა ან როდესაც მწერის ნაკბენები გვაწვალებს. ეს ერთწლიანი მცენარე, რომელიც სიმაღლეში მხოლოდ 50 სმ-მდე იზრდება, ძალიან მწარედ ისუსხება. ის ორსქესიანია: ქვემოთ მდედრობით ყვავილებს ისხამს და ზემოთ – მამრობითს. მაგრამ, როგორც წესი, ისინი ერთდროულად არ ყვავიან. ჭინჭრის ამ პატარა სახეობისგან განსხვავებით, დიდი ჭინჭარი (Urtica dioica) სიმაღლეში ორ მეტრამდე იზრდება და მრავალწლიანია. ის ნიადაგში ფართო ქსელს წარმოქმნის და მისი საშუალებით ვრცელდება. მამრობითი სქესის მცენარე მტვრიანებით თვალსაჩინოდ განსხვავდება მდედრობითი სქესის მცენარისგან, რომელიც ნაყოფს ისხამს.
ჭინჭრის ამ ორი სახეობის შედარება აჩვენებს, რომ პატარა ჭინჭარს ყველაფერი ბევრად უფრო კონცენტრირებული აქვს, ვიდრე დიდ ჭინჭარს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს პატარა ჭინჭარი ნაკლებ ენერგიას ხარჯავს განაყოფიერების რთულ აპარატზე და ძლიერ ვეგეტაციურ ზრდაზე, ის ამ ენერგიას ზოგავს და თავის თავში ინახავს.
ველედა ჯინჭრის ამ თვისებებს იყენებს გარუჯვის შემდეგ მოსახმარი ლოსიონის დასამზადებლად ალოეს ჟელესთან და ზაითუნის ზეთთან ერთად, რათა დაამშვიდოს გაღიზიანებული კანი.
ალოე
ალოე ვერა (Aloe barbadensis) გადარჩენის ნამდვილი ოსტატია. შროშანისებრთა ოჯახის ეს წარმომადგენელი უდაბნოში იზრდება – პირველ ყოვლისა, ჩრდილოეთ აფრიკაში და სუდანში – და თავისი მსხვილი წყლიანი ფოთლებით ნამდვილ კონტრასტს ქმნის მშრალ, ცხელ გარემოსთან. ალოე ქმნის სივრცეს წყლიანი სუბსტანციისთვის, კურნავს სიმშრალეს და უზრუნველყოფს წონასწორობას.
ალოეს ძალა მის წაწვეტებულ ტყავისებრ ფოთლებშია. დაკბილული კიდეების მქონე ფოთოლი სამი შრისგან შედგება. შიდა, ყველაზე სქელი შრე უფერო სტერილური ჟელესგან შედგება. ის სტერილურია, pH-ნეიტრალური და დამაამებელად და გამაგრილებელად მოქმედებს კანზე. ვითარებაში, როდესაც კანს ჯანსაღი, გამაცოცხლებელი სინოტივე აკლია, ალოე დაბალანსების ოსტატად გვევლინება და ძლიერი სიცხის წინააღმდეგ ახალ ჰარმონიას ქმნის. ცარიელ წყალს ამის გაკეთება არ შეუძლია – წყალი კანს მცირე ხნით ატენანიანებს და შემდეგ დიდი ხნით აშრობს.
გარუჯვის შემდეგ მოსავლელი ველედას ლოსიონისთვის ბიოლოგიური ალოეს ჟელეს მოსაპოვებლად ფოთლებს მოსავლის აღების შემდეგ კანს აცლიან, რადგან კანი გამაღიზიანებელ ნივთიერებებს შეიცავს. გადაამუშავებენ მხოლოდ შიდა – ჟელესებრ ნაწილს, რომელსაც გამოწურავენ და ფილტრავენ. გარუჯვის შემდეგ მოსავლელ ველედას ლოსიონში ალოე ვერა სასიამოვნო სიგრილეს უზრუნველყოფს და გარუჯვის შემდეგ კანის ტენიანობა ჰარმონიულ წონასწორობაში მოჰყავს.