ჯანსაღი კანი: რატომ არის დაბალანსებული მიკრობიომი მნიშვნელოვანი
რა გავლენას ახდენს მიკრობიომი ჩვენს კანზე და როგორ შეგვიძლია მისი მხარდაჭერა
კანი თავის მიკრობიომთან ერთად გვიცავს გარეგანი ზემოქმედებისგან. თუ ჩვენს კანზე ბაქტერიული მრავალფეროვნება ჯანსაღ წონასწორობაშია, კანს შეუძლია ოპტიმალურად შეასრულოს თავისი დამცავი ფუნქცია.
ჩვენი კანის უნიკალური დამცავი ფუნქცია
ერთიდან ორ კვადრატულ მეტრამდე ფართობის მქონე კანი ქმნის ჩვენს ბარიერს და წარმოადგენს ყველაზე გარე დამცავ შრეს. ის ასევე გვიცავს გამოშრობისაგან. იმისათვის, რომ მან შეძლოს ოპტიმალურად შეასრულოს თავისი დამცავი ფუნქცია, კარგად უნდა ფუნქციონირებდეს არა მხოლოდ კანში მიმდინარე პროცესები, არამედ მოწესრიგებული უნდა იყოს მიკრობიომთან ურთიერთქმედებაც, რომელიც ასევე ცნობილია როგორც კანის მოკროფლორა.
რა არის მიკრობიომი?
მიკრობიომი არის ყველა მიკროორგანიზმის ერთიანობა, რომელიც ცხოვრობს ჩვენს სხეულში და კანზე. მათ შორის ბაქტერიები და სოკოები. ეს ორგანიზმები ჩვენთან სიმბიოზში ცხოვრობენ. მათ შეუძლიათ გააძლიერონ იმუნური სისტემა და დაეხმარონ მიკრობების წინააღმდეგ ბრძოლას. ყველა ადამიანს აქვს იმდენი მიკროორგანიზმი, რამდენი უჯრედიცაა სხეულში, ანუ დაახლოებით 20-დან 40 ტრილიონამდე. რიცხვი შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს, მაგალითად, ანტიბიოტიკების გამოყენების გამო. ეს მიკროორგანიზმები ცხოვრობენ ჩვენი სხეულის სხვადასხვა ნაწილში, მაგ. კანზე, პირის ღრუში და ნაწლავებში.
ჩვენი კანის ფლორა ან კანის მიკრობიომი
კანის მიკრობიომი შედგება მრავალი მიკროორგანიზმისგან, რომლებიც ბუნებრივად ცხოვრობენ კანზე და მის ზედა ფენებში. კანის ჯანსაღი მიკრობიომი მოიცავს არა მხოლოდ ბაქტერიებს, არამედ სოკოებს და ვირუსებს, რომლებიც სპეციალიზირებულია ჩვენს კანზე საცხოვრებლად. ისინი იკვებებიან კანის მკვდარი უჯრედებით, ტალგით, ოფლით ან კანის ცხიმებით. ამავდროულად, ისინი ჩართული არიან კანის ფუნქიებსა და პროცესებში. მაგალითად, ისინი ხელს უწყობენ მჟავე pH-სა და კანის ბარიერის შენარჩუნებას, პათოგენებისგან დაცვას.
კანის მიკრობიომის როლი
მიკროორგანიზმები კანთან სიმბიოზში ცხოვრობენ - ეს ნიშნავს, რომ ერთად ცხოვრება ორივესთვის სასარგებლო და აუცილებელია. თუ მიკრობიომი და კანი ჯანსაღ ბალანსშია, კანს შეუძლია ოპტიმალურად შეასრულოს თავისი დამცავი ფუნქცია. ამიტომ ჯანსაღ კანს აქვს ჯანსაღი მიკრობიომი - და პირიქით.
მიკრობიომის კომპოზიცია
მიკრობიომი არ არის ერთნაირი კანის ყველა უბანში. მისი შემადგენლობა დამოკიდებულია, მაგალითად, კანის უბნების სიმშრალეზე და ცხიმიანობაზე. ასევე, ის ინდივიდუალურია ადამიანიდან ადამიანში. საზოგადოებაში ეს განსხვავება შედარებულია ეკოსისტემებთან, რომლებშიც ცოცხალი ორგანიზმების შემადგენლობა ასევე დამოკიდებულია გარემო პირობებზე. არსებობს სტაბილური ეკოსისტემები როგორც უდაბნოში, ასევე ტროპიკულ ტყეებში, მაგრამ მცენარეები და ცხოველები, რომლებიც იქ ბინადრობენ, განსხვავებულია. და ტროპიკული ტყე ან უდაბნოც კი ყველგან ერთნაირი არ არის - სხვადასხვა კონტინენტზე განსხვავებულად არის წარმოდგენილი.
რატომ უნდა იყოს მიკრობიომი ბალანსში
ზოგადად სახეობების მრავალფეროვნება მნიშვნელოვანია ეკოსისტემის სტაბილურობისა და წონასწორობისთვის. რაც უფრო მდიდარია ბიომრავალფეროვნება, მით უფრო ადვილია ცვალებად გარემო პირობებთან შეთვისება და მთლიანობაში ეკოსისტემის სტაბილური და დაბალანსებული - და, შესაბამისად, "ჯანსაღი" შენარჩუნება. ეს ასევე ეხება კანის მიკრობიომს. რაც უფრო მრავალფეროვანია ის, მით უფრო ეფექტურად ეშლება ხელი ერთი სახეობის ან პათოგენის გამრავლებას. ეს ეხმარება კანს წონასწორობის შენარჩუნებაში.
ველედას პროდუქტები კანის დაბალანსებული მიკრობიომისთვის
მიკრობიომსა და კანს შორის ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაცია მწირია და კვლევა თუ როგორ შეიძლება მასზე დადებითი გავლენის მოხდენა, ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. საჭიროა ამ იმართულებით, პირადი მოვლისა და კანის მოვლის საშუალებების ეფექტის დეტალური შესწავლა. ველედამ უკვე გამოსცადა პირველი კოსმეტიკური პროდუქტები*. ეს პროდუქტები კანის მიკრობიომისთვის თავსებადია:
მიკრობიომისთვის უსაფრთხო პროდუქტები და დამატებითი ინფორმაცია
4 რჩევა მიკრობიომის მხარდასაჭერად კანში და კანზე
- მოერიდეთ ზედმეტ ჰიგიენას: ძალიან ხშირი დაბანა და ცხელი შხაპი კანიდან აცილებს სასარგებლო მიკროორგანიზმებს. ეს უშლის ჩვენს კანს, რომ წონასწორობა შეინარჩუნოს. ის პასუხად ხშირად ძალიან მშრალი ან ცხიმიანი ხდება, რამაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს ქერტლი, გამონაყარი ან აკნე.
- ჯანსაღი დიეტა: მრავალფეროვანი ნედლი საკვებით, ჩვენ შეგვიძლია გავზარდოთ ბაქტერიების მრავალფეროვნება ჩვენს ნაწლავებში. ნაწლავის ბაქტერიები ვითარდება ბოჭკოებით მდიდარ საკვებზე, როგორიცაა ხილი, ბოსტნეული, თხილი, პარკოსნები და მთელი მარცვლეული. ფერმენტირებული საკვები ასევე შეიცავს ნაწლავისთვის სასარგებლო ბაქტერიებს.
- შეამცირეთ სტრესი: სხეულის, სამშვინველისა და სულის წონასწორობაში შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია რეგულარულად დაუთმოთ დრო თვითმოვლის რუტინას. ბუნებაში დროის გატარება არა მხოლოდ განგვტვირთავს, ის ასევე სასარგებლოა ჩვენთვის და ჩვენი მიკრობიომისთვის.
- მოერიდეთ არასაჭირო ანტიბიოტიკებს: ანტიბიოტიკები გავლენას ახდენენ არა მხოლოდ პათოგენებზე, არამედ ჩვენს ნაწლავებში არსებულ სასარგებლო ბაქტერიებზეც. შეცვლილი ნაწლავის ფლორის აღდგენას კი დიდი დრო სჭირდება. ბაქტერიების მრავალფეროვნების შემცირება ასევე ასუსტებს ჩვენს იმუნურ სისტემას.