როგორ მოვაშუშოთ სპორტული ტრავმები ბუნებრივი საშუალებით?
სპორტულ ტრავმებს თან ახლავს დაჭიმულობები და სისხლჩაქცევები. ჰოლისტიკური მედიცინის დოქტორი ფრანკ მაიერი გვასწავლის მათი მოშუშების ბუნებრივ გზას
ყველაზე ხშირად სპორტული დატვირთვები დაჭიმულობებით და სისხლჩაქცევებით გამოიხატება. რა ხდება ამ დროს კუნთებში?
დოქტორი ფრანკ მაიერი: დატვირთვას იწვევს კუნთების, მყესების და იოგების მოულოდნელი ძლიერი დაჭიმვა, რაც ჩვეულებრივ ძალიან მტკივნეულია. კუნთის ქსოვილის დაზიანება ამ დროს გამოიხატება შესივებით, განსხვავებით იმ შემთხვევისაგან, როცა კუნთის ბოჭკოები ან ბოჭკოების ძაფები წყდება. დაჟეჟილობას და სისხლჩაქცევებს გარეგანი ძალები იწვევენ, მაგ.დარტყმის ან წაქცევის დროს.
დაჟეჟილობის და დაძაბულობის შემთხვევაში, როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
დოქტორი ფრანკ მაიერი: ამ დროს, დაზიანებული ადგილები პირველ რიგში უნდა გავაგრილოთ ყინულით, კიდურის შემთხვევაში, ავწიოთ ზევით და სახვევით მოვახდინოთ კომპრესია. ასევე უნდა გამოვიყენოთ არნიკას პრეპერეტები. ექიმ-ორთოპედთან ვიზიტი სასურველია, თუ ტკივილი პირველი დახმარებიდან რამდენიმე საათში არ დაიწყებს გაყუჩებას, ასევე თუ კოჭლობთ და გამართულად სიარული არ შეგიძლიათ, თუ კუნთებზე ჩაზნექილ - ამოზნექილი ადგილები გაჩნდა და შეიმჩნევა სისხლჩაქცევა. სამედიცინო გამოკვლევას ექვემდებარება მუცლის, მკერდის და თავის ნებისმიერი ტრავმა.
სპორტის შემდეგ, ხშირად ადგილი აქვს კუნთების კატარს. როგორ ავიცილოთ თავიდან და მოვიშუშოთ ის?
დოქტორი ფრანკ მაიერი: კუნთების კატარს სპორტის შემდეგ იწვევს მათში ნივთიერებათა ცვლის დროებითი დარღვევა და კუთების ბოჭკოების ძაფების (მიოფიბრილები) გაწყვეტა. ეს ტკივილი ააქტიურებს კუნთების აღდგენის ბუნებრივ პროცესებს და ხელს უწყობს მის ადაპტაციას ფიზიკურ დატვირთვასთან. სისტემატიური ვარჯიში იწვევს კუნთებში გარკვეულ ჯანსაღ ცვლილებებს, რასაც თან მსუბუქი ბუნებრივი ტკივილი ახლავს.
იმ შემთხვევაში, თუ კუნთების კატარი 2-3 დღეზე მეტ ხანს გრძელდება, ან მოძრაობა ძნელდება, რეკომენდებულია ნივთიერებათა ცვლის ოპტიმიზება: წყლის ადექვატური რაოდენობით დალევა და მინერალებით მდიდარი ხილისა და ბოსტნეული მიღება.
მწვავე ტრავმებისგან განსხვავებით, გაგრილების ნაცვლად, საჭიროა სითბური ზემოქმედება. მაგ. ვარჯიშის შემდეგ, თბილი შხაპი და ტენიან კანზე არნიკას სამასაჟე ზეთის შეზელვა. ასევე, ჯანჯაფილას იგივე კოჭას დამათბობელი ჩაი და გაწელვები სპორტის შემდეგ ააქტიურებენ კუნთის ნივთიერებათა ცვლას.
რა სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა არნიკა?
დოქტორი ფრანკ მაიერი: არნიკა ამცირებს ანთებას და შეშუპებას, რაც ხელს უწყობს ტკივილის გაყუჩებას. მისი ეს თვისება ვლინდება დაზიანებულ ადგილას არნიკის ესენციით გაჟღენთილი საფენის, ჟელეს ან მალამოს გამოყენებისას. ამას ემატება არნიკას დ6 გლობულების მიღება, რომელიც მთელი მცენარის ნაყენის გამოყენებით მზადდება ანთროპოსოფიული მედიცინის პრინციპების საფუძველზე.
ველედა გვთავაზობს არნიკას ჟელეს და მალამოს. რა განსხვავებაა მათ შორის და როდის უნდა გამოვიყენოთ ისინი?
დოქტორი ფრანკ მაიერი: ახალი ტრავმის შემთხვევაში უმჯობესია არნიკას ჟელეს გამოყენება, რადგან ის დამატებით გაგრილების ეფექტით ხასიათდება. ყველა სხვა შემთხვევაში, მაგ. ძლიერი სილურჯის ან კუნთების გაწყვეტისას, ხანგრძლივად გამოსაყენებლად ინიშნება მალამო. ორივეს გამოყენების წესი ერთნაირია: 3-5-ჯერ დღეში ადგილობრივად.
Dr. Frank Meyer
General Physician
Dr. Mayer is specialised in Anthroposophic Medicine and is an expert on Holistic Medicine. He lives and works in Nuremberg, Germany.