ქალი გრძელი თმით
health

რა იწვევს თმის ცვენას

თმის ცვენა ქალებსა და მამაკაცებში: მიზეზები და რჩევები, თუ როგორ უნდა მართოთ იგი

ყოველდღიური თმის ცვენა ბუნებრივია - ეს თქვენი თმის შვიდწლიანი ციკლის ნაწილია. მაგრამ თუ კვირების განმავლობაში კარგავთ დღეში 100-ზე მეტ ღეროს, ეს შეიძლება იყოს თმის ცვენის ან ალოპეციის ნიშანი.

თმის ცვენის მიზეზების გაგება

თმის ცვენა ან ალოპეცია შეიძლება მოხდეს სხვადასხვა მიზეზით და სხვადასხვა ფორმით. განვიხილოთ ყველაზე გავრცელებული ტიპები:

მემკვიდრეობითობით განპირობებული თმის ცვენა

მემკვიდრეობითობით განპირობებული თმის ცვენა (ანდროგენული ალოპეცია), ასევე ცნობილი, როგორც სიმელოტე, თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული ფორმაა - აწუხებს მამაკაცების 80%-ს და 70 წელზე უფროსი ასაკის ქალთა 40%-ს. მამაკაცები ხშირად ამჩნევენ შეთხელებას გვირგვინზე და თმის ხაზთან, ხოლო ქალები ხშირად განიცდიან დიფუზურ შეთხელებას, განსაკუთრებით თმის გაყოფის გასწვრივ. 

მამაკაცებისთვის, ჰორმონი დიჰიდროტესტოსტერონი (DHT) წამყვან როლს ასრულებს მემკვიდრეობით თმის ცვენაში. მგრძნობიარე თმის ფოლიკულები რეაგირებენ DHT-ზე მათი ზრდის ციკლის შემცირებით, რაც იწვევს თმის ადრე ცვენას. დროთა განმავლობაში თმა თხელდება და საბოლოოდ ბუსუსიღა რჩება.

ქალებში, ჰორმონალურმა ცვლილებებმა შეიძლება ხელი შეუწყოს ქალის თმის ცვენას (FPHL). მაგალითად, ესტროგენი, რომელიც ხელს უწყობს თმის ჯანსაღ ზრდას, ასაკთან ერთად მცირდება, რაც იწვევს თმის შეთხელებას დროთა განმავლობაში.

ქალი სავარცხლით თმაში

ალოპეცია არეატა

ალოპეცია არეატა თმის ცვენის მეორე ყველაზე გავრცელებული ტიპია. ამ დროს თავის კანზე  მრგვალი ან ოვალური ფორმის თმაგაცვენილი ადგილები წარმოიქმნება, რომლებიც ხშირად იზოლირებულია, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება გაიზარდოს და შეერწყას ერთმანეთს. ითვლება, რომ ეს  აუტოიმუნური რეაქციის შედეგია, როდესაც სისხლის თეთრი უჯრედები შეცდომით აზიანებენ თმის ფოლიკულებს. ეს იწვევს ანთებას და  ლოკალურად თმის ცვენას.

დიფუზური გათხელება

დიფუზურ შეთხელებას (telogen effluvium) აქვს ადგილი, როდესაც თმა მთელ თავზე შესამჩნევად თხელი ხდება. თმის ცვენის ეს დროებითი ფორმა შეიძლება შეგვხვდეს როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში და ხშირად გამოწვეულია ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა სტრესი, არასწორი კვება, ჰორმონალური ცვლილებები ან ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები.  დიფუზური თმის ცვენა ჩვეულებრივ წარმატებით ემორჩილება მკურნალობას. გამომწვევი მიზეზის იდენტიფიცირებით და მოგვარებით, თმის ხელახალი ზრდა ხშირად შესაძლებელია. 

ზოგიერთმა მედიკამენტმა ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს თმის ცვენას. ესენია: სისხლის გამათხელებლები, არტერიული წნევის ზოგიერთი მედიკამენტი (როგორიცაა ბეტა-ბლოკატორები) და ქოლესტერინის შემამცირებელი პრეპარატები.

თმის ცვენისას სწორი მხარდაჭერის პოვნა

თუ თქვენ გაწუხებთ შესამჩნევი თმის ცვენა, სასურველია ექიმთან ვიზიტი. მას შეუძლია შეაფასოს თქვენი მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში, გადაგამისამართოთ  დერმატოლოგითან - სკალპის ჯანმრთელობის შესამოწმებლად ან ენდოკრინოლოგთან ჰორმონალური დისბალანსის გამოსაკვლევად.  თმის ცვენის მიზეზის დასაზუსტებლად დიაგნოსტიკური მეთოდები შეიძლება მოიცავდეს თქვენი სამედიცინო ისტორიის გადახედვას, სისხლის ანალიზს, ტესტებს თმის სიძლიერის შესაფასებლად, თმის ანალიზს ან სკალპის გამოკვლევას.

როზმარინის ტოტი ზეთის წვეთის ფონზე

როგორ ვუმკურნალოთ თმის ცვენას ეფექტურად

თმის ცვენის სწორი მკურნალობა დამოკიდებულია მის ძირეულ მიზეზზე. ხშირ შემთხვევაში, თმის ცვენა დროებითია ან ბუნებრივი დაბერების პროცესის ნაწილია, რაც იმას ნიშნავს, რომ მკურნალობა შეიძლება ყოველთვის არ იყოს საჭირო. როდესაც ის დაავადებას უკავშირდება, თავად მდგომარეობის მკურნალობა პრიორიტეტულია. თუ ეჭვი საკვები ნივთიერებების ნაკლებობაზეა, სისხლის ანალიზმა შეიძლება დაადასტუროს ეს და მიზანმიმართული დანამატები დაეხმარება ბალანსის აღდგენას. 

მემკვიდრეობითი თმის ცვენისას მკურნალობა სამედიცინო თვალსაზრისით არ არის საჭირო, მაგრამ ზოგიერთმა შეიძლება აირჩიოს თავდაჯერებულობისა და თვითშეფასების ამაღლების ვარიანტები, რომლებიც მერყეობს მედიკამენტების გამოყენებიდან და თმის გადანერგვიდან ვარცხნილობის სტილის კრეატიულ ტექნიკამდე. 

ალოპეცია არეატას შემთხვევაში, მკურნალობა ხშირად მოიცავს სპეციალურად შემუშავებული კრემების ან ლოსიონების გამოყენებას, რომლებიც შეიცავს გლუკოკორტიკოიდებს. შედეგები შეიძლება განსხვავდებოდეს. შემთხვევათა ნახევარზე ნაკლებს აღენიშნება ხელახალი ზრდა დამუშავებულ ადგილებში. სხვა ვარიანტები მოიცავს იმუნომოდულატორულ თერაპიას, როგორიცაა კორტიკოსტეროიდებით სისტემური მკურნალობა, ადგილობრივი იმუნოთერაპია ან  ფოტოქიმიური თერაპია.

კვებეთ თქვენი თმა აუცილებელი საკვები ნივთიერებებით

აუცილებელი ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი დაბალანსებული დიეტის დაცვამ შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს თმის ცვენის გარკვეული ტიპების რისკის შემცირებაში. ეს განსაკუთრებით ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც თმის ცვენა დაკავშირებულია ფიზიკურ დაზიანებასთან, როგორიცაა ზედმეტი დავარცხნა ან მჭიდრო ვარცხნილობა, ან კვების დისბალანსთან.

 

ძლიერი, ჯანსაღი თმისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებებია:
  • თუთია: გვხვდება მარცვლეულში, რძის პროდუქტებში, ღორის ხორცში, საქონლის ხორცსა და ფრინველში
  • სპილენძით მდიდარია: თხილი, პარკოსნები, სუბპროდუქტები (ღვიძლი, თირკმელები და სხვა საკვები ნივთიერებებით მდიდარი ორგანოები) და მარცვლეული
  • სელენი: წარმოდგენილია თევზში, ხორცში, სოკოსა და თხილში
  • ბიოტინი: უხვად შეიცავს სუბპროდუქტები, სოიო, რძის პროდუქტები და შვრიის ფაფა
  • რკინა: ხელმისაწვდომია ხორცში, ზოგიერთ ხილსა და ბოსტნეულში, მარცვლეულში და პარკოსნებში.
  • ნუტრიენტებით მდიდარი დიეტის გარდა, ხარისხიანი ძილი და სტრესის მართვა ხელს უწყობს რომ თმა ძლიერი და ჯანსაღი იყოს.

ველედას თმის მოსავლელი საშუალებები როზმარინით

1921 წლიდან ველედა არის თმის ბუნებრივი მოვლის პიონერი. მისი თმის ზეთი და თმის ტონიკი ორგანული როზმარინით, იყო ველედას პირველი კოსმეტიკური პროდუქტი. დღეს, ასორტიმენტი გაიზარდა და მოიცავს ნაზ შამპუნს და კონდიციონერს. ყველა დამზადებულია მცენარეული, ბუნებრივი ინგრედიენტებით და  თავისუფალია სილიკონებისა და სულფატებისგან. ისინი კვებავს, აჯანსაღებს და სიცოცხლისუნარიანობას და ბზინვარებას მატებს თმას.

ველედას როზმარინის ხაზი

თმის ცვენის და ქავილის საწინააღმდეგოდ
200 ml
მშრალი, დაზიანებული და გაყოფილი თმისთვის
200 ml