ჯანმრთელობა

თვალის ვარჯიშები

კომპიუტერთან მუშაობისას არ დაგავიწყდეთ დროდადრო თვალების დასვენება და ყოველდღე გამოყავით რამდენიმე წუთი დაღლილი თვალების გამოსაცოცხლებელი უბრალო ვარჯიშების ჩასატარებლად.

კომპიუტერთან მუშაობისას არ დაგავიწყდეთ დროდადრო თვალების დასვენება და ყოველდღე გამოყავით რამდენიმე წუთი დაღლილი თვალების გამოსაცოცხლებელი მარტივი ვარჯიშების ჩასატარებლად.

სიბნელის სარგებელი

თვალებზე აიფარეთ ხელის გულები და დაელოდეთ სანამ ფერადი ნათება სრულად არ გაქრება და სიბნელე დაისადგურებს. ამას შეიძლება რამდენიმე წუთი დასჭირდეს. სრული სიბნელის გაჩენის შემდეგ, გაახილეთ თვალები და სწრაფად დაახამხამეთ.

თითებით დატყაპუნება

ეს მასაჟი დაგეხმარებათ სახის კუნთების მოდუნებაში და კომპიუტერთან ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშაობით გამოწვეული თვალის დაძაბვის მოხსნაში. თითების მსუბუქი დატყაპუნება დაიწყეთ საფეთქლებიდან და ლოყების გავლით გადაინაცვლეთ ნიკაპისკენ. შემდეგ მასაჟი გააგრძელეთ ქვედა ქუთუთოებზე და ბოლოს ნიკაპიდან ცხვირის გავლით ადით შუბლამდე.

მიჰყევით თქვენს შინაგან თვალს

თვალების სიმშრალის შეგრძნებისას, ეს სავარჯიშო სცადეთ. თავი გქონდეთ უძრავად , ხოლო თვალებით მოხაზეთ რაიმე ფორმა. მაგ. ლემნის კატა (გაწოლილი რვიანი).

ახლოს და შორს გახედვა

თვალებს ესაჭიროება ცვალებადობა. შორი და ახლო ობიექტების თვალიერებისას ვარჯიშდებიან როგორც თვალი კუნთები, ასევე თვალის ფოკუსირების უნარი. გაიხედეთ ფანჯრიდან დღეში რამდენჯერმე. დააფიქსირეთ თქვენი თვალები ერთ წერტილზე და რამდენჯერმე ღრმად ამოისუნთქეთ. ცნობიერი სუნთქვა დამამშვიდებლად მოქმედებს მთელ სხეულზე, მათ შორის თვალებზეც.

სამწერტილოვანი მასაჟი

ეს ვარჯიში განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვინც ატარებს სათვალეს. ცხვირის ძვლის ორივე მხარეს, თვალებთან მოათავსეთ ცერა თითი და შუა თითი, ხოლო საჩვენებელი თითი განათავსეთ წარბებს შორის. ერთდროული მსუბუქი ზეწოლით და წრიული მოძრაობებით გაიკეთეთ მასაჟი 10-20 წამის განმავლობაში.