ჯანმრთელობა

ექვსი კვებითი სტრატეგია კანის სიმშრალის თავიდან ასაცილებლად და მის მოსავლელად

მშრალი კანი მადლიერებით რეაგირებს სწორ კვებაზე. ბეტა კაროტინის, თუთიისა და ბიოტინის, ასევე ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმმჟავების შემცველი საკვები აძლიერებს კანის ლიპიდურ ბარიერს. ბევრი წყლის დალევა ავსებს მისი ტენიანობის რეზერვს. მაგრამ კანს არ მოსწონს ჭარბი მარილი, ყავა და ალკოჰოლი.

1.     უპირველეს ყოვლისა: დალიეთ ბევრი წყალი!
ჩვენი სხეულის 70% -ზე მეტი - მათ შორის კანიც, რომელიც  ჩვენი უდიდესი ორგანოა შედგება წყლისაგან. ნივთიერებათა ცვლის  სათანადო ფუნქციონირებისათვის ორგანიზმი საჭიროებს დღე-ღამეში 2-3 ლიტრ წყალს. განსაკუთრებით მშრალი კანის შემთხვევაში.

2.     ცხიმები? აბსოლუტურად მისაღებია, მაგრამ სწორად შერჩეული!
ომეგა-3 უჯერი ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი ცხიმიანი თევზი, როგორიცაა ორაგული , ასევე  ჭინჭრის თესლი, chia თესლი და სელის ზეთი ავსებს კანის ლიპიდურ რეზერვებს შიგნიდან და სტაბილურს ხდის მის ბუნებრივ დამცავ ბარიერს.

3.     ნარინჯისფერი ხილი და ბოსტნეული
ღია ფერის საკვები, როგორიცაა გარგარი, ქაცვი, სტაფილო, ასევე ყვითელი და წითელი ბულგარული წიწაკა მიუთითებს მათში ბეტა კაროტინის ( A ვიტამინის წინამორბედი)  მაღალ შემცველობაზე. როგორც ანტიოქსიდანტი, ბეტა კაროტინი ეფექტურია კანის სიმშრალის და დაბერების პრევენციისთვის.

4.   ახალი საკვები მდიდარია ბიოტინით
ბიოტინი, იგივე ვიტამინი B7 ან  ვიტამინი H ითვლება კანის ვიტამინად. მისი წყაროებია კვერცხის გული, შვრიის ფანტელი, ორაგული და ქაშაყი, პომიდორი და ისპანახი, რძის პროდუქტები, ბანანი და კაკალი. თხილეული და თესლები ზოგადად მდიდარია ვიტამინით E, რომელიც დამატებით მხარს უჭერს კანის ლიპიდური ფენის სიჯანსაღეს და უზრუნველყოფს კანის უკეთესად დატენიანებას.

5.   თუთიის შემცველი საკვები
მშრალი და დახეთქილი კანი, რომელიც დაჭიმულია და ქავილს იწვევს, შეიძლება მიუთითებდეს თუთიის დეფიციტზე. ამ შემთხვევაში დაგეხმარებათ ჭვავის და ხორბლის გაღივებული თესლი, გოგრის და მზესუმზირის თესლი, მაგარი ყველი, თევზი და ხორცი, ასევე შვრიის ფანტელები და ოსპი.  

6.   რა საკვებს უნდა მოვერიდოთ

მშრალი კანის შემთხვევაში, უმჯობესია მოვერიდოთ იმ პროდუქტებს, რომლებიც კანის გამოშრობას იწვევენ. ესენია: ალკოჰოლი, კოფეინი ყავასა და ჩაიში და გადაჭარბებული მარილი. შემწვარ და გამომცხვარ საკვებში არსებული ტრანსცხიმები იწვევენ ვენების  შევიწროვებას და ამით ხელს უშლიან სისხლის მიმოქცევას კანის ღრმა ფენებში.