ჯანმრთელობა

თვალის სიმშრალე – მიზეზები და სიმპტომები

როდესაც ცრემლის აპკი თვალს არასაკმარისად ატენიანებს, თვალში სიმშრალე და გაღიზიანება იგრძნობა, ქუთუთო იჩხვლიტება, თითქოს თვალში უცხო სხეული მოხვდა.

ცრემლი თვალს ასუფთავებს და ატენიანებს. თვალის ყოველი დახუჭვის, ყოველი დახამხამების დროს თვალი სუფთავდება და, ამავე დროს, ტენით მარაგდება. რქოვანა და კონიუნქტივა ცრემლის თანაბარი აპკით არის დაფარული. ეს რქოვანას ციცქნა უცხო სხეულებისგან – ჭუჭყის ნამცეცებისგან და ბაქტერიებისგან იცავს. როდესაც ცრემლის გამომუშავება ირღვევა, შეიძლება თვალის სიმშრალე განვითარდეს.

 

როგორ წარმოიქმნება თვალის სიმშრალე?

როდესაც ცრემლის აპკი თვალს არასაკმარისად ატენიანებს, თვალში სიმშრალე და გაღიზიანება იგრძნობა, ქუთუთო იჩხვლიტება, თითქოს თვალში უცხო სხეული მოხვდა. თვალი მგრძნობიარე ხდება სინათლის მიმართ. ხშირად აღწერენ თვალის დაღლის ან გადამეტებული დაძაბულობის შეგრძნებას. კონტაქტური ლინზების გამოყენება ძნელდება ან შეუძლებელი ხდება. სხვა მიზეზებთან ერთად თვალის სიმშრალის გამომწვევი შეიძლება იყოს ინტენსიური მუშაობა ეკრანის წინ, გარეშე ზემოქმედებები, როგორიცაა ძლიერ კონდიცირებული სათავსოები, გათბობით გამოწვეული მშრალი ჰაერი, წამლების რეგულარული მიღება და ასაკთან ერთად ცრემლის გამომუშავების დაქვეითება. პარადოქსია, მაგრამ მშრალი თვალი შეიძლება უფრო მეტად იცრემლებოდეს.

 

რატომ იცრემლება მშრალი თვალი?

თვალის ცრემვლის მიზეზი შეიძლება მშრალი თვალი (სიკას სინდრომი) იყოს. როდესაც ცრემლის გამომუშავება ქვეითდება ან ცრემლის აპკის სტრუქტურა ირღვევა, თვალი მგრძნობიარე ხდება გარე გამღიზიანებლების მიმართ, როგორიცაა მზე, ქარი, ოთახის მშრალი ჰაერი და სითბო.  თვალის ზედაპირი შრება, ამის პასუხად კი რეფლექსი საცრემლე ჯირკვლებს ცრემლის გამომუშავებისკენ უბიძგებს, რაც შედეგად ცრემლის ჭარბ გამოყოფას იწვევს. ასე ჩნდება პარადოქსი: თვალი სითხით გადაივსება და იცრემლება.

 

როგორია ცრემლის აპკის აგებულება?

ცრემლის აპკი სამი შრისგან შედგება და აქვს შიდა და გარე მხარეები. უკიდურესი შიდა შრე, მუცინის შრე, ლორწოვან ნივთიერებებს შეიცავს და კონიუნქტივას ესაზღვრება. შუა შრე თითქმის მთლიანად წყლისგან შედგება, მას გარედან ლიპიდური შრე აკრავს. ლიპიდური შრის ცხიმოვან ნაწილს ძირითადად მეიბომის ჯირკვლები შეადგენს და თვალს გამოშრობისგან იცავს. კიდევ ერთი ნივთიერება, რომელსაც ადამიანი თვალი შეიცავს, არის ჰიალურონის მჟავა, ის შედის მინისებრი სხეულის, რქოვანას და კონიუნქტივას შემადგენლობაში. ჰიალურონის მჟავა ასტაბილებს ცრემლის აპკს და ახანგრძლივებს თვალზე აპკის არსებობის პერიოდს. განსაკუთრებული ფიზიკური თვისებების წყალობით ჰიალურონის მჟავას მარილი, ნატრიუმის ჰიალურონატი, ადამიანის ბუნებრივი ცრემლის მსგავსად მოქმედებს და თვალის ზედაპირზე გამჭვირვალე დამცავ აპკს ქმნის, რომელიც დიდხანს ნარჩუნდება.

 

რატომ იჩენს ჩივილები თავს უფრო ხშირად ზაფხულში და ზამთარში?

ერთ-ერთი კვლევა აჩვენებს, რომ ევროპაში თვალის სიმშრალის რისკი ყველაზე მაღალია ზაფხულსა და ზამთარში. თვალის სიმშრალის შესაძლო გამომწვევი მიზეზებია ქარი, მზე, სიცხე [1] და გათბობა-გაგრილების დანადგარები. სხვა პუბლიკაციიდან გამომდინარეობს, რომ თვალის სიმშრალის რისკს, მაგალითად, გადაძაბვა ამაღლებს [2].

ხანგრძლივად ეკრანის ყურებაც აშრობს თვალებს, რასაც ოფისის თვალის სინდრომს უწოდებენ.

 

რა შველის თვალის სიმშრალეს?

თვალის სიმშრალის სამკურნალოდ შექმნილია ველედას თვალის დამატენიანებელი წვეთები ვიზიოდორონი. არაგენმოდიფიცირებული ნატრიუმის ჰიალურონატისა და ბიოლოგიური ბალბის ექსტრაქტის კომბინაცია ამშვიდებს და ასვენებს მშრალ და გაღიზიანებულ თვალს. ჰიალურონის მჟავას მარილი ადამიანის ბუნებრივი ცრემლის მსგავსად მოქმედებს და თვალის ზედაპირზე გამჭვირვალე დამცავ აპკს ქმნის, რომელიც დიდხანს ნარჩუნდება. ტყის ბალბა (Malva sylvestris), მის ირგვლივ არსებული მშრალი გარემოს მიუხედავად, ლორწოს გამოიმუშავებს, რომელიც მთელ მცენარეს გამსჭვალავს. ამიტომ ბალბა დატენიანების და, ამავე დროს, სტაბილობის სიმბოლოა. ბალბის ექსტრაქტი წყალს იერთებს და ამიტომ ტენის შემაკავებელი, დამამშვიდებელი მოქმედება აქვს.

თვალის წვეთები არ უნდა გამოიყენოთ, სანამ თვალის ექიმთან არ გაარკვევთ სიმპტომების წარმომავლობას.

[1] Van Setten G et al. Evidence of seasonality and effects of psychrometry in dry eye disease. Acta Ophthalmol 2016; 94: 499–506.

[2] Porcar E et al. Visual and ocular effects from the use of flat-panel displays. Int J Ophthalmol 2016; 9: 881–885.