ჯანმრთელობა

უალუმინო დეზოდორანტები

რატომ შეიცავს ზოგი დეზოდორანტი ალუმინს და რატომ არ იყენებს მას ველედა?

ზოგიერთი დეზოდორანტი შეიცავს ალუმინს, რადგან ის ამცირებს ოფლის წარმოქმნას. როგორ ფუნქციონირებს ის და რა სახის ალუმინი გამოიყენება? არის ალუმინი საზიანო, ან თუნდაც კანცეროგენული? და ალუმინისგან თავისუფალი დეზოდორანტები, ისევე როგორც ველედასი, ისეთივე კარგია?

განსხვავება დეზოდორანტებსა ანტიპერსპირანტებს შორის

ზოგიერთი დეზოდორანტის ეტიკეტზე INCI * ინგრედიენტების ჩამონათვალში შედიან "ალუმინის ჰიდროქსიქლორიდი" ან "ალუმინის სესქვიქლორჰიდრატი".  რა განსხვავებაა დეზოდორანტსა და ანტიპერსპირანტს შორის? დეზოდორანტი არ თრგუნავს ოფლიანობას, მაგრამ ეწინააღმდეგება სუნის წარმოქმნას ან ნიღბავს სუნს. პირიქით, ანტიპერსპირანტი აკონტროლებს სუნს ოფლის წარმოქმნის შემცირებით. ალუმინის, უფრო სწორად, ალუმინის გარკვეული მარილების საშუალებით ხდება ჩვენი ოფლის ჯირკვლების ფორების გადაკეტვა ანტიპერსპირანტიული ეფექტის მისაღწევად.

*International Nomenclature of Cosmetic Ingredients

ელემენტი ალუმინი

ალუმინი (ქიმიური სიმბოლო Al) არის მესამე ყველაზე გავრცელებული ელემენტი დედამიწის ქერქში, ჟანგბადის და სილიციუმის შემდეგ და ყველაზე გავრცელებული ლითონი. ეს არის მსუბუქი, შედარებით რბილი, მტკიცე და ძალიან რეაქტიული. ჰაერის ზემოქმედებისას ალუმინის ზედაპირზე სწრაფად წარმოიქმნება თხელი ოქსიდის ფენა, რაც  მის ტიპურ მკრთალ ვერცხლისფერ-ნაცრისფერ სახეს განაპირობებს. ეს შეუვალი ჟანგის ფენა სუფთა ალუმინს ძალზე მდგრადს ხდის კოროზიის მიმართ. მისი რეაქტიულობის გამო, ალუმინი ბუნებაში გვხვდება მხოლოდ მყარი ქიმიური ნაერთების სახით, მაგალითად წყალში უხსნად მინერალებში, როგორიცაა თიხა, თიხამიწა, გნაისი, გრანიტი ან ძვირფას ქვებში, როგორიცაა კორუნდი და საფირონი. ალუმინი გვხვდება აგრეთვე მრავალი მცენარესა და ხილში, სხვადასხვა მარილების სახით, რადგან მცენარეებს შეუძლიათ ნიადაგიდან გახსნილი ალუმინის ნაერთების შეწოვა. მაგ. ჩაის ბუჩქები ალუმინს შეიცავს მაღალი რაოდენობით (5000 მგ / კგ მშრალ წონაზე), ხოლო სხვა, უფრო მაღალი მცენარეები -მხოლოდ 200 მგ / კგ-ს.

ალუმინი, როგორც მიკროელემენტი

ალუმინის მიეკუთვნება მიკროელემენტებს, რომლებიც მცირე ოდენობით შეიწოვება ორგანიზმში საკვების, წყლის ან ჰაერის საშუალებით. როგორც მიკროელემენტი, ალუმინს არ აქვს რაიმე ცნობილი ფუნქცია უმაღლესი მცენარეებისა და ცხოველების მეტაბოლიზმში. ამიტომ იგი კლასიფიცირებულია როგორც "არა არსებითი" ადამიანის, ცხოველებისა და მცენარეებისათვის, თუმცა ზოგიერთ მცენარეში, როგორიცაა გვიმრები და შვიტები, იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ადამიანები ალუმინს ძირითადად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის საშუალებით ითვისებენ და  მას  თირკმელების საშუალებით გამოყოფენ. არსებობს საფუძვლიანი სამეცნიერო მტკიცებულებები, რომ ალუმინი სხეულში არ გროვდება, თუ თირკმლები ჯანმრთელია. ხოლო თუ თირკმელების ფუნქცია დაქვეითებულია და ალუმინის ზემოქმედება გრძელდება, შეიძლება დაფიქსირდეს მოწამვლის სიმპტომები.

ალუმინი, ალცჰაიმერი და სიმსივნე

ძალიან ბევრ ალუმინს შეუძლია შეაფერხოს ძვლის ფორმირება ადამიანებში და შესაძლოა ხელი შეუშალოს სხეულის სხვა პროცესებს, მაგალითად კალციუმის და მაგნიუმის დონის დაწევას. არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება დემენციის სიმპტომებსა და ალუმინის გაზრდილ რაოდენობებს შორის, რომლებიც ალცჰეიმერის დაავადებისათვის დამახასიათებელ დრუზებშია დაგროვებული. ეს დრუზები თავის ტვინის რუხ ნივთიერებაშია გაბნეული; ალუმინს აშკარად აქვს დამოკიდებულება ამ დრუზებთან და გროვდება მასში. არ არსებობს დადასტურებული მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ალუმინის მაღალმა დიეტურმა მიღებამ (ცხოველებზე დღეში 850 მგ / კგ წონაზე) შეიძლება გამოიწვიოს კანცეროგენული ეფექტი ან შეიძლება გამოიწვიოს ძუძუს კიბო.

ალუმინი კოსმეტიკაში

  • საერთო ჯამში, დაახლოებით 50 სხვადასხვა ალუმინის შემცველი ნივთიერება გამოიყენება სხვადასხვა კოსმეტიკურ პროდუქტში. ამ ნივთიერებებს აქვს ძალიან განსხვავებული თვისებები, როგორიცაა წყალში ხსნადობა ან სტაბილურობა pH– ის სხვადასხვა მნიშვნელობისას.
  • განსაკუთრებით წყალში ხსნადობა ძალიან მნიშვნელოვანია კოსმეტიკური საშუალებებისათვის.  მხოლოდ წყალში ხსნადი ნივთიერებების მეტაბოლიზმი ხდება სხეულში და, შესაბამისად, იწვევს რეაქციას, იქნება ეს დადებითი თუ უარყოფითი.
  • ალუმინის შემცველ ნივთიერებებს ძირითადად იყენებენ დეზოდორანტებსა და ანტიპერსპირანტებში, პომადაში, კბილის პასტაში და აგრეთვე მზისგან დამცავ საშუალებებში.

ალუმინის შემცველი ნივთიერებები

50
ალუმინის შემცველი ნივთიერებები გამოიყენება სხვადასხვა კოსმეტიკურ პროდუქტში
0
წყალში ხსნად ალუმინის ნაერთებს შეიცავს ველედას კოსმეტიკური პროდუქტები

ალუმინის მარილები ანტიპერსპირანტებში

ანტიპერსპირანტებში ძირითადად იყენებენ წყალში ხსნად მარილებს, როგორიცაა მაგალითად ალუმინის ჰიდროქსიქლორიდი. ეს მარილები წყალში ხსნადია დაბალი, მჟავე pH-ით.   კანზე მოხვედრისას, ეს მარილები ერწყმის ოფლს და კანს, რომლებსაც აქვთ უფრო ნეიტრალური pH დონე. ამის შედეგად წარმოიქმნება ქიმიურად ინერტული, არარეაქტიული კომპლექსები, შედარებით მაღალი მოლეკულური წონით. ამ კომპლექსების წარმოქმნა ხელს უშლის ალუმინის შემცველი ნივთიერებების კანში შეღწევას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ანტიპერსპირანტულ ფუნქციაში. ისინი ხურავენ ოფლის სადინრებს, რაც ხელს უშლის ოფლის კანის ზედაპირზე გამოყოფას, ამიტომ კანი რჩება მშრალი.

 

ველედას დეზოდორანტები არ შეიცავს ალუმინის მარილებს

ველედას კოსმეტიკური პროდუქტები არ შეიცავს ალუმინის წყალში ხსნად ნაერთებს.

ველედას დეოდორანტები

ველედას ბუნებრივი დეზოდორანტები არ არიან ანტიპერსპირანტები, რომლებიც ბლოკავენ ფორებს ოფლის გამოყოფის თავიდან ასაცილებლად. ველედას დეზოდორანტებში არ არის ალუმინის მარილები - მხოლოდ ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტები. ეს ბუნებრივი ინგრედიენტები ამცირებენ ბაქტერიების აქტივობას, რაც განაპირობებს ახალი, უსუნო ოფლის შემადგენლობის ცვლილებას. მხოლოდ ამ ბაქტერიების აქტივობის შედეგად წარმოიქმნება ოფლის უსიამოვნო სუნი. ველედას დეზოდორანტების შემადგენლობაში შემავალი ეთერზეთების ანტიმიკრობული თვისებები  ანელებს ბაქტერიების ზრდას და ფარავს ოფლის სუნს.

ოფლიანობა სიჯანსაღის ნიშანია

რატომ არ ამზადებს ველედა ანტიპერსპირანტებს? ჩვენი სხეული აკონტროლებს თავის ტემპერატურას ძირითადად ოფლიანობით, ვინაიდან კანის ზედაპირზე ტენიანობის აორთქლება მას აცივებს. კანისა და ცხიმოვანი ქსოვილის მეშვეობით, სისხლის მიმოქცევის გარდა, ეს არის მნიშვნელოვანი გზა, რომლითაც სხეული არეგულირებს თავის ტემპერატურას. ოფლიანობის დროს ჩვენი სხეული არა მხოლოდ კარგავს წყალს, არამედ გამოყოფს ტოქსინებსა და მეტაბოლიტებს; ოფლიანობა ხელს უწყობს სისტემის გაწმენდას. სინამდვილეში, ჩვენი სხეული მუდმივად გამოყოფს ოფლს ისე, რომ ჩვენ ვერც კი შევამჩნევთ ამას. ცხიმის გამოყოფასთან ერთად, კანის ეს აქტივობა წარმოადგენს ორგანულ საფუძველს ჩვენი სხეულის სპირიტუალური გამოცდილების, სხეულებრივი გაცნობიერების განცდისთვის.

Why sweating is important for our body

ალუმინი ტუჩსაცხებში, კბილის პასტებსა და მზისგან დამცავ საშუალებებში

ალუმინი ტუჩსაცხებში გამოიყენება ალუმინის ოქსიდის სახით ორგანულ პიგმენტებთან ერთად, რათა ისინი უხსნადი გახადოს. ესენი მაღალმოლეკულური ნაერთებია და მათში ალუმინის შემცველობა ძალზე მცირეა. მზისგან დამცავი კრემების შემადგენლობაში შემავალი ფილტრები იფარება ალუმინის ჟანგით. კბილის პასტებში შემავალი წყალში უხსნადი ალუმინის შემცველი მინერალები ხშირად გამოიყენება როგორც რბილი გამწმენდი სუბსტანციები.

მომხმარებელთა უსაფრთხოების ევროპულმა სამეცნიერო კომიტეტმა (SCCS) დაადასტურა, რომ ალუმინის შემცველი ინგრედიენტები "უსაფრთხოა" კოსმეტიკური ნედლეულის სახით გამოყენებისთვის. აქვე მითითებული იყო ალუმინის  უსაფრთხო კონცენტრაციის ზღვრები, პროდუქტის კატეგორიიდან გამომდინარე.  მან დაასკვნა, რომ ალუმინის შემცველი კოსმეტიკური პროდუქტების ყოველდღიური გამოყენება უმნიშვნელოა სხვა წყაროებთან, მაგალითად, საკვებთან შედარებით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს სხეულში არსებულ ალუმინს ორგანიზმი ძირითადად შეიწოვს საკვებიდან - ხოლო მასთან შედარებთ, ის რაოდენობა, რომელსაც შესაძლოა კოსმეტიკური საშუალებებით ვითვისებთ, ძალიან მცირეა.

ველედას დეზოდორანტების შემადგენლობაში შემავალი ეთერზეთების ანტიმიკრობული თვისებები ანელებს ბაქტერიების ზრდას და ფარავს ოფლის სუნს..

ალუმინი ველედას ბუნებრივ კოსმეტიკაში

ველედას კოსმეტიკური პროდუქტები არ შეიცავს წყალში ხსნად ალუმინის ნაერთებს. ამასთან, გარკვეულ ბუნებრივ კოსმეტიკურ პროდუქტებში, ველედა იყენებს სხვადასხვა ტიპის თიხებს, როგორც ნედლეულს, მაგალითად, ბუნებრივ თიხას INCI სახელით „მაგნიუმის ალუმინის სილიკატი“. ეს დერმატოლოგიურად კარგად ამტანი ნედლეული გამოიყენება ზოგიერთ კრემსა და კბილის პასტაში, როგორც ადსორბენტი, კონსისტენციის გამაძლიერებელი და ემულსიის სტაბილიზატორი. ასეთ წყალში უხსნად მინერალებში ალუმინი მყარადაა ინტეგრირებული კრისტალურ სტრუქტურაში, რომლის დაშლა შეუძლებელია ორგანიზმის მიერ. მისი ზომის გამო, მინერალი არ შეიწოვება კანის ან ლორწოვანი გარსის მიერ. და შესაბამისად ალუმინი ვერ ხვდება სხეულში.

წარწერამ “უალუმინო”- შეიძლება შეცდომაში შეგიყვანოთ

არ არსებობს გარანტია იმისა, რომ პროდუქტი მთლიანად "ალუმინისგან თავისუფალია", თუნდაც ბუნებრივი კოსმეტიკური პროდუქტების შემთხვევაში, რომლებიც არ შეიცავს თიხამიწებს. საქმე იმაშია, რომ ეს მიკროელემენტი შეიძლება სხვა ნედლეულში იყოს. მაგალითად, წყალი ბუნებრივად შეიცავს მცირე რაოდენობით ალუმინს, ისევე როგორც მცენარეები და, შესაბამისად, მცენარეთა წყლიანი ექსტრაქტები.