კონიუნქტივიტი. მიზეზები და მკურნალობა
კონიუნქტივიტი თვალის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ტიპიური სიმპტომებია სიწითლე, ქავილი, წვა და ცრემლდენა
რა არის კონიუნქტივიტი?
კონიუნქტივიტი თვალის გავრცელებული დაავადებაა, რომლის დროსაც ქუთუთოების შიდა ზედაპირისა და სკლერაზე გადაკრული შემაერთებელი ქსოვილის ანთება ფიქსირდება. ასხვავებენ არაინფექციურ და ინფექციურ კონიუნქტივიტს. არაინფექციური კონიუნქტივიტი, ჩვეულებრივ, გამოწვეულია გარემო ფაქტორებით, როგორიცაა მტვერი, კვამლი, ქარები, აგრეთვე მზის ინტენსიური სინათლე. ალერგენებს ასევე შეუძლიათ თვალების გაღიზიანება და კონიუნქტივიტის გამოწვევა.
რა იწვევს კონიუნქტივიტს?
კონიუნქტივიტი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება გაჩნდეს. ტიპიური სიმპტომებია სიწითლე, ქავილი, ცრემლდენა და თვალში უცხო სხეულის შეგრძნება.
კონიუნქტივიტის ზომიერი ფორმების დროს თვალები შეიძლება იყოს ვარდისფერი და წყლიანი და აღენიშნება ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება. დილით შესივებული ქუთუთოები ტიპიურია კონიუნქტივიტისთვის. თვალის უკან შეიძლება ადგილი ჰქონდეს დაწოლის შეგრძნებას, ან თვალის დახამხამებისას ქვიშის შეგრძნებას. კონიუნქტივის სისხლძარღვებში სისხლის ნაკადის გაზრდა იწვევს თვალების გაწითლებას. თუ სიმპტომებს თან ახლავს თვალებისგან წებოვანი გამონადენი, ეს ალბათ ინფექციური, ბაქტერიული კონიუნქტივიტია. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია თვალის ექიმთან კონსულტაცია. კალენდულას თვალების წვეთები ხელს შეუწყობს სიმპტომების შემსუბუქებას ექიმის დანიშნულებამდე.
კონიუნქტივიტის მკურნალობა
კონიუნქტივიტის მკურნალობა შესაძლებელია თვალის წვეთებით. ევფრაზიას ექსტრაქტი ამშვიდებს თვალებს და ამსუბუქებს კატარალური კონიუნქტივიტითა და ალერგიით გამოწვეული ქუთუთოების შეშუპებით გამოწვეულ გაღიზიანებას. ევფრზიას, საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ თვალის ჩივილების სამკურნალოდ.
კალენდულას შემცველი თვალის წვეთები ხშირად რეკომენდებულია ინფექციური, ჩირქოვანი კონიუნქტივიტის დროს. კალენდულას ექსტრაქტი აფერხებს ანთების გამომწვევი პათოგენების ზრდას, ამშვიდებს გაღიზიანებას და ხელს უწყობს განკურნებას.
როდის უნდა მიმართოთ ექიმს
წამლის გამოყენება თვალის ანთების სამკურნალოდ არ შეიძლება ოფთალმოლოგის რჩევის გარეშე. თვალის არეში ძლიერი ტკივილის შემთხვევაში ან მხედველობის უეცარი დაკარგვისას, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. ასევე ექიმთან კონსულტაციაა აუცილებელი გახანგრძლივებული ან გაურკვეველი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში. მნიშვნელოვანია გამოირიცხოს სიმპტომების სხვა შესაძლო მიზეზები, როგორიცაა მშრალი თვალის სინდრომი. პარადოქსულად, თვალების სიმშრალემ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ზედმეტი ცრემლის გამოყოფა და წყლიანი თვალები.