ოჯახი

კბილების ამოჭრა – უძილო ღამეები, დაღლილი მშობლები

რჩევები ბავშვის პირველი კბილების ამოჭრისას

სარძევე კბილების ამოსვლით განვითარების ახალი ეტაპი იწყება. მათ ამოჭრამდე ღრძილები სივდება და შეიძლება ნებისმიერი მოუსვენრობა კბილების ამოსვლას დავაბრალოთ. ზოგი ჩვილისთვის კბილების ამოსვლა სრულიად უმტკივნეულოა, მაშინ როცა სხვებისთვის ის დიდ დისკომფორტს უკავშირდება და შესაბამისად ამ დროს, მშობლებიც სტრესს განიცდიან.

როდის ამოდის პირველი კბილები?

20-ვე სარძევე კბილი უკვე იწყებს ფორმირებას ორსულობის დროს და მთლიანად  ამოდის პირველ 2-3 წელიწადში. ისინი ხშირად ამოდიან ერთმანეთის მიყოლებით დაახლოებით ერთი თვის შუალედით, მაგრამ ზოგჯერ ისინი ერთდროულადაც ამოდიან. ორი ქვედა საჭრელი კბილი ჩვეულებრივ პირველად  ჭრის დაახლოებით 6 თვის ასაკში, მაგრამ ეს დროც ინდივიდუალურია.

 

კბილების ამოჭრა - მოუსვენარი დღეები და უძილო ღამეები

ყველა ბავშვი განსხვავებულად რეაგირებს კბილის ამოსვლზე. საუბარია ბავშვის ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე ტკივილის მიმართ და მის ტემპერამენტზე. კბილების ამოსვლის შესაძლო ნიშნებია ნერწყვის დენა, ღრძილების გაწითლება და  შესივება, ლოყების გაწითლება, თითების და მუშტების ღეჭვა, ასევე მოუსვენრობა, შეკრულობა და მწარე ტირილი  ხანდახან ღამით, რაც არღვევს ოჯახის ძილს.

დახმარება ჩივილების დროს

ყურადღება და სიყვარულით ზრუნვა მნიშვნელოვანია ამ მტკივნეულ ფაზაში: ბავშვს სურს, რომ დედამ ან მამამ ნუგეში სცეს და მასზე იზრუნოს. მას არ ესმის, რატომ სტკივა. მაცივარში გაცივებული საღეჭი რგოლები შეიძლება შვების მიმცემი იყოს. თუ ბავშვს განსაკუთრებით ძლიერი ნერწყვდენა აწუხებს, წყალგაუმტარი წინსაფარი დაიცავს მას ტანსაცმლის მუდმივი გამოცვლისგან. მაგრამ პირველი სარძევე კბილების გამოჩენა არის სიხარულის მიზეზიც და ყოველი ახალი კბილის ამოსვლა შეგიძლიათ ბავშვთან ერთად აღნიშნოთ.

 

უძილო ღამეები და განტვირთვა

მშობლებისთვის კბილების ამჭრის პერიოდი ხშირად სტრესულია, რადგან ეს ორმაგი დატვირთვაა. დღის განმავლობაში, ჩვილები უფრო ხშირად ითხოვენ ხელში აყვანას  და ძნელია მათი დამშვიდება. ღამით კი ისინი  უფრო ხშირად ტირიან. უძილო ღამეები ნერვებს ფიტავს, რაც იწვევს ამ ფაზაში დაღლილობისა და გარკვეულწილად უმწეობის შეგრძნებას - თქვენ არ შეგიძლიათ ბავშვის ტკივილის მოცილება, კბილების ამოსვლის პროცესის დაჩქარება ან შეჩერება. ამ დროს მშობლებს ერთმანეთის მხარდაჭერა სჭირდებათ. შეეცადეთ დაიძინოთ რაც შეიძლება ხშირად, თუნდაც დღის განმავლობაში.

როცა კბილების ამოსვლა დისკომფორტს ქმნის

ყველა ბავშვი ერთნაირად არ რეაგირებს კბილების ამოსვლაზე. ზოგს თითქმის არ აქვს რაიმე დისკომფორტი, ზოგი კი მოუსვენარია, სიცხე აქვს, ზედმეტად ტირის და იტანჯება მცირე ძილის გამო. კბილების ამოსვლა არის პროცესი, რომელსაც გარკვეული დრო და მოთმინება სჭირდება. საჭრელები პირველ რიგში ამოდის, ხოლო საღეჭი ბოლოს. განსაკუთრებით დიდი საღეჭი კბილების   ამოსვლას კვლავ შეიძლება ახლდეს მოუსვენრობა, ღრძილების ტკივილი ან დაძაბულობის შეგრძნება.

ჩივილების შესამცირებელი საშუალებები

  • გრილი სარეჭი რგოლის ზეწოლა ამცირებს ტკივილის შეგრძნებას
  • გრილი საგანი პირში მაგ. ჩაის კოვზი
  • გრილი ხილის პიურე ან მაწონი

კბილების მოვლა მნიშვნელოვანია – ჩვილებისთვისაც

სარძევე კბილების მოვლა და წმენდა მათი ამოსვლისთანავე ძალიან მნიშვნელოვანია. სასურველია სპეციალური და ოდნავ რბილი სარძევე კბილის ჯაგრისებით ნაზად გაწმინდოთ ისინი  დღეში ორჯერ მაინც. დაახლოებით 18 თვისთვის, ბავშვი მზად არის თანდათან ისწავლოს კბილების დამოუკიდებლად გახეხვა.  რადგან ახლა თქვენი შვილი სწავლობს კბილების გახეხვის საფუძვლებს, რომელიც  მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩვევად უნდა ექცეს, რამდენიმე წლის განმავლობაში დაეხმარეთ მას და დამოუკიდებელი პრცედურის შემდეგ, თქვენ გაუწმინდეთ კბილები. 

ველედას საბავშვო კბილის ჟელე განკუთვნილია სარძევე კბილების გასაწმენდად და რეგულარულად გამოყენების შემთხვევაში, მათი კარიესისგან დასაცავად. ის სპეციალურად შემუშავებულია სარძევე კბილების მოვლისა და ბავშვის პირის ღრუს ფლორის ჰარმონიზაციისთვის და არ შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც გელის გადაყლაპვის შემთხვევაში ავნებს ორგანიზმს.

ნეიროდორონი - სტრესის მოსახსნელი საშუალება

თუ ნერვული დაძაბულობა ძალიან დიდია და გრძნობთ გადალას და დისკომფორტს, ნეიროდორონის® ტაბლეტები შეიძლება გამოიყენოთ ნერვული სისტემის სტაბილიზაციისა და შინაგანი ბალანსის დასაბრუნებლად. ნეიროდორონის® ტაბლეტები აძლიერებს ნერვებს სტრესისა და დაღლილობის დროს. ისინი განკუთვნილია მოზრდილებისთვის.

სარძევე კბილების ბუნებრივი დაცვა კარიესისგან