სილამაზე

რატომაა მნიშვნელოვანი კანის დატენიანება

თქვენი კანისთვის შესაფერისი დამატენიანებლის პოვნა

ჩვენს კანს სჭირდება საკმარისი ცხიმი და ტენი, რომ სწორად იფუნქციონიროს, როგორც დამცავმა ბარიერმა. ყველას კანს განსხვავებული მოთხოვნა აქვს. იმის გამო, რომ სახის ყოველდღიურმა წმენდამ შეიძლება დააზიანოს ჩვენი კანის დამცავი ბარიერი, ამ ფუნქციის ხელისშემწყობად გვჭირდება დამატენიანებელი.

როგორ ავიცილოთ თავიდან კანის გამოშრობა სახის დაბანის ან გაწმენდის შემდეგ

სახისგან მაკიაჟისა და ჭუჭყის მოცილება უნდა იყოს თქვენი ყოველდღიური კანის მოვლის რიტუალის რეგულარული ნაწილი. ამასთან, ყოველდღიური წმენდა ასევე აცილებს კანის დამცავი ჰიდროლიპიდური აპკის ნაწილს. ამიტომ მნიშვნელოვანია თქვენი კანის ბუნებრივი დამცავი ბარიერის მხარდაჭერა წმენდის შემდეგ. სახის დაბანისას ან გაწმენდისას აუცილებლად გამოიყენეთ რბილი გამწმენდი საშუალება. მნიშვნელოვან როლს ასრულებს წყლის ტემპერატურაც: ძალიან ცხელი წყალი კიდევ უფრო აშრობს კანს. ზედმეტმა ან აბრაზიულმა სახის სკრაბმა და პილინგმა შეიძლება ასევე სერიოზულად დააზიანოს კანის დამცავი ბარიერი. 

სახის ნაზად გასაწმენდად:

1. მსუბუქად დაასველეთ სახე წყლით

2. თითის წვერებით ან ბამბის დისკით წაისვით გამწმენდი საშუალება და ნაზად და პატარა წრიული მოძრაობით შეიზილეთ კანში.

3. ჩამოიბანეთ გამწმენდი კანიდან რბილი ნაჭრისა და ნელთბილი წყლის გამოყენებით.

გაწმენდის შემდეგ, სახე მზად არის კანის დასატენიანებლად.

გაეცანით სახის გასაწმენდ რუტინას  facial cleansing routine.

როგორ შევარჩიოთ სწორად დამატენიანებლი?

თითოეული ადამიანის კანს აქვს საკუთარი მოთხოვნები ტენიანობის მიმართ. აქ მოცემულია ოთხი სიტუაცია, როდესაც დამატენიანებლის გამოყენება ხელს უწყობს მას.

#1 წმენდის შემდეგ კანი თავს კარგად გრძნობს. მაგრამ მაინც გვსურს მისი გამოცოცხლება.

ნორმალური კანი იდეალურ მდგომარეობაში მყოფი კანია და მასზე ისე უნდა ვიზრუნოთ, რომ ის არ გამოშრეს. მსუბუქი, სწრაფად შეწოვადი დამატენიანებელი, რომელიც დამზადებულია ბუნებრივი მცენარეული ზეთებით, მაგალითად ბაბასუს ზეთით, აძლიერებს კანის ბუნებრივ დამცავ ბარიერს და უზრუნველყოფს დაუყოვნებლივ, ხანგრძლივ დატენიანებას.

რჩევა: როდესაც ცივი, მშრალი ზამთარი თქვენს სახის კანს აშრობს და აუხეშებს, გირჩევთ გამოიყენოთ ისეთი სახის კრემი (richer face cream) , რომელიც ზეთითაა გაჯერებული.

#2 კომბინირებული კანის შემთხვევაში, იდეალურია დამატენიანებელი მქრქალი გადაფარვის ეფექტით

კანის ცხიმიან უბნებს სჭირდება მსუბუქი სითხოვანი ფორმულა ძალიან დაბალი ცხიმის შემცველობით, რომ კანი არ გადაიტვირთოს. ამისთვის იდეალურია გამაცოცხლებელი  სითხე/ლოსიონი მქრქალი გადაფარვის ეფექტით, რომელიც სწრაფად შეიწოვება და უზრუნველყოფს ხანგრძლივ ტენიანობას ნორმალური და კომბინირებული კანისთვის. თუ სახის ლოსიონი არ არის საკმარისი თქვენი სახის ოდნავ მშრალი ადგილებისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ მსუბუქი სახის კრემი, რომელსაც აქვს ზეთის დაბალი შემცველობა. მთელი დღის განმავლობაში გამაგრილებელი და სწრაფი დატენიანებისთვის გამოიყენეთ სახის სპრეი.

#3 ვფიქრობ, რომ ჩემს კანს პერიოდულას დატენიანება სჭირდება.

სახის გამაგრილებელი დამატენიანებელი სპრეი იდეალურია სახის რეგულარული მოვლის პროცედურებს შორის. ზაფხულში იქნება ეს გასაგრილებლად თუ ზამთარში, მშრალი სითბოს ზემოქმედების საწინააღმდეგოდ - თქვენს კანს ძალიან მოეწონება დამატებითი გამოცოცხლება. სახის სპრეი აცოცხლებს დაღლილ კანს და უზრუნველყოფს კანის სწრაფ რეჰიდრატაციას. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას მაკიაჟის დროსაც.

#4 როგორ მოვუაროთ თვალის უპეებს? როცა დილაობით ძალიან დაღლილად გამოვიყურებით, რა არის სწრაფი და ეფექტური საშუალება დაღლილი თვალების გასაღვიძებლად?

თვალების ირგვლივ კანი განსაკუთრებით დელიკატური და მგრძნობიარეა. დამამშვიდებელი თვალის გელი დაგეხმარებათ თვალების დაღლილობის ნიშნების შემცირებაში და სიმშრალით გამოწვეული პირველი ნაოჭების თავიდან აცილებაში. ველედას მთელი დღის დატენიანების დიაპაზონის მქონე პროდუქტები დამზადებულია 100 % ბუნებრივი აქტიური ინგრედიენტებით, რომელთა შორისაა კაქტუსის ექსტრაქტი,  ალოეს ჟელე და მაღალი ხარისხის მცენარეული ზეთები. მათი მსუბუქი ფორმულა აძლევს კანს მშვენიერ და ჯანსაღ ელფერს, გამძლე ტენიანობით. შეიტყვეთ მეტი კაქტუსის შესახებ (amazing prickly pear cactus).

Get to know our latest discovery from nature

ჩვენი კანის ბუნებრივი დამცავი ბარიერი

ჩვენი კანის ბუნებრივი დამცავი ბარიერი შედგება რქოვანის შრისა და მჟავე მანტისგან. კანის ეს ყველაზე ზედა ფენა, რომელსაც რქოვან შრეს უწოდებენ, ქმნის საზღვარს ჩვენი სხეულის შიდა და გარე გარემოს შორის. მჟავე მანტია წყალი /ზეთის ემულსიაა და შედგება ცხიმის, ოფლის, კანის უჯრედებისა და წყლისგან, რომელსაც გამოყოფს კანი და ეს თხელი ფენა ფარავს რქოვანას. მჟავე მანტიის შემადგენლობა შეიძლება შეიცვალოს შინაგანი და გარეგანი გავლენის გამო, როგორიცაა სიცხე ან სიცივე, ასევე ასაკი, ჰორმონის ბალანსი და სითხის მიღება.