რომელია „ბუნებრივი კოსმეტიკა“ ?
ბუნებრივი კოსმეტიკისთვის მრავალი სტანდარტი არსებობს, მაგრამ არ არსებობს მისი იურიდიულად სავალდებულო განსაზღვრება. როგორ უნდა გაერკვეს მომხმარებელი, რომელი პროდუქტია უკეთესი?
ველედას კოსმეტიკური პროდუქტები წარმოადგენს NATRUE სტანდარტის მიხედვით სერტიფიცირებულ ბუნებრივ კოსმეტიკას. ხარისხის მიმართ მოთხოვნის მხრივ, ველედა კიდევ უფრო შორს მიდის, რადგან ის მკაცრ სოციალურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ კრიტერიუმებს იცავს. სადაც არ შეიხედავ ველედას „კულისებში“ – იქნება ეს ბაღი, პარტნიორი მეურნეობები, მცენარეთა გადამუშავებისა თუ წარმოების განყოფილება – ყველგან ჩანს, რამდენად მაღალია ველედას სტანდარტები.
აქ საქმე ნედლეულის ან მცენარის ბიოლოგიურად კულტივირებას კი არ ეხება მხოლოდ, არამედ პასუხისმგებლობით სავსე ვაჭრობას, მკაცრ სოციალურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ კრიტერიუმებს. მდგრადობას. კარგ ნიადაგს, რომელშიც მცენარეები იზრდება. და კარგ პირობებს ადამიანებისთვის, რომლებიც ამ ნიადაგს ამუშავებენ და საბოლოოდ მოსავალს იღებენ, რომელიც შემდეგ ველედას კოსმეტიკის შემადგენელი ნაწილი ხდება.
ველედას კოსმეტიკური პროდუქტები წარმოადგენს NATRUE სტანდარტის მიხედვით სერტიფიცირებულ ბუნებრივ კოსმეტიკას.
Weleda
ველედას კანის მოვლის სერიების კომპოზიციები მთელი ადამიანის გათვალისწინებითაა შექმნილი.
ველედას ყველა პროდუქტის უნიკალურ ხარისხს ადამიანზე ანთროპოსოფიული წარმოდგენაც განაპირობებს. სათანადო კოსმეტიკის შესარჩევად მხოლოდ კანის ტიპი არ არის განმსაზღვრელი. კოსმეტიკის ცალკეული სერიების კომპოზიციები ადამიანის, როგორც ერთი მთლიანობის გათვალისწინებით არის შექმნილი.
რამდენ „ბუნებას“ შეიცავს პროდუქტი? დრ. დაგმარ ბესლერი, რომელიც ველედას ბუნებრივი კოსმეტიკის შესახებ სამეცნიერო ინფორმაციაზეა პასუხისმგებელი, ამბობს: „ბუნებრვი კოსმეტიკის იურიდიულად სავალდებულო განსაზღვრება არ არსებობს. არსებითად, არ არსებობს ამგვარი განსაზღვრება არც ბუნებრიობისთვის.“ რამდენად არის შესაძლებელი ბუნებრიობის რიცხვებში გამოხატვა? დაგმარ ბესლერი თვლის, რომ დროა, ამ საკითხში მეტი სიცხადე იქნეს შეტანილი.„ ველედას სხეულის მოვლისთვის განკუთვნილი ზეთების შემთხვევაში, როგორიცაა, მაგალითად, ბროწეულის აღმდგენი ზეთი, რომელიც ჟოჟობას, სეზამის, ხორბლის ჩანასახისა და ბროწეულის თესლის ზეთების კომპოზიციაა, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ადვილია. ეს ზეთები მხოლოდ და მხოლოდ სუფთა მცენარეულ ზეთებს, მცენარეულ ექსრაქტებსა და სურნელისთვის ბუნებრივ ეთერზეთებს შეიცავს. მცენარეული ზეთები, რომლებსაც ველედა იყენებს, უშუალოდ თესლიდან ან ნაყოფის რბილობიდან არის მოპოვებული. და ასი პროცენტით ბუნებრივია.“
ველედას მიზანია ბუნებრივი ინგრედიენტების მაქსიმალური შემცველობის პროდუქციის შემოთავაზება
„თუ გვინდა, რომ ბუნებრივი კოსმეტიკა მხოლოდ სხეულის მოვლისთვის განკუთვნილი ზეთებით არ შემოიფარგლებოდეს, არამედ კრემებს, შხაპის გელებს, ტანის კრემებს და სხვა პროდუქტებსაც მოიცავდეს, გარკვეული კომპრომისები უნდა დავუშვათ ‘მხოლოდ ბუნებრივთან’ დაკავშირებით. ამავე დროს ველედას მიზანია ისეთი პროდუქტების შეთავაზება, რომლებშიც ბუნებრივის წილი მაქსიმალერად მაღალი იქნება . ემულსიების ან გამწმენდი პროდუქტების შემუშავებისთვის საჭიროა ნედლეული, რომელიც, უხეშად რომ ვთქვა, ხეებსა და მინდვრებში კი არ იზრდება, არამედ ბუნებრივი ნედლეულიდან მიიღება. ამის მაგალითია საპონი, რომელიც ცხიმმჟავას მარილს წარმოადგენს. ცხიმმჟავას ბუნებრივი ზეთიდან იღებენ ზეთის ნატრიუმის ტუტესთან ერთად გაცხელებით, ამ პროცესს „გასაპნების რეაქციას“ უწოდებენ. ამგვარად მიღებული საპონი არის ბუნებრივი წარმოშობის სუბსტანცია, მაგრამ ასი პროცენტით ბუნებრივი აღარ არის“, გვიხსნის დაგმარ ბესლერი და ამატებს: „ბუნებრივი მცენარეული ზეთით კანს ვერ გაისუფთავებ.“
ბევრ პროდუქტს ბაზარზე რეკლამით "ბუნება" და "ბუნებრივი" არ აქვს შანსი NATRUE- სერტიფიკატის მიღების.
„აქტიური ინგრედიენტების სახით ველედა ძირითადად მცენარეულ ექსტრაქტებს ან მცენარეულ ზეთებს იყენებს. ყოველთვის ბუნებრივია მცენარეული ექსტრაქტი? პროდუქტში ხომ უშუალოდ მცენარე არ შედის, მცენარეს აყენებენ, წვლილავენ, ხარშავენ და ა.შ. და მასში არსებული ინგრედიენტები ექსტრაგენტში გადადის. ამიტომ გააჩნია ექსტრაგენტს. ველედა ექსტრაგენტად წყალს, მცენარეულ ზეთებსა და ეთანოლს იყენებს.“ შეიძლება ითქვას, რომ ამგვარი ტრანსფორმაცია ბუნებაში არ გვხვდება. მაგრამ რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ეს ცვლილებები? „აქ საქმე საკუთარ წარმოდგენებსა და მოლოდინებშია. მწარმოებლის საქმეა საზღვრის დადგენა“, ამბობს დაგმარ ბესლერი. „ბუნებრივი კოსმეტიკის ბეჭედი NATRUE, რომელსაც ველედას ბუნებრივი კოსმეტიკის ასზე მეტი პროდუქტი ატარებს, მიზნად ისახავს ბუნებრივი კოსმეტიკის სულ უფრო მზარდი ბაზრისთვის მკაცრი კრიტერიუმების დადგენას. ველედამ სხვა კომპანიებთან ერთად დააარსა ეს ორგანიზაცია, რომ მსოფლიო მასშტაბით განსაზღვრულიყო, რა არის ბუნებრივი კოსმეტიკა. ბაზარზე არსებულ ზოგიერთ პროდუქს, რომელიც რეკლამირდება, როგორც „ბუნებრივი“, შანსი არ აქვს NATRUE-სერთიფიკატის მიღების, რადგან ის კრძალავს, მაგალითად, ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს, სილიკონებს, გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს, რადიოაქტიურ გამოსხივებას ან სინთეზურ ცხიმებსა და არომატიზატორებს,“ ამბობს დაგმარ ბესლერი და იმაზე მიუთითებს, რომ NATRUE თავის კრიტერიუმებს საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს. „მეტი გამჭვირვალობა ალბათ წარმოუდგენელია.“
მცდარია შეხედულება, რომ NATRUE- ს მიერ სერტიფიცირებული პროდუქტების "ბუნებრივობა“ დიდწილად მასში წყლის მაღალ შემცველობას უკავშირდება
„გარდა ამისა, არის კიდევ საკითხი „ბიოლოგიური“ თუ „არაბიოლოგიური“. „ბუნებრივს“ და „ბიოლოგიურს“ ხშირად აიგივებენ ერთმანეთთან, მაგრამ აქ საჭიროა განსხვავება. ველედას მიერ გამოყენებული ნედლეულის 82 პროცენტი, რომელიც სერტიფიცირდება, როგორც ბიოლოგიური, ბიოლოგიურ-დინამიკური მეურნეობებიდან მომდინარეობს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა პროდუქტი 82 პროცენტით ბიოლოგიურია. ამის გასაგებად ცოტა უფრო შორს უნდა წავიდეთ,“ ამბობს დაგმარ ბესლერი და მოჰყავს მაგალითი, რომელიც აჩვენებს, რამდენად უმნიშვნელო შეიძლება აღმოჩნდეს ზოგჯერ პროცენტული მაჩვენებლები. კოსმეტიკური პროდუქტების უმეტესობაში მაღალია წყლის პროცენტული შემცველობა. არის თუ არა წყალი ბუნებრივი ან ბიოლოგიურად სერტიფიცირებადი? ბუნებრივი კოსმეტიკის ზოგიერთი ბეჭედი სწორედ ასე თვლის. NATRUE ამას განსხვავებულად უყურებს. „წყალი წყალია, ის არც ბუნებრივ ნივთიერებად კლასიფიცირდება და არც მოდიფიცირებულ ბუნებრივ ნივთიერებად. და ის არ სერტიფიცირდება, როგორც ბიოლოგიური“,
ველედა მიზნად ისახავს ორი ასპექტის გაერთიანებას ბუნებრივ კოსმეტიკაში. ესენია: სწრაფი ეფექტი - კრემები და ლოსიონები ადვილად უნდა განაწილდეს და სწრაფად შეიწოვოს კანში - და ხანგრძლივი ზემოქმედება.
დრ. ბესლერის პირადი დასკნაა, რომ ისეთ აბსოლუტურ შეფასებებს, როგორიცაა „100 პროცენტით ბუნებრივი“ და გამარტივებულ კლასიფიკაციებს სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. ის ძალიან აფასებს იმ ცოდნას, რომელიც ველედამ თითქმის 100 წლის განმავლობაში დააგროვა ბუნებრივი კოსმეტიკის წარმოების საქმეში. დროის ფაქტორი მნიშვნელოვანია, როდესაც ველედას ექსპერტები ცალკეული მცენარის არსსა და შესაძლებლობებს იკვლევენ. მათი მიგნებები და კვლევით ლაბორატორიებში მიღებული შედეგები ერთმანეთს ავსებს. ორივე: ის, რაც იზომება და ის, რაც შეიგრძნობა, ველედას ბუნებრივ კოსმეტიკას განსაკუთრებულ ხასიათს აძლევს.
დაგმარ ბესლერის აზრით თანამედროვე ბუნებრივი კოსმეტიკა უნდა იყოს მაღალეფექტური და რაც შეიძლება მეტად ბუნებრივი. მომხმარებელი ორივეს ითხოვს: „ასი პროცენტით“ ბუნებას და ამავე დროს სწრაფ, უტყუარ ეფექტს. ველედას ბუნებრივი კოსმეტკა ორივე ასპექტის გაერთიანებას ცდილობს: სწრაფი ეფექტი – კრემი კარგად უნდა ნაწილდებოდეს კანზე და სწრაფად შეიწოვებოდეს – და ხანგრძლივი მოქმედება. მიზანი უნდა იყოს, რომ ადამიანი კომფორტულად გრძნობდეს თავს საკუთარ კანში, ნებისმიერ ასაკში. „ღირს, გადადგა ნაბიჯი და ენდო ბუნებას“, ამბობს დაგმარ ბესლერი. ანუ ენდო იმას, რაც კომპანიამ „ადამიანთან და ბუნებასთან ჰარმონიაში“ შექმნა.
რამდენად ბუნებრივია პროდუქტი? ველედას სხეულის ზეთების შემთხვევაში, პასუხი მარტივია: ისინი ასი პროცენტით ბუნებრივია.
დოქტორი დაგმარ ბესლერი
NATRUE არის საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის საქმიანობა ბუნებრივ და ბიოლოგიურ კოსმეტიკაზე ფოკუსირდება. NATRUE სერტიფიკატის მისაღებად დაშვებულია მხოლოდ სამი კატეგორიის ნედლეულის გამოყენება: ბუნებრივი ნივთიერებები, ბუნებრივთან მიახლოებული ნედლეული (მოდიფიცირებულიბუნებრივი ნივთიერებები) და ბუნებრივის იდენტური ნედლეული. პროდუქტების სერტიფიცირების სამი საფეხური არსებობს: ბუნებრივი კოსმეტიკა, ბუნებრივი კოსმეტიკა ბიოლოგიური წილით და ბიოლოგიური კოსმეტიკა. NATRUE-სერტიფიკატის მქონე ყველა პროდუქტისთვის საერთოა ის, რომ მათ შემადგენლობაში არ არის სინთეზური არომატიზატორები, სილიკონები, პარაფინები, მიკროპლასტმასები, მინერალური ზეთები და სინთეზური ცხიმები. ექსპერტიზას ახორციელებენ სარტიფიცირების დამოუკიდებელი გარეშე ინსტიტუციები.
ეს ეხება მომხმარებლის იდეებსა და მოლოდინებს. ასევე ეხება იმასაც, რომ მწარმოებელმა წითელი ხაზები არ გადაკვეთოს.
დოქტორი დაგმარ ბესლერი
ეთიკური ბიოვაჭრობის კავშირი (Union for Ethical BioTrade – UEBT) არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ბუნებრივი რესურსებით ეთიკური ვაჭრობის სფეროში მსოფლიოში აღიარებულ სტანდარტს აწესებს. სტანდარტი მოიცავს სოციალურ, ეკოლოგიურ და ეკონომიკურ ასპექტებს .მისი ბეჭედი იმის გარანტიაა, რომ მცენარეების გაშენების, მოსავლის აღების და მცენარეთა შემდგომი გადამუშავების დროსაც ბიომრავალფეროვნება და მდგრადობის პრინციპი დაცულია და ყველა მონაწილეს სამართლიანად ეპყრობიან და შრომას სათანადოდ უნაზღაურებენ. ველედა ფლობს UEBT-სერტიფიკატს ყველა ქმედებისთვის, რომელიც ნედლეულის მოპოვებას ეხება და ის ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომლის ბუნებრივი კოსმეტიკის პროდუქტები UEBT-ბეჭედს ატარებს.
ethicalbiotrade.org
Dr. Dagmar Bässler
Biologist
Dr. Dagmar Bässler holds a doctorate in biology and has been responsible for scientific support of Weleda cosmetic products for many years as its Scientific and Regulatory Affairs Manager for Natural Cosmetics.