სილამაზე

როგორ ზრუნავს ბუნებრივი კოსმეტიკა მშრალ კანზე

ბუნებრივი კოსმეტიკა იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ კოსმეტიკა: ბუნებრივი ინგრედიენტების დახმარებით ის მშრალ და ძალიან მშრალ კანს ხელს უწყობს დარღვეული ბალანსის აღდგენაში. მცენარეული ზეთები მათ შემადგენლობაში შემავალი ლიპიდების წყალობით, რომლებიც ჩვენი კანის ლიპიდების მსგავსია, კანის ბარიერს აძლიერებს და მისი თვითრეგულირების უნარებს ასტიმულირებს, რაც ხელს უწყობს ტენიანობის უკეთ შენარჩუნებას. მცენარეული ექსტრაქტები კანს ამშვიდებს და აღადგენს.

ჩვენი კანი ცოცხალი ორგანოა. რა შეიძლება დაეხმაროს მის ბუნებრივ ფუნქციებს უკეთ, თუ არა კოსმეტიკა ბუნებრივი ინგრედიენტებით? ამისთვის ოპტიმალურია, მაგალითად, მცენარეული ზეთები ან ლანოლინი: ეს ინგრედიენტები კანის ბუნებრივი ლიპიდების მსგავსია, ამიტომ ისინი კანის დამცავ ბარიერში ინტეგრირდება და აძლიერებს მას. შედეგად კანი ნაკლებად შრება. ის იღებს საკვებს და ამავე დროს თავისუფლად სუნთქავს.

მცენრაეულ ექსტრაქტებს შეუძლია გაღიზიანებული კანის დამშვიდება და აღდგენა.

სამფერი ია

როგორც სამკურნალო მცენარე, ცნობილია თავისი დამამშვიდებელი და დამატენიანებელი თვისებებით. მას ტრადიციულად იყენებენ გაუხეშებული, მშრალი, აქერცლილი კანის მოსავლელად.

გვირილა

ეს ნაზი სამკურნალო მცენარე შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, როლებიც დამამშვიდებლად მოქმედებს მგრძნობიარე კანზე. კანის მოსავლელად გვირილას ექსტრაქტს ხშირად კალენდულასთან კომბინაციაში იყენებენ.

როზმარინი

ცნობილია თავისი გამაცოცხლებელი, მასტიმულირებელი და მატონიზირებელი მოქმედებით. როზმარინის ფოთლის ექსტრაქტები კანის რეგენერაციის უნარს აძლიერებს.

გულყვითელა

კალენდულას ყვავილი მშრალ კანს კებავს და მის რეგენერაციის უნარს აძლიერებს. მის შემადგენელობაში არსებული ნივთიერებებიდან მნიშვნელოვანია: კაროტინოიდები, ფლავონოიდები და ეთერზეთები.

ველედას ბუნებრივი კოსმეტიკა მშრალ კანს მისი ბუნებრივი სინოტივის შენარჩუნების დარეგულირებაში ეხმარება. უხეში კანი შესამჩნევად უფრო გლუვი ხდება და უკეთ ინახავს ტენს, რადგან მისი ლიპიდური შრე გაძლიერებულია.

ამას ადასტურებს დამოუკიდებელი ინსტიტუტების მიერ მოხალისეებზე ჩატარებული ტესტები ველედას კანის მკვებავი ოთხივე პროდუქტისთვის – სახეზე, ტუჩებზე, იდაყვებზე, მუხლებზე, ტერფებსა თუ მთელ სხეულზე კანის მოსავლელად.