როგორ მოვამზადოთ მშრალი კანი მაკიაჟისთვის
სატელევიზიო და კინოს ბიზნესში – სადაც მკვეთრი გამოსახულებები საშუალებას გაძლევთ დაინახოთ სახის ყველა დეტალი – ვიზაჟისტები ხშირად იყენებენ ფუძედ მდიდარი შემადგენლობის კრემს, რომელიც იცავს კანს გამოშრობისგან. მაკიაჟის მოცილების შემდეგ, იმავე კრემს უნდა ჰქონდეს დამამშვიდებელი, აღმდგენი და დამატენიანებელი ეფექტი.
მშრალ, აქერცლილ კანს ყველაზე მეტად ეშინია კიდევ უფრო მეტი სიმშრალის, რაც შეიძლება გამწვავდეს მაკიაჟით. მშრალ კანს მაკიაჟის გამოყენებამდე განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, ვინაიდან დასუსტებულია მისი ბუნებრივი დამცავი ფუნქცია და ტენს ვერ ინარჩუნებს. ველედას სქინ ფუდი აძლიერებს კანის დამცავ ბარიერს, ხდის მას რბილს და ელასტიურს და შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ფუძე მაკიაჟის წინ.
განსაკუთრებული შემთხვევებისთვის, მაგ. ფოტო გადაღებისთვის, სქინ ფუდი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ჰაილაითერი. ყვრიმალებზე, წარბის თაღის ქვეშ, ცხვირზე და ზედა ტუჩის ზემოთ პატარა ჩაღრმავებაში წასმისას ის კანს ანიჭებს მსუბუქ ბზინვარებას.
კანის მოვლა ერთნაირად მნიშვნელოვანია მაკიაჟის წინ და მის შემდეგ
მაკიაჟის მოცილების შემდეგ, სქინ ფუდი ამშვიდებს, აღადგენს და ატენიანებს მშრალ კანს.