ჟოჟობას თესლის ზეთი თხევადი ზეთოვანი ცვილია, რომელსაც დიდი მსავსება აქვს ადამიანის კანის დამცავ შრესთან. ის აძლიერებს კანის ბარიერის ფუნქციას, რითაც კანს ტენის დაკარგვისგან იცავს ისე, რომ მას არ აცხიმიანებს. ის ძალიან კარგად უთავსდება კანს, ადვილად შეიწოვება და ამიტომ გამოდგება ყველა ტიპის კანის მოსავლელად, განსაკუთრებით კი - მშრალი კანისთვის. აგრეთვე შეიძლება მისი ფუძე-ზეთად გამოყენება, ის არ მძაღდება.