ზეითუნის ზეთი

Olea Europaea (Olive) Fruit Oil

Olea Europaea (Olive) Fruit Oil

ზეითუნის ყვითელი ან მომწვანო-ყვითელი ფერის ზეთი შესანიშნავია, როგორც სამასაჟე ზეთი, აგრეთვე ნორმალური და შერეული კანის მოსავლელად. მას კანისთვის სასარგებლო გამორჩეული თვისებები აქვს, კარგად უთავსდება კანს და აქტიური ინგრედიენტებისთვის შესანიშნავი ფუძეა. მისი გამოყენება შეიძლება ნორმალური და მშრალი კანის მოსავლელად, მისი ზემოქმედებით კანი რბილი და ხავერდოვანი ხდება. ზეითუნის ზეთი ოლეინმჟავას მაღალი შემცველობით გამოირჩევა.