გლიცერინი მცენარეული და ცხოველური ცხიმებისა და ზეთების შემადგენელი ბუნებრივი ინგრედიენტია, რომელიც უპირატესად ტრიგლიცერიდებს (გლიცერინისა და სამი ცხიმმჟავას ნაერთი) შეიცავს. ჰიგროსკოპული (წყლის მიმზიდველი) თვისებების გამო გლიცერინს კოსმეტიკურ პროდუქტებში დამატენიანებლის ფუნქციით იყენებენ. გარდა ამისა,. ის ხელს უწყობს O/W-ემულსიების (ზეთი/ წყალში) განაწილებას და აგლუვებს და იცავს კანს.