კვლიავი ქოლგოსანთა ოჯახს ეკუთვნის და ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრკაში თითქმის ყველგან ხარობს. კვლიავის თესლი ეთერზეთებს შეიცავს და აქვს სუნელის არომატული გემო. ჩაიში კვლიავის მთლიან გამშრალ თესლს იყენებენ. კვლიავის თესლს უმეტესწილად მანამდე აგროვებენ, ვიდრე ის სრულად დამწიფდება, რადგან ამ დროს მასში ეთერზეთების შემცველობა ყველაზე მაღალია.