თეთრი სანთელი ყვითელი სანთლის (ფუტკრის ცვილის) გაუფერულებით მიიღება. ყვითელი სანთელი კი ფუტკრის ჯირკვლების სეკრეტია, რომელსაც ის ფიჭის დასამზადებლად იყენებს. ცვილის ლღობის ტემპერატურაა 60°C. კანთან თავსებადი ფუტკრის ცვილი ძირითადად ემულგატორად და კონსისტენციის გასაუმჯობესებლად გამოიყენება. ფუტკრის ცვილი კანზე თხელ აპკს ტოვებს, რომელიც მას გამოშრობისგან იცავს.
თეთრი სანთელი
