ხშირად დასმული კითხვები

კითხვა 1 - აქვს თუ არა ველედას ტუბებს დამცავი ალუმინის კილიტა?

პასუხი: არ აქვს


კითხვა 2 - გამოყენების რა ვადა აქვთ გახსნილ სახის კრემებს ?

პასუხი: თუ შეფუთვაზე ვადა არ არის მითითებული, სტანდარტულად - 6 თვეა. ტუბების კონსტრუქცია ზოგადად ხელს უშლის ჰაერის შეწოვას და პროდუქტი დიდხანს რჩება დაცული.


კითხვა 3 - შეიძლება თუ არა ჩვილის შამპუნი&გელი მის ჩასაბანად რომ გამოვიყენოთ?

პასუხი: შეიძლება

 

კითხვა 4 - შეიძლება თუ არა, რომ კალენდულამ ალერგია გამოიწვიოს?

პასუხი: ზოგადად რთულყვავილოვნებზე ალერგიის მიზეზი მათში ნივთიერებათა ჯგუფი  სესკვიტერპენლაქტონებია. კალენდულა ამ ნივთიერებას საერთოდ არ შეიცავს, თუმცა დაფიქსირებულია, რომ 1032-დან ერთი ბავშვი მასზე შეიძლება  პოზიტიურად რეაგირებდეს. ამ ჩვილების მშრალი და ატოპიური კანისთვის ველედამ შექმნა სპეციალური სამკურნალო ტუხტის ხაზი.

 

კითხვა 5 - სპირტის შემცველობა სახის კრემებში რამდენად საყურადღებოა?

პასუხი: ველედას მიერ გამოყენებული ბიო-სპირტი მცენარეული წარმოშობისაა. ზოგიერთი მცენარეული ექსტრაქტი, რომელიც წარმოადგენს ველედას პროდუქციის ინგრედიენტს, მიიღება სპირტწყლიანი ნარევით. ამასთანავე, ალკოჰოლი აუმჯობესებს ველედას ბუნებრივი კოსმეტიკური პროდუქტების კონსისტენციას და სტაბილურობას. კანს კი არ აშრობს, რადგან ის კრემის  წასმიდან რამდენიმე წამში ქროლდება. 

 

კითხვა 5 - რამდენად ეფექტურია ვარდის სერია პირველი ნაოჭების გასასწორებლად და მათი გაჩენის პროფილაქტიკისთვის?

პასუხი: ვარდის სერია სპეციალურად შექმნილია პირველი მიმიკური ნაოჭების გაჩენის შესასუსტებლად. ინტენსიური მოვლისთვის კი, 30 წლიდან რეკომენდებულია დამატებით ბროწეულის შრატის გამოყენება.

 

კითხვა 6 - საჭიროა თუ არა თმის მოსავლელი ზეთის ჩამობანა?

პასუხი: თუ ზეთი თმის მთელს სიგრძეზე წაისვით და ნიღბის სახით 20 - 60 წუთი გაიჩერეთ, მერე აუცილებლად უნდა ჩამოიბანოთ.  ხოლო თუ მხოლოდ მშრალი თმის ძირებზე წაისვით თითებზე განაწილებული1 წვეთი, აღარ ჩამოიბანოთ.

 

კითხვა 7 - თუ ნორმალური თმის მოსავლელი ველედას შამპუნის ხმარების შემდეგ, თმის ძირები უფრო ცხიმიანი გახდა და ერთმანეთს ეწებებიან, შამპუნია შესაცვლელი თუ ასე მიმდინარეობს შეგუება?

პასუხი: ბუნებრივ შამპუნზე გადასვლისას თმიდან ხდება მასში დაგროვილი სილიკონების და პარაბენების გამორეცხვა. მიეცით თმას დრო და შანსი, რომ გაჯანსაღდეს.

 

კითხვა 8 -ველედას რომელი პროდუქტი გამოიყენება  თვალის მაკიაჟის მოსაცილებლად ?

პასუხი: თვალის მაკიაჟის მოსაცილებლად იდეალურია ველედას ნუშის ზეთი. ის დააწვეთეთ ბამბის დისკზე და დაიფინეთ რამდენიმე წთ თვალებზე. მერე შეასველეთ ეს დისკი წყლით და მოიცილეთ მაკიაჟი.

 

კითხვა 9 - აკნეს საწინააღმდეგოდ,  კანის გამწმენდი ლოსიონი და ტონიკის ხმარების შემდეგ კანი უფრო ცხიმიანი და უსუფთაო გახდა.  ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი არ მომიხდა?

პასუხი: პირიქით, ეს მიუთითებს არჩევანის სისწორეზე. გააგრძელეთ მისი ყოველდღიური გამოყენება.

 

კითხვა 10 - ცელულიტის დროს, მთლიანი მასაჟის გაკეთება ცელულიტის ზეთით ჯობია თუ რომელიმე სხვა სამასაჟე ზეთით?

პასუხი: თუ არ ხართ მგრძნობიარე რთულყვავილოვნების მიმართ, მთლიანი მასაჟის გაკეთება ჯობია არნიკას სამასაჟე ზეთით, რადგან ის რამდენიმე პრობლემას ერთდროულად მოაგვარებს: გადატკეცს კანს, მოუვლის კუნთებსა და სახსრებს.

 

კითხვა 11 -  შეიცავს თუ არა ველედას კბილის პოსტები ფტორს?

პასუხი: არ შეიცავს

 

კითხვა 12 - შეიცავს თუ არა ველედას დეზოდორანტები სილიკონებს?

პასუხი: არ შეიცავს