ორგანული ლურჯი ნაღველა
აუმჯობესებს კოლაგენის შემცველობას, რაც ხელს უწყობს კანის გამკვრივებას.
პეკინის 45
თბილისი
საქართველო
ყველაფერი, რაც გვჭირდება კანის დაბერების ეფექტურად შესანელებლად, ჩვენშია. ველედას სახის მოვლის ახალი ხაზი „ლურჯი გენციანა & ედელვაისი“ - მოწიფული კანისთვის - დაგეხმარებათ კანში კოლაგენის წარმოების გააქტიურებაში. მისი უნიკალური ფორმულა ორგანული ლურჯი ნაღველათი და ედელვაისით ხელახლა გაამკვრივებს თქვენს კანს და ეფექტურად შეამცირებს ღრმა ნაოჭებს.
სახის მოვლის ახალი ხაზი „ლურჯი გენციანა & ედელვაისი“ - თავისი ინოვაციური ფორმულით, ეფექტურად გაამკვრივებს თქვენს კანს, დააბალანსებს პიგმენტაციას და სახის კონტურს უფრო გამოკვეთს.
1 Collagen+ Active Complex: in-vitro
2 Contouring Face Serum: in-use test, 34 subjects, twice-daily application, 2 weeks
3 Contouring Day Cream: measured in an in-use test, 34 subjects, twice-daily application, 2 weeks
4 Contouring Day Cream: in-use study, 35 subjects, twice-daily application, 4 weeks
ლურჯი გენციანას ახალი ხაზი ამკვრივებს და ახალისებს მოდუნებულ კანს. კვებავს და ღრმად ატენიანებს. ამცირებს ნაოჭების სიღრმეს. in vitro ტესტით დადასტურებულია: ლურჯი გენციანას, ედელვაისის და აზიური ცენტელას ექსტრაქტების კომპოზიცია კოლაგენის შემცველობას 60%-ით ზრდის. ხელს უწყობს კანის დაბერების შენელებას. სახის კონტურები უფრო გამოკვეთილი და შეკრულია.
სპეციალურად მოწიფული კანისთვის შექმნილი ველედას სახის კონტურის მოსავლელი ხაზი გააუმჯობესებს თქვენს სახის მოვლის ყოველდღიურ რუტინას.
ველედას პროდუქციის გამოყენებით თქვენ ეფექტური წვლილი შეგაქვთ არა მარტო საკუთარი კანის მოვლაში, არამედ ბუნების დაცვაშიც. ველედა ხელს უწყობს მთელ მსოფლიოში ბიოდინამიური სოფლის მეურნეობის გავრცელებას, ჯანსაღი ნიადაგის შენარჩუნებას და სამართლიან ურთიერთობებს კულტივირებით დასაქმებულ თავის პარტნიორებთან. მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს არა მარტო ბიომრავალფეროვნებას, არამედ კლიმატის დაცვის სტრატეგიასაც. ერთად დავიცვათ ბუნება.
სილამაზე არის კონცეფცია, რომელიც უხსოვარი დროიდან ხიბლავდა კაცობრიობას. ისტორიის მანძილზე წარმოიქმნა სილამაზის სხვადასხვა სტანდარტი, რომლებიც ხშირად დაკავშირებულია ფიზიკურ ატრიბუტებთან: ახალგაზრდობა, სიმეტრია, უნაკლო გარეგნობა. თუმცა, საზოგადოების განვითარებასთან ერთად, სულ უფრო აშკარა ხდება, რომ სილამაზე განისაზღვრება ხასიათით და არა ასაკით. მშვენიერი ხასიათის მქონე ადამიანისგან გამოსული სხივი არის გადამდები, მიმზიდველი და ქმნის პოზიტიურ აურას, რომელიც სცილდება ყოველგვარ ასაკობრივ შეზღუდვას.