ველედას მემკვიდრეობა
90 წლის შემდეგაც კომპანიის ხედვა აქტუალურია
დღემდე ველედა ერთგული რჩება მისი დამფუძნებლების სულიერი პრინციპების და მათი ზეგავლენა დღესაც იგრძნობა მთელს კომპანიაში.
ველედა დაარსდა 1921 წელს ავსტრიელი ფილოსაფოსისა და ბუნებისმეტყველის რუდოლფ შტაინერის, ჰოლანდიელი ექიმის იტა ვეგმანისა და მიუნხენელი ქიმიკოსისა და ფარმაცევტის ოსკარ შმიდელის მიერ. კომპანია დღემდე ეფუძნება ფილოსოფიურ იდეოლოგიას და ანთროპოსოფიულ ღირებულებებს.
დამფუძნებლები
წარსულში დაბრუნება
კომპანია ეფუძნება ანთროპოსოფიას: „სიბრძნეს ადამიანის შესახებ“
ანთროპოსოფია - დაარსებული შტაინერის მიერ, კვლევის მეთოდია ევროპული ფესვებით, რომელიც ამჟამად მთელს მსოფლიოშია დამკვიდრებული. ეს სახელი სიტყვა სიტყვით ნიშნავს „სიბრძნეს ადამიანის შესახებ“ ან მეორენაირად - ადამიანთმცოდნეობას.
აკადემიურ და საუნივერსიტეტო წრეებში არსებული დღევანდელი პრაქტიკისგან განსხვავებით, შტაინერმა გამოიყენა ტერმინი სამეცნიერო და სულიერი გამოცდილების მეშვეობით სულიერი სამყაროს კვლევის შესახებ და ეს იყო ის, რასაც მან მთელი თავისი მოღვაწეობა მიუძღვნა. ანთროპოსოფია სათავეს ზუსტი სამეცნიერო აზროვნებიდან იღებს. ზუსტი კვლევითი მეთოდები, რომლებიც თავდაპირველად მატერიალური სამყაროთი შემოიფარგლებოდა, შემდეგ სულიერ სამყარომდე გაფართოვდა მეცნიერებაზე დაყრდნობით.
თანამედროვე კომპანიის რეალობაში გადატანილი საწყისი პრინციპები
ველედამ საწყისი ღირებულებები თავისი საქმიანობის ყველა ოპერაციაში ჩართო, იქნება ეს ბიოდინამიკური მეურნეობა, თუ თანამშრომლებთან და პარტნიორებთან სამართლიანი ურთიერთობა, მდგრადი საწარმოო პროცესი თუ სამკურნალო და კოსმეტიკური პროდუქტები. დღეს ველედა წარმოადგენს ჰოლისტიკური, ბუნებრივი და ორგანული წამლების და კოსმეტიკის მწარმოებელ წამყვან ბრენდს.